ICA.GE ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები

ჯემალ გამახარია: ოკუპირებული აფხაზეთიდან კოვიდპაციენტები ენგურს აქეთ თითქმის ყოველდღე გადმოჰყავთ

2021-11-24 19:56

ოკუპირებული აფხაზეთიდან კოვიდპაციენტები ენგურს აქეთ თითქმის ყოველდღე გადმოჰყავთ, – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

გამახარიას თქმით, აფხაზეთში მძიმე ეპიდვითარებაა. „რაც შეეხება კოვიდვითარებას: ვიცით, რომ საქართველოში ამ მხრივ უმძიმესი ვითარებაა, დადებითობის მაჩვენებელი 7-დან 10 %-მდეა. ეს ძალიან მაღლი მაჩვენებელია, კატასტროფის წინაშე ვართ. წარმოიდგინეთ აფხაზეთი, სადაც ეს მაჩვენებელი პლუს-მინუს 30%-ია. აფხაზეთში ჩვენთან შედარებით ორჯერ და სამჯერ უფრო მძიმე ვითარებაა.

რაც შეეხება ვაქცინაციას: რუსეთმა ვაქცინა მათ სამჯერ მიაწოდა. ბოლოს, 15 ნოემბერს 6 000-მდე ვაქცინა ჩაიტანეს. დღეისათვის 11 800 -მდე ვაქცინირებული ადამიანია. ეს ზღვაში წვეთია. თანაც, აცრა „სპუტინიკით“ ხდება, ის რამდენად ეფექტიანია, არ ვიცით. აფხაზეთიდან ავადმყოფები ენგურს აქეთ თითქმის ყოველდღე გადმოჰყავთ. ქართული მხარე, რა თქმა უნდა, მათ ეხმარება, მაგრამ ეს ერთეული, ათეული შემთხვევებია. აფხაზეთში უკვე ათასობით დაავადებულზეა საუბარი. ამდენი ავადმყოფის მოვლის არანაირი რესურსი არ აქვთ. საწოლები, კლინიკები არ აქვთ, სპეციალისტები საკმარისი რაოდენობით არ ჰყავთ“, – განაცხადა გამახარიამ.

 

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსს კიდევ 6 პაციენტი ემსხვერპლა.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ 516 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა. ასევე, კორონავირუსი კიდევ 144 პირს დაუდასტურდა, სულ 34 265 შემთხვევაა. ამჟამად, გუდაუთის საავადმყოფოში 53 პაციენტი მკურნალობს; სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში – 39; ოჩამჩირეში – 21; გაგრაში – 19; ტყვარჩელში – 10, ხოლო რუსეთის სამხედრო ჰოსპიტალში 64.

 
 
თქვენთვის საინტერესო
ახალი ამბები ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" ქარელის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძრიდან წამოაბრძანეს და ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში, ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა.

„ყოველთა მწუხარეთა სიხარული" თბილისიდან ქუთაისში წააბრძანეს და ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში დააბრძანეს.
27 სექტემბერს ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული", რომელიც ერთი წლის წინ, აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და შერიგების მლოცველთათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწერა

საქართველოს პრეზიდენტმა 2016 წელი საქართველოში ევროპული სახელმწიფოს წლად გამოაცხადა
გიორგი მარგველაშვილი : ჩვენ დამოუკიდებლობიდან უნდა შევქმნათ თავისუფალი საქართველო! საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნული გვარდიის  25 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა: 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის განცხადება
16 მარტს, გმირთა მოედანზე,  საქართველოს ცენტრალური და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ხელისუფლებისა და  საზოგადოების წარმომადგენლებმა  გვირგვინებით შეამკეს  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა მემორიალი.


 
covid.ge
call center
 
 
 
დეკემბერი
2021
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  
1
2
3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup