მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
კონფლიქტები განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები საზოგადოება
 კულტურა

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის V საანგარიშო - საარჩევნო კონფერენცია გაიმართა

2015-05-18 11:13

დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის V საანგარიშო - საარჩევნო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას საქართევლოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რეზი არველაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესის საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის წევრები, ცნობილი ფეხბურთელები: ვლადიმერ ბარქაია, ალექსანდრე ჩივაძე, სერგო ფიფია, ოთარ გაბელია, გრიგოლ ცაავა და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. კონფერენციას უძღვებოდა მერაბ დგებუაძე .
მურად ანჯაფარიძემ აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ოთხწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა და ამ წლებში ფედერაციის აღმასკომისა და აპარატის მიერ გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრა.


კონფერენციაზე მიწვეულმა დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი მეორე ვადით აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მურად ანჯაფარიძის არჩევას. ახალი აღმასკომის შემადგენლობაში არიან ვლადიმერ ბარქაია, გია გვაზავა, მერაბ დგებუაძე, კონსტანტინე კუჭუხიძე, ენვერ თოლორდავა, დიმიტრი ჯაიანი, მურმან ფარფალია, ბესო ჩიხრაძე, გიგლა ძანძავა და ალექსანდრე წულაია.
კონფერენციის ძირითადი მიზანი იყო ფედერაციებში არსებული პრობლემების განხილვა, ფინანსური სახსრების ალტერნატიული წყაროების მოძიება, ფედერაციებსა და აფხაზეთის ავტონომიურ ხელისუფლებას შორის სამომავლო მჭიდრო ურთიერთობის დამყარება, ფედერაციების მიერ სამომავლო ინიციატივების განსაზღვრა და წინადადებების წარმოდგენა.

 

წყარო:  „ აფხაზეთის  ა/რ მთავრობის ოფიციალური გვერდი“


 
 
თქვენთვის საინტერესო
ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკაში დღის სტაციონარი გაიხსნა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულმა ზუგდიდის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულთა პოლიკლინიკამ, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ენგურს გაღმა მაცხოვრებლებს, მორიგი სერვისი შესთავაზა დღის სტაციონარის სახით.

ვახტანგ ყოლბაიამ კალოუბნის ქუჩაზე, აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებაში მყოფი აფხაზეთიდან გადმოსული პაციენტები ინახულა
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავამ და აფხაზეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ქეთევან ბაკარაძემ კალაუბნის ქ. #16-ში აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სამედიცინო დაწესებულების სარეაბილიტაციო ცენტრში პაციენტები ინახულეს. 

სამეგრელოს რეგიონში დევნილთათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის 

ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროსორგანიზებით

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა 

გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების პროგრამის 

ფარგლებშიფოთსა და დარჩელში მცხოვრებ დევნილთათვის უფასო 

სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა.

აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ
ბავშვთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო კლინიკა „ენმედიცთან“ თანამშრომლობით, აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაუტარებს.


 
 
 
ივნისი
2020
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1
2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
საქართველო და მსოფლიო
ტოივო კლაარი - სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე უსაფრთხოებასა და გადასასვლელი პუნქტების დაკეტვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართა
მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე უსაფრთხოებასა და გადასასვლელი პუნქტების დაკეტვასთან დაკავშირებით,-ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მაიკ პომპეო და მარკ ესპერი ამერიკულ ბაზებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ თეთრ სახლში მივიდნენ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და თავდაცვის მინისტრი მარკ ესპერი ირანის მიერ ამერიკულ ბაზებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ თეთრ სახლში მივიდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

კელი დაგნანის განცხადებით, დღეს საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს შორის რუსეთის აგრესიული ქმედებების გარდა, არის ჩინეთის გავლენის გაძლიერება
აშშ-ს სენატი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში ამერიკის ელჩად წარდგენილმა კელი დაგნანმა საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო რუსეთის დესტრუქციული და აგრესიული ქმედებების სამიზნე აღმოჩნდა.

ნურიელ რუბინი - საქართველო მაკროეკონომიკური სტაბილურობის კარგი მაგალითია
საქართველო მაკრო და სტრუქტურული რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით სამაგალითო ქვეყანაა,- ამის შესახებ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნით პანელზე - „ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები” ფარგლებში ნიუ-იორკის სტერნის ბიზნესსკოლის ეკონომიკის პროფესორმა ნურიელ რუბინიმ განაცხადა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა ორპარტიული „საქართველოს მხრდამჭერი აქტი“, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობების თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მკაფიო დასტურია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი გახარია - პრეზიდენტ შტაინმაიერის ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და თქვენი ოფიციალური ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას განაცხადა.

ესტონეთის პრეზიდენტი - რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. ამან გამოიწვია ტალღა, რომლის შედეგიც ყირიმის ანექსია იყო, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდემ „ევროპეისკაია პრავდას განუცხადა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის
მისია აღნიშნავს ჩორჩანა-წნელისის რაიონში, ძალოვანი უწყებების არსებით, უწყვეტ წარმომადგენლობას. რამდენიმე ახალი პოზიციის მოწყობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია, ზრდის მათი მოულოდნელი შეხვედრის ალბათობას და წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეხება.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რუსულ ოკუპაციაზე - გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია
გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა ხურვალეთში განუცხადა.

ევროპისა და ამერიკის ქვეყნები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ერთობლივი განცხადებით გმობენ
ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ერთობლივი განცხადებით დაგმეს და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup