ჟურნალ ,,რიწის" ახალი ნომრის პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში
2022-04-19 15:23

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჟურნალ „რიწის“ 2022 წლის პირველი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა.
ახალი ნომრის გარეკანი გაფორმებულია მხატვარ ლადო ფოჩხუას ნამუშევრით და გამოცემაში შესულია თანამედროვე ქართველი და აფხაზი მწერლების ნაწარმოებები.
ჟურნალის ახალი ნომრის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ და ქართველებისა და აფხაზების ურთიერთობებზე, სახალხო დიპლომატიისა და აღნიშნული ლიტერატურული პლატფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძემ და ჟურნალ „რიწის“ რედაქტორმა, მწერალმა ნანა ქარდავამ
ჟურნალის პრეზენტაციას ესწრებოდნენ, საქართველოს პარლამენტის, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრები, მწერლები, პოეტები და ჟურნალის ერთგული მკითხველები.
საღამოს მუსიკალურად აფორმებდა აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი „გუმბათი“.