ICA.GE ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები

მთავრობის განკარგულებით, 65 დევნილ ოჯახს ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა

2021-10-25 12:25

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილა.

მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა განკარგულება, რომლის თანახმად, 65 დევნილ ოჯახს ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა. ეს საცხოვრებელი ბინები ქუთაისში, ზუგდიდსა და თბილისში მდებარეობს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დევნილი მოსახლეობის ხელშეწყობა, მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. 2012 წლიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფოსგან ათასობით დევნილმა ოჯახმა უკვე მიიღო საკუთრებაში საცხოვრებელი ფართები და ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება.

მთავრობამ, დღესვე დაამტკიცა განკარგულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ფოლადის სახლისათვის" პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ, რომლის თანახმად, სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, შპს „ფოლადის სახლს" ფოლადის ნაწარმის საწარმოს შესაქმნელად, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა გარდაბანში, მარტყოფში, ვაზიანის დასახლებაში მდებარე არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ნაგებობები. ფოლადის ნაწარმის საწარმოში, რომელიც პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში 2 წლის ვადაში შეიქმნება, 3 819 664 ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება და 50 ადამიანი დასაქმდება.

http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=556&info_id=80617


 
 
თქვენთვის საინტერესო
ახალი ამბები ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" ქარელის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძრიდან წამოაბრძანეს და ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში, ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა.

„ყოველთა მწუხარეთა სიხარული" თბილისიდან ქუთაისში წააბრძანეს და ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში დააბრძანეს.
27 სექტემბერს ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული", რომელიც ერთი წლის წინ, აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და შერიგების მლოცველთათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწერა

საქართველოს პრეზიდენტმა 2016 წელი საქართველოში ევროპული სახელმწიფოს წლად გამოაცხადა
გიორგი მარგველაშვილი : ჩვენ დამოუკიდებლობიდან უნდა შევქმნათ თავისუფალი საქართველო! საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნული გვარდიის  25 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა: 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის განცხადება
16 მარტს, გმირთა მოედანზე,  საქართველოს ცენტრალური და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ხელისუფლებისა და  საზოგადოების წარმომადგენლებმა  გვირგვინებით შეამკეს  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა მემორიალი.


 
covid.ge
call center
 
 
 
მაისი
2022
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup