მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები
განათლება და მეცნიერება
დღეს ტექნოპარკს NASA-ს წარმომადგენლები ესტუმრებიან
დღეს ტექნოპარკს NASA - ს წარმომადგენლები ესტუმრებიან. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიება ”ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში იმართება, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი გახსნიან. 

ვ. არქანიას არტ-გალერეაში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა დღეს“
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვ. არქანიას არტ-გალერეაში სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა დღეს“. 

ნორჩ მხატვართა რესპუბლიკურ გამოფენა-კონკურსზე აფხაზეთის შემოქმედი ბავშვებიც გამოირჩნენ
ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში ნორჩ მხატვართა რესპუბლიკური გამოფენა-კონკურსი ,,ჩვენი ლამაზი ქვეყანა“ გაიმართა. გამოფენა გაზაფხულის მოახლოებას მიეძღვნა და მასში ასევე მონაწილეობდნენ აფხაზეთის შემოქმედ ბავშვთა და ახალგაზრდობის კავშირის „მომავლის ხმა“ წევრებიც, რომელთა ნამუშევრებმაც საყოველთაო მოწონება და სპეციალური ჟიურის მაღალი შეფასება დაიმსახურეს. 

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო აცხადებს ფოტოკონკურსს - „აფხაზეთის ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები“
ოკუპირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები მძიმე მდგომარეობაშია. არსებობს რეალური საფრთხე, რომ მათი დიდი ნაწილი რესტავრირების პერსპექტივის გარეშე განადგურდეს, 

დევნილის სტატუსის მქონე აბიტურიენტებისათვის
 

დევნილის სტატუსის მქონე აბიტურიენტები ნებულა • Nebula ვებ-გვერდზე www.nebula.ge საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ ონლაინ საგანმანათლებლო კურსებს უფასოდ გაივლიან.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განცხადება ქ. ნიუ-იორკში გამართულ 45-ე საერთაშორისო ნუმიზმატიკურ კონფერენცია-გამოფენაში, აფხაზეთის ე.წ. ეროვნული ბანკის, მონაწილეობის თაობაზე
წლეულს, 11-14 იანვარს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქ. ნიუ-იორკში გაიმართა 45-ე საერთაშორისო ნუმიზმატიკური კონფერენცია-გამოფენა. ინფორმაციისთვის, საერთაშორისო ნუმიზმატიკური კვირეული ჩრდილოეთ ამერიკაში უმსხვილესი ნუმიზმატიკური გამოფენაა, რომელსაც ნახევარსაუკუნოვანი ისტორია აქვს. მას ათულ ათასობით ადამიანი სტუმრობს. გამოფენაში მონაწილეობენ აშშ-ს, ევროპისა და აზიის წამყვანი დილერები.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო დისკუსია გაიმართა
შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, ფილოსოფიის დოქტორი ზურაბ ჯიბლაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები, კონფლიქტოლოგები და სტუდენტები.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება გაგრძელდება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება გაგრძელდება. შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობამ გამოსცა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და კოლეჯ „სპექტრს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრის" დირექტორმა როინ (მათე) ტაკიძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

 
 
ოქტომბერი
2017
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
       1
2 3 4
5
6 7 8
9
10 11 12
13
14 15
16
17
18
19
20
21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
საქართველო და მსოფლიო
ჰერბერტ მაკმასტერი - ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთთან კონფლიქტის არიდება საჭიროა, თუმცა აშშ ახლო აღმოსავლეთში და უკრაინაში მოსკოვის გავლენას უნდა დაუპირისპირდეს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთთან კონფლიქტის არიდებაა საჭირო, თუმცა აშშ ახლო აღმოსავლეთში და უკრაინაში რუსეთის გავლენას უნდა დაუპირისპირდეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჰერბერტ მაკმასტერმა განაცხადა. 

იან კელი - მიმდინარეობს მოკვლევა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს საქართველო-ამერიკის სავაჭრო ურთიერთობების გასაღრმავებლად
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოკვლევა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს საქართველო-ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გასაღრმავებლად, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ამერიკის ეჩმა იან კელიმ განუცხადა. მისივე თქმით, ამერიკის სავაჭრო მისიის წარმომადგენლები სწავლობენ მიმართულებებს და გზებს, თუ როგორ უნდა გაფართოვდეს ვაჭრობა.

თეთრი სახლი - აშშ-ის ტერიტორიაზე რუსეთის სამი დიპლომატიური ობიექტის დახურვის გადაწყვეტილება პირადად დონალდ ტრამპმა მიიღო
აშშ-ის ტერიტორიაზე რუსეთის სამი დიპლომატიური ობიექტის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება პირადად პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, სარა სანდერსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

ამერიკამ რუსეთს სან-ფრანცისკოში, ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში დიპლომატიური დაწესებულებების დახურვა მოსთხოვა
აშშ რუსეთს სან-ფრანცისკოში საკუთარი საკონსულოს, ასევე ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში საკონსულო ობიექტების დახურვას სთხოვს. „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში კრემლის გადაწყვეტილების საპასუხოდ განაცხადეს. როგორც ცნობილია, მოსკოვმა აშშ-ს რუსეთში დიპლომატიური მისიის შემცირება მოსთხოვა. 

ბაქოში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი დაიწყო
ბაქოში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სამუშაო ვიზიტი დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტი ადმინისტრაციიდან აცნობეს, დღეს, გიორგი მარგველაშვილი ბაქოს მე-5 გობალური ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს პრეზიდენტი ფორუმის „საერთაშორისო ურთიერთობების მომავალი“ გახსნის ცერემონიალზე 50-ზე მეტი ქვეყნის ყოფილ და მოქმედ ლიდერებს სიტყვით მიმართავს. 

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 2017 წლის საგაზაფხულო სესიას თბილისი უმასპინძლებს
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 2017 წლის საგაზაფხულო სესიას თბილისი უმასპინძლებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პაოლო ალის შეხვედრაზე აღინიშნა. 

აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, პენტაგონს რუსულ „როსობორონექსპორტთან“ თანამშრომლობა ეკრძალება
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პენტაგონის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც რუსულ „როსობორონექსპორტთან“ თანამშრომლობას კრძალავს. ამის შესახებ აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული, რომელსაც აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის ვებგვერდი აქვეყნებს.

მიხეილ ჯანელიძე - ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი ადვოკატი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე - ეს არის საბერძნეთი
ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი ადვოკატი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე - ეს არის საბერძნეთი, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ნიკოს კოძიასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ნიკოს კოძიასი - ხუმრობითაც ვთქვით - როდესაც კავკასიიდან ცეცხლს ვიპარავდით, მაშინ არც ვიზა მოუთხოვია არავის და არც სასაზღვრო კონტროლი
საქართველო საბერძნეთისთვის, ბერძენი ხალხისთვის ძალიან დიდი სიყვარულის ობიექტს წარმოადგენს, - ამის შესახებ საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს კოძიასმა ქართველ კოლეგა, მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. ნიკოს კოძიასმა ქართველ ხალხს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა მიულოცა.

აშშ-ს საელჩო - შეერთებული შტატების მოწოდებაა, გაიხსნას აფხაზეთის სასაზღვრო ზოლთან არსებული გამშვები პუნქტები
აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან არსებული ორი კონტროლირებადი გამშვები პუნქტის დახურვა კიდევ უფრო შეზღუდავს გადაადგილების თავისუფლებასა და ადგილობრივი მცხოვრებლების საარსებო წყაროს, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup