მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები
საზოგადოება > პოლიტიკა
ქეთევან ციხელაშვილი - რაც ახალგორში ხდება, ამცირებს მოსწავლეების მოტივაციას და შესაძლებლობებს, სრულფასოვანი განათლება მიიღონ, დაცარიელებულ ახალგორში, რომელიც სრულ იზოლაციაშია
ის, რაც ხდება ახალგორში, კიდევ მეტად ამცირებს მოსწავლეების მოტივაციას და შესაძლებლობებს, რომ სრულფასოვანი განათლება მიიღონ, ისედაც დაცარიელებულ ახალგორში, რომელიც დღეს არის სრულ იზოლაციაში, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

ქეთევან ციხელაშვილი - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი უფრო და უფრო იზოლირებული და გასამხედროებული ხდება, რუსეთის სამხედრო პერსონალის რაოდენობა 10 000-მდეა გაზრდილი
ყოველწლიურად 130 სამხედრო წვრთნის ჩატარებამ ოკუპირებული ტერიტორიები და განსაკუთრებით სამხრეთ ოსეთი დიდ სამხედრო ბაზად აქცია, - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სოფელ გუგუტიანთკართან, სადაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გუშინ უკანონო ინსტალაციები აღმართეს, დღეს ე. წ. მესაზღვრეები აღარ გამოჩენილან
სოფელ გუგუტიანთკართან, იმ ტერიტორიაზე, სადაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გუშინ უკანონო ინსტალაციები აღმართეს, დღეს ე. წ. მესაზღვრეები აღარ გამოჩენილან.

ქეთევან ციხელაშვილი - მთავარი გამოწვევა, რომელიც დღეს საქართველოს აქვს, განგრძობითი ოკუპაცია და გადაუჭრელი კონფლიქტია
 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საერთაშორისო კონფერენციაზე "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი" სიტყვით გამოვიდა. როგორც სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, ქეთევან ციხელაშვილმა სიტყვით გამოსვლისას რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობაზე, ახალგორის მიმართულებით ჩაკეტილი ე.წ. გამშვები პუნქტზე და ამით გამოწვეულ ჰუმანიტარული კრიზისზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარებაზე, გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრები ადამიანების გამოწვევებსა და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე.

ქეთევან ციხელაშვილი „უშიშროების კომიტეტის“ განცხადებაზე - ეს არის დეზინფორმაცია
ცხადია ეს არის დეზინფორმაცია, იმიტომ რომ ქართული მხრიდან არანაირ მოქმედებებს ადგილი არ აქვს, - ასე უპასუხა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „ქართული უსაფრთხოების ძალები საზღვართან ფართომასშტაბიან პროვოკაციას ამზადებენ“.

ქეთევან ციხელაშვილი - ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში ჩვენ არამხოლოდ პრობლემებს ვაჟღერებთ, არამედ ვეძებთ გამოსავალს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო 

მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებითჟენევის მოლაპარაკებების

 მიმდინარე რაუნდშირომელიც ხვალ გაიმართებაქართული მხარე 

კონსტრუქციულადაა ჩართული.

მავთულხლართების მიღმა მცხოვრები დათა ვანიშვილი მედლინ მუნს - 88 წელი საქართველოში მიცხოვრია და ახლა მეუბნებიან, საქართველოში არ ხარო - იქნებ, რამის გაკეთება შეძლოთ
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მედლინ მუნი გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ხურვალეთში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან იმყოფებოდა, სადაც არსებულ ვითარებას გაეცნო და მავთულხლართების მიღმა მცხოვრებ 88 წლის დათა ვანიშვილს გაესაუბრა.

 
 
მაისი
2020
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     1 2
3
4
5
6
7 8
9
10
11
12
13
14
15 16 17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27 28 29 30 31
საქართველო და მსოფლიო
ტოივო კლაარი - სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე უსაფრთხოებასა და გადასასვლელი პუნქტების დაკეტვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართა
მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე უსაფრთხოებასა და გადასასვლელი პუნქტების დაკეტვასთან დაკავშირებით,-ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მაიკ პომპეო და მარკ ესპერი ამერიკულ ბაზებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ თეთრ სახლში მივიდნენ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და თავდაცვის მინისტრი მარკ ესპერი ირანის მიერ ამერიკულ ბაზებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ თეთრ სახლში მივიდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

კელი დაგნანის განცხადებით, დღეს საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს შორის რუსეთის აგრესიული ქმედებების გარდა, არის ჩინეთის გავლენის გაძლიერება
აშშ-ს სენატი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში ამერიკის ელჩად წარდგენილმა კელი დაგნანმა საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო რუსეთის დესტრუქციული და აგრესიული ქმედებების სამიზნე აღმოჩნდა.

ნურიელ რუბინი - საქართველო მაკროეკონომიკური სტაბილურობის კარგი მაგალითია
საქართველო მაკრო და სტრუქტურული რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით სამაგალითო ქვეყანაა,- ამის შესახებ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნით პანელზე - „ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები” ფარგლებში ნიუ-იორკის სტერნის ბიზნესსკოლის ეკონომიკის პროფესორმა ნურიელ რუბინიმ განაცხადა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა ორპარტიული „საქართველოს მხრდამჭერი აქტი“, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობების თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მკაფიო დასტურია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი გახარია - პრეზიდენტ შტაინმაიერის ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და თქვენი ოფიციალური ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას განაცხადა.

ესტონეთის პრეზიდენტი - რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. ამან გამოიწვია ტალღა, რომლის შედეგიც ყირიმის ანექსია იყო, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდემ „ევროპეისკაია პრავდას განუცხადა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის
მისია აღნიშნავს ჩორჩანა-წნელისის რაიონში, ძალოვანი უწყებების არსებით, უწყვეტ წარმომადგენლობას. რამდენიმე ახალი პოზიციის მოწყობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია, ზრდის მათი მოულოდნელი შეხვედრის ალბათობას და წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეხება.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რუსულ ოკუპაციაზე - გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია
გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა ხურვალეთში განუცხადა.

ევროპისა და ამერიკის ქვეყნები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ერთობლივი განცხადებით გმობენ
ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ერთობლივი განცხადებით დაგმეს და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup