ICA.GE ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები

საქართველოს პრეზიდენტი - ჩვენი ვეტერანების გამოცდილება და პროფესიონალიზმი არის ის, რაც სჭირდება ამ ქვეყანას, ჩვენს თანამედროვე ჯარს და ჩვენს საზოგადოებას

2021-10-17 14:51

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

პრეზიდენტმა ვეტერანებს, მოწვეულ სტუმრებს, პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს სიტყვით მიმართა და ვეტერანის დღე მიულოცა. 

,,მინდა, პირველ რიგში, მოგილოცოთ თქვენ (ვეტერანებს) და მთელ საზოგადოებას დღევანდელი დღე, ვეტერანთა დღე, რომელიც 2014 წლიდან აღინიშნება და რომელიც ყველას გვაერთიანებს. რეალურად დღემდე ამ სხვადასხვა პერიოდის ვეტერანებმა მოგვიყვანეს და ამისთვის ჩვენ უაღრესად მადლიერნი ვართ.

ძვირფასო ვეტერანებო, თქვენ ხართ რეალურად ჩვენი საზოგადოების მაგალითი და ჩვენი საზოგადოების საყრდენი, იმიტომ რომ, თქვენ გაიგივებული ხართ არამხოლოდ ისტორიასთან და წარსულთან, არამედ მომავალთანაც. 

არ არსებობს საზოგადოება, რომელიც არ სცემს პატივს თავის ვეტერანებს და ჰყავს ძლიერი ჯარი. ვეტერანების დაფასებით იზომება ჯარის დაფასება. ჯარის შემართებაც ვეტერანების დაფასებაზე დგას და არა მხოლოდ, იმიტომ, რომ რეალურად დღევანდელ დღეს ჩვენი რეზერვი ხართ  და როგორც ვიცით, ახალ სტრატეგიაში ეს რეზერვი ჩვენს თავდაცვაში ძალიან მნიშვნელოვან როლს იძენს დ ა უფრო და უფრო მნიშვნელოვანია.

თქვენი გამოცდილება, თქვენი წარსული და თქვენი დღევანდელი პროფესიონალიზმი არის ის, რაც სჭირდება ამ ქვეყანას, რაც სჭირდება ამ ქვეყნის თანამედროვე ჯარს და რაც სჭირდება საზოგადოებასა და მის შემართებას, საზოგადოების გამოსვლა ერთგვარი დეპრესიიდან სწორედ თქვენს შემართებასა და ისეთ ადამიანებზეა დამოკიდებული, რომლებმაც იციან რისთვის იბრძოლეს წარსულში და რისთვის შეიძლება იყოს საჭირო მომავალში ბრძოლა. ეს პატრიოტიზმი არის ის, რაზეც ჩვენ ვდგავართ, მით უმეტეს პატარა ქვეყანა.

მე ვისურვებდი, რომ ვეტერანებს მიეცეთ საშუალება, რომ მივიდნენ სკოლებში და თვითონ გააცნონ ახალგაზრდებს, თუ რას ნიშნავს ვეტერანობა, რას ნიშნავს ეს პატრიოტული სულისკვეთება. მე მგონი, ამ კუთხით ჩვენ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ვეტერანების ისტორია ჩვენს ქვეყანაში განუყოფელია ჩვენი ქვეყნის ისტორიისაგან და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისგან, ამიტომაც არის აუცილებელი, რომ ეს ისტორია ყველამ იცოდეს, ისწავლოს და რაც მთავარია გაიგოს და დააფასოს. დაფასება არის პირველი ნაბიჯი გაგებისკენ.

მე დღეს, კიდევ ერთხელ, მინდა გამოვხატო მადლიერება თქვენ მიმართ, ქედს ვიხრი დაღუპული ვეტერანების წინაშე. მინდა, მადლიერება გამოვხატო, ასევე, თქვენი ოჯახების მიმართ, რომლებიც თქვენი ბრძოლისა და თქვენი შემართების ნაწილი არიან. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, გისურვოთ ჯანმრთელობა და დღეგრძელობა!”- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

https://www.president.gov.ge/ka/News/Article/sakaryvelos_prezidenti__chveni_veteranebis_gamotsdileba_tsarsuli_da_profesionalizmi_aris_is_rats_schirdeba_am_kvekanas_yanamedrove_jars_da_chvens_sazogadoebas   

 
 
თქვენთვის საინტერესო
ახალი ამბები ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" ქარელის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძრიდან წამოაბრძანეს და ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში, ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა.

„ყოველთა მწუხარეთა სიხარული" თბილისიდან ქუთაისში წააბრძანეს და ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში დააბრძანეს.
27 სექტემბერს ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული", რომელიც ერთი წლის წინ, აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და შერიგების მლოცველთათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწერა

საქართველოს პრეზიდენტმა 2016 წელი საქართველოში ევროპული სახელმწიფოს წლად გამოაცხადა
გიორგი მარგველაშვილი : ჩვენ დამოუკიდებლობიდან უნდა შევქმნათ თავისუფალი საქართველო! საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნული გვარდიის  25 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა: 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის განცხადება
16 მარტს, გმირთა მოედანზე,  საქართველოს ცენტრალური და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ხელისუფლებისა და  საზოგადოების წარმომადგენლებმა  გვირგვინებით შეამკეს  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა მემორიალი.


 
covid.ge
call center
 
 
 
მაისი
2022
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup