მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები
ახალი თაობა
აფხაზურენოვანი სპექტაკლი - აფხაზეთის №2 საჯარო სკოლაში
აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, აფხაზური ენის ინტეგრირებული გაკვეთილის შემდეგ, აფხაზურ ენაზე დადგმული მინი-სპექტაკლიც „ყელში მობჯენილი მონატრება“... წარმოადგინეს. სპექტაკლში აფხაზებისა და ქართველების მეგობრული და სიყვარულით სავსე თანაცხოვრება,

ვახტანგ ყოლბაიამ დევნილ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. ვახტანგ ყოლბაია ქალაქ ჯვარში ომის ვეტერან ელდარ უბილავას ოჯახს ესტუმრა და 9 წლის შშმ გოგონას საჩუქრად ეტლი და ტკბილეული გადასცა.

გაიმართა აფხაზეთის ღია პირველობა მინი-ფეხბურთში
2016 წლის 23-25 სექტემბერს ქ. ზუგდიდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, ჩატარდა აფხაზეთის ღია პირველობა მინი-ფეხბურთში.

საერთაშორისო პროგრამა „სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების“ ფარგლებში დევნილ ბავშვებს საფეხბურთო ეკიპირება გადაეცათ
აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მურად ანჯაფარიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიას დევნილი ბავშვებისთვის განკუთვნილი საფეხბურთო ეკიპირება გადასცა.

აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი მოზარდები ატენის ხეობაში კულტურულ-საგანმანათლებლო საველე ბანაკში გაემგზავრნენ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის ორგანიზებით, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან  დევნილი მოზარდები ატენის  კულტურულ-საგანმანათლებლო საველე ბანაკში გაემგზავრნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით სოციალურად დაუცველ დევნილ ბავშვებს „GINO-Paradise“ -მა უმასპინძლა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, „GINO-Paradise"-მა აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ ბავშვებს უმასპინძლა. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში აკვა-პარკს კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი 60 მოზარდი სტუმრობდა.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროექტის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი 30 მოსწავლე ქობულეთში ისვენებს
2016 წლის 30 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროექტის ,,საზაფხულო ბანაკის“ ფარგლებში, აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული ტერიტორიის სკოლების 30 მოსწავლე ქობულეთში გაემგზავრა დასასვენებლად. 

აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების საყურადღებოდ!
USAID-ის პროექტმა „ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმების და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერა საქართველოში“ ( YES-Georgia) რომელიც ხორციელდება ფონდი „კრისტალის“ და PH International-ის მიერ USAID-ის პროექტთან „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) თანამშრომლობით, დაიწყო ახალი ინოვაციური პროექტი. პოექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების დასაქმებას სტაჟირების პროგრამების გავლით.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდებმა დეკორატიული მცენარეების სანერგე გარდენია დაათვალიერეს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის ორგანიზებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 20 მოზარდი დეკორატიული მცენარეების სანერგე გარდენიას ეწვია.

ზუგდიდსა და ბათუმში აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლე-ახალგაზრდობის ყოველწლიური სპორტული თამაშები ჩატარდა
აფხაზეთის რეგიონალური ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაფინანსებით, აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტული თამაშების ჩატარება ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. თამაშები საქართველოს რეგიონებში ტარდება, ფინალური ტურნირები კი თბილისში და გამარჯვებული სკოლები აქ ჩამოდიან.

 
 
თებერვალი
2018
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   
1
2
3 4
5
6
7
8
9
10 11
12
13
14
15
16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28
საქართველო და მსოფლიო
უკრაინის ელჩი რუსეთის მიმართ სანქციებზე - საქართველო და უკრაინა რუსეთის აგრესიისგან ყველაზე მეტად დაზარალდნენ, ამიტომ ჩვენ ერთობლივი მოქმედებების გზების მოძებნას შევეცდებით
საქართველო და უკრაინა ყველაზე მეტად დაზარალდნენ რუსეთის აგრესიისგან, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ჩვენ ერთობლივი მოქმედებების გზების მოძებნას შევეცდებით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იგორ დოლგოვმა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმის განახლებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის შეთავაზების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა. 

კონგრესმენი დევიდ პრაისი - საქართველო საერთაშორისო დონეზე მოწინავე როლს ასრულებს
ჩვენ არასოდეს გვქონია იმაზე ნაყოფიერი ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან, ვიდრე ეს საქართველოსთან გვაქვს, - ამის შესახებ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატასთან არსებული კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარემ, დევიდ პრაისმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საპატივცემულოდ გამართულ მიღებაზე განაცხადა. 

კონგრესმენი ტედ პო - საქართველო ყველაზე ძლიერი დემოკრატიული ქვეყანაა რეგიონში
საქართველო იყო და არის ყველაზე ძლიერი დემოკრატია რეგიონში და პუტინს სწამს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს დაამარცხებს, მოერევა დანარჩენ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებსაც, - ამის შესახებ აშშ-ს კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ, ტედ პომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საპატივცემულოდ გამართულ მიღებაზე განაცხადა. 

ფედერიკა მოგერინი გიორგი კვირიკაშვილს - ჩვენმა მეგობრობამ ბევრი კარგი შედეგები გამოიღო
ჩვენი ურთიერთობები შესანიშნავია და ჩვენი პარტნიორობა ძალიან კარგად მუშაობს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი - 20 წელი ვაკვირდები საქართველოს და საბოლოო ჯამში, ქართველები ყოველთვის იმას აკეთებენ, რაც საჭიროა
ბოლო 20 წელი ვაკვირდები საქართველოს და საბოლოო ჯამში, ქართველები ყოველთვის იმას აკეთებენ, რაც საჭიროა, - ასე აფასებს საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი კენეტ იალოვიცი საქართველოში არსებულ ვითარებას.

კენეტ იალოვიცი - შეიძლება ამერიკელები ისე პირდაპირ ჩართულები არ იყვნენ საქართველოსთან, როგორც თბილისი ისურვებდა, მაგრამ ჩვენ ძალიან ძლიერი პარტნიორობა გვაქვს
საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, კენეტ იალოვიცის შეფასებით, შეიძლება ამერიკელები ისე პირდაპირ ჩართულები არ იყვნენ საქართველოსთან, როგორც ამას თბილისი ისურვებდა, თუმცა ”ჩვენ ძალიან ძლიერი პარტნიორობა გვაქვს”.

მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები - საქართველო იმსახურებს პროგრესის აღიარებას
ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვან და თანმიმდევრულ პროგრესს მიაღწია ევროპის საბჭოს მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით და ეს ყველაფერი გაკეთდა ევროპის საბჭოსთან ბრწყინვალე თანამშრომლობით. საქართველო იმსახურებს ამ პროგრესის აღიარებას,- ამის შესახებ ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის საინფორმაციო ბარათშია ნათქვამი. 

VEON-ის ხელმძღვანელი ჟან-ივ შარლიე - ჩვენთვის, როგორც ინდუსტრიული მოთამაშეებისთვის, ძალიან დიდი სტიმულია საქართველოში მიმდინარე რეფორმები
ჩვენთვის, როგორც ინდუსტრიული მოთამაშეებისთვის, ძალიან დიდი სტიმულია საქართველოში მიმდინარე რეფორმები, ასევე, პრემიერ-მინისტრისა და მისი მთავრობის მიერ ბოლო წლებში გატარებული რეფორმების ხარისხი, - ამის შესახებ მსხვილი კომპანია VEON-ის ხელმძღვანელმა ჟან-ივ შარლიემ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე - Strategic outlook: Eurasia განაცხადა.

საჯად კარიმი - მოხარული ვართ, რომ ჩვენს მაგიდებზე სულ უფრო ხშირად ვხედავთ ქართულ თხილს, კაკალს, კივის, ნიორს, მოცვს, ღვინოს
ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტში ევროკავშირის სამი ასოცირებული პარტნიორის - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მიერ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხებზე განხილვა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

ანდრეს მამიკინსი - ევროკავშირი უნდა დაეხმაროს საქართველოს თავისი სოციალური სტანდარტების გაუმჯობესებაში, ჩვენ ახალი პერსპექტივა უნდა მივცეთ ქართველ ხალხს
ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტში ევროკავშირის სამი ასოცირებული პარტნიორის - საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის მიერ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხებზე განხილვა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

საქართველო-უზბეკეთს შორის შესაძლოა პირდაპირი ფრენები დაინიშნოს
საქართველო-უზბეკეთს შორის შესაძლოა პირდაპირი ფრენები დაინიშნოს, - აღნიშნული საკითხი გუშინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, აბდულა არიპოვმა ტაშკენტში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. 

უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს შესთავაზა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმში ჩაერთოს
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს შესთავაზა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმში ჩაერთოს, - ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომელიც პეტრო პოროშენკოსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შორის გამართულ შეხვედრას ეხება.

დღეს ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე საქართველოსა და უკრაინის საკითხებს განიხილავენ
დღეს ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე საქართველოსა და უკრაინის საკითხებს განიხილავენ. საუბარი შეეხება ორი ქვეყნის, როგორც ნატო-ს პარტნიორების პროგრესს თავდაცვის რეფორმირების სფეროში, ასევე მიმოიხილავენ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რეგიონში არსებულ ვითარებას. საქართველოსთან დაკავშირებით განიხილება „ნატო-საქართველოს არსებით პაკეტთან“ დაკავშირებული საკითხები.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup