მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები

მაიკლ გეორგ ლინკმა 2015 წლის 6 აპრილს წეროვანის ლტოლვილთა დასახლება და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელი ხურვალეთი მოინახულა

2015-04-07 17:45

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორმა, მაიკლ გეორგ ლინკმა 2015 წლის 6 აპრილს წეროვანის ლტოლვილთა დასახლება და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელი ხურვალეთი მოინახულა. ODIHR-ის ხელმძღვანელმა ადგილზე შეაფასა სოფელში არსებული მძიმე ჰუმანიტარული და სოციალური მდგომარეობა, მოინახულა და გაესაუბრა ადგილობრივ მოსახლეობას.

 
„საქართველოში ჩემი ვიზიტის მიზანია ქვეყანაში არსებული ვითარების უკეთ გაცნობა. მოვინახულე წეროვანის დევნილთა დასახლება და საოკუპაციო ხაზი ხურვალეთში. დიდი განსხვავებაა, როდესაც აღნიშნულ პრობლემაზე საუბრობ და როდესაც ამ ყველაფრის ცოცხლად ნახვის საშუალება გეძლევა. საოკუპაციო ხაზის მონახულებამ ძალიან ძლიერი და ნეგატიური შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, ის ფაქტი რომ მავთულხლართები ე.წ. საოკუპაციო ხაზის პერიმეტრის წინ არის აღმართული სრულიად შემაშფოთებელია. ჩვენი როლია შევახსენოთ შესაბამის მხარეებს თავისუფალი გადაადგილების მნიშვნელობაზე როგორც ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტურ უფლებაზე. აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია, ამიტომ აღნიშნული რეგიონების თაობაზე ჩვენ კომუნიკაცია სწორედ საქართველოსთან გვაქვს და არა სეპარატისტებთან, რადგანაც მათ ჩვენ არალეგიტიმურად მივიჩნევთ. იმედი გვაქვს რომ ყველა მხარე აქტიურად ჩაერთვება დისკუსიაში, რაც ხელს შეუწყობს არსებული პრობლემის მოგავრებას“- განაცხადა მაიკლ გეორგ ლინკმა.


საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ODIHR-ის ხელმძღვანელმა შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან თამარ ბერუჩაშვილთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრთან სოზარ სუბართან და საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერთან მანანა კობახიძესთან. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან.

 


 

 

წყარო: " საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო “ს

 

 ოფიციალური საიტიwww.mfa.gov.ge" 


 
 
თქვენთვის საინტერესო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერს სტუმრობდნენ
ასურელი მამის, ღირსი ანტონ მარტყოფელის ( VI ს ) ხსენების დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები და აფხაზეთის მთავრობის აპარატის თანამშრომლები მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერს სტუმრობდნენ და მონასტერში მოღვაწე ბერებს, რომელთა შორის ბევრი აფხაზეთიდან დევნილია, სურსათ -სანოვაგე შესწირეს. 

მსოფლიოში ყველაზე ღრმა გამოქვაბული საქართველოშია! - უდიდესი განძი, რომელზეც ახალმა თაობამ თითქმის არაფერი იცის
კრუბერის გამოქვაბული დედამიწაზე დღემდე აღმოჩენილ გამოქვაბულთაგან ყველაზე ღრმაა. მისი სიღრმე 2190 მეტრია. იგი აფხაზეთში, არაბიკის მასივში მდებარეობს. გამოქვაბულს სახელი რუსული და საბჭოთა კარსტოლოგიის ფუძემდებლის, ალექსანდრე კრუბერის პატივსაცემად ეწოდა.

აფხაზეთის სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში 2013-2014 სასწავლო წლის აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული ტერიტორიის (გალის რაიონი) საშუალო სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ.

აფხაზეთის ათგზის ჩემპიონის, რევაზ დადიანის მემორიალური საჭადრაკო ტურნირი ჩატარდა
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ვ. ქარსელაძის სახელობის სკოლაში აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით, აფხაზეთის ა/რ განათლების, კულტრისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ვ. ქარსელაძის სახელობის სკოლის მხარდაჭერით, ჭადრაკში აფხაზეთის ათგზის ჩემპიონის - რევაზ დადიანის მემორიალური ტურნირი ჩატარდა. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს ოთხმოცამდე სპორტსმენმა, მათ შორის როგორც მოზარდებმა, ისე მოყვარულმა ვეტერანმა სპორტსმენებმა.


 
 
 
აგვისტო
2017
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15
16
17
18
19 20
21
22
23
24 25 26 27
28 29 30 31
საქართველო და მსოფლიო
ბაქოში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი დაიწყო
ბაქოში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სამუშაო ვიზიტი დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტი ადმინისტრაციიდან აცნობეს, დღეს, გიორგი მარგველაშვილი ბაქოს მე-5 გობალური ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს პრეზიდენტი ფორუმის „საერთაშორისო ურთიერთობების მომავალი“ გახსნის ცერემონიალზე 50-ზე მეტი ქვეყნის ყოფილ და მოქმედ ლიდერებს სიტყვით მიმართავს. 

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 2017 წლის საგაზაფხულო სესიას თბილისი უმასპინძლებს
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 2017 წლის საგაზაფხულო სესიას თბილისი უმასპინძლებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პაოლო ალის შეხვედრაზე აღინიშნა. 

აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, პენტაგონს რუსულ „როსობორონექსპორტთან“ თანამშრომლობა ეკრძალება
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პენტაგონის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც რუსულ „როსობორონექსპორტთან“ თანამშრომლობას კრძალავს. ამის შესახებ აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული, რომელსაც აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის ვებგვერდი აქვეყნებს.

მიხეილ ჯანელიძე - ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი ადვოკატი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე - ეს არის საბერძნეთი
ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი ადვოკატი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე - ეს არის საბერძნეთი, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ნიკოს კოძიასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ნიკოს კოძიასი - ხუმრობითაც ვთქვით - როდესაც კავკასიიდან ცეცხლს ვიპარავდით, მაშინ არც ვიზა მოუთხოვია არავის და არც სასაზღვრო კონტროლი
საქართველო საბერძნეთისთვის, ბერძენი ხალხისთვის ძალიან დიდი სიყვარულის ობიექტს წარმოადგენს, - ამის შესახებ საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს კოძიასმა ქართველ კოლეგა, მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. ნიკოს კოძიასმა ქართველ ხალხს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა მიულოცა.

აშშ-ს საელჩო - შეერთებული შტატების მოწოდებაა, გაიხსნას აფხაზეთის სასაზღვრო ზოლთან არსებული გამშვები პუნქტები
აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან არსებული ორი კონტროლირებადი გამშვები პუნქტის დახურვა კიდევ უფრო შეზღუდავს გადაადგილების თავისუფლებასა და ადგილობრივი მცხოვრებლების საარსებო წყაროს, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე ორი გადასასვლელის დახურვის გამო შეშფოთებულია
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ღრმად შეშფოთებულია აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დახუროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე განთავსებული ორი გადასასვლელი. 

საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას 28 მარტიდან შეძლებენ
ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ამ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს და ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, ეს არის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტში გუშინ გამართულ ხელმოწერას. 

დიმიტრის ავრამოპულოსი - მარტის ბოლოდან საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ, ისარგებლონ მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლით შენგენის წევრ ქვეყნებთან

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს უვიზო მიმოსვლის ამოქმედების მნიშვნელობას საქართველოს ევროპასთან დაახლოების კუთხით.

ალექსანდრე გრუშკო - თუ ნატო-ს წევრები დაინტერესებული არიან ტერორისტულ საფრთხესთან ბრძოლაში, მათ უნდა გადახედონ რუსეთთან მიმართებაში დაშინების პოლიტიკას
ნატო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელის ალექსანდრე გრუშკოს განცხადებით, ალიანსის ქვეყნებმა უნდა გადახედონ რუსეთის დაშინების პოლიტიკას, თუ მართ მართლაც სურთ ტერორიზმთან ბრძოლა. 

სტივენ ბლანკი - „გაზპრომთან" მოლაპარაკება არასდროსაა ბიზნეს გარიგება, ეს ყოველთვის პოლიტიკური გარიგებაა
„საქართველო და მისი როლი რეგიონულ უსაფრთხოებაში“, - ამ სათაურით „ამერიკის ხმა“ სტატიას აქვეყნებს, რომელიც ვაშინგტონში, „ლევან მიქელაძის სახელობის ფონდისა“ და ფონდ „მემკვიდრეობის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ეძღვნება.

სერგეი ლავროვი - როცა დავალაგებთ ურთიერთობებს რუს და ქართველ სამართალდამცავ ორგანოებს შორის, სავიზო რეჟიმის შემსუბუქებაზე საუბარი შესაძლებელი იქნება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების წინაპირობად რუს და ქართველ სამართალდამცავ ორგანოებს შორის „სრულფასოვან თანამშრომლობას“ ასახელებს.

იენს სტოლტენბერგი - საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიმართულებით
ჩვენ აღვნიშნეთ საქართველოს პროგრესი თავდაცვის რეფორმების იმპლემენტაციის კუთხით, რაც მდგრადი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა. 

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup