მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები
ეკონომიკა
The Banker-მა ევროპის 2014 წლის საუკეთესო ცენტრალური ბანკის მმართველად გიორგი ქადაგიძე დაასახელა
მსოფლიოს წამყვანმა ბრიტანულმა ფინანსურმა ჟურნალმა The Banker, რომელსაც Financial Times Group ფლობს, ევროპის 2014 წლის საუკეთესო ცენტრალური ბანკის მმართველად საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დაასახელა.

მსოფლიო
ს ერთ-ერთი ავტორიტეტული გამოცემა, ყოველწლიურად იკვლევს და ავლენს წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებს და საუკეთესო ბანკირებს 149  ქვეყანაში. გამარჯვებულთა შეფასება წინა წლის მონაცემზე დაყრდნობით ხდება. The Banker-ის ყოველწლიური დაჯილდოება ავლენს იმ ხელმძღვანელ პირებს, რომლებმაც თავიანთი ქვეყნის ეკონომიკის ზრდის სტიმულირებას და სტაბილიზაციას საუკეთესოდ გაართვეს თავი.

ევროს კურსი დაეცა
ევროს კურსმა დოლართან მიმართებაში 9 წლის შემდეგ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. 
”ბიბისის” ინფორმაციით, ევროს კურსი 1,2%-ით დაეცა და 1,1864 დოლარი შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2006 წლის მარტის შემდეგ. ინვესტორთა განაცხადებით, არ არის გამორიცხული, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა რიგი წამახალისებელი ნაბიჯები გადადგას. 

ღვინის მუზეუმის დაარსების საკითხზე მთავრობის ადმინისტრაციაში იმსჯელეს
საქართველოში ღვინის მუზეუმის დაარსების შესახებ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. 

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში თბილისს ღვინის კულტურის ცივილიზაციის ფონდის დამფუძნებელი სანტიაგო ვივანკო ეწვია. მსოფლიოში ცნობილი ვივანკოს დინასტიის წარმომადგენელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მუზეუმის იდეასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნო.

რეკორდული ზრდა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე
ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე რეკორდული ზრდა დაფიქსირდა - ხუთშაბათს Dow Jones-ის სამეწარმეო ინდექსი 400 პუნქტზე მეტად გაიზარდა, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია. 

”ბიბისის” ინფორმაციით, აქციებზე ფასებმა ზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელმა ჯანეტ იელენმა ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების შესახებ განცხადება გააკეთა. ჯანეტ იელენმა ასევე აღნიშნა, რომ საპროცენტო განაკვეთის ზრდის აუცილებლობას ვერ ხედავდა. 

ევროკავშირის საბჭოს მიერ ყირიმისთვის დაწესებული სანქციები დღეიდან ამოქმედდება
ევროკავშირის საბჭომ ყირიმის წინააღმდეგ სანქციების შემოღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. 

"უნიანის" ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულია წერილობითი პროცედურით. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესმდივანმა მაია კოსიანჩიჩმა განაცხადა.

საქართველოს მთავრობა ჩილესთან და გვატემალასთან უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს
საქართველოს მთავრობა ჩილესთან და გვატემალასთან უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს. 

"საქართველოს მთავრობასა და გვატემალას რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ" შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით, ნოტების გაცვლის გზით, მოლაპარაკების გამართვის თაობაზე განკარგულება პრემიერ-მინისტრმა გამოსცა. 

საპარტნიორო ფონდსა და K Water-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა
საპარტნიორო ფონდსა და კორეულ კომპანია K Water-ს შორის, 280 მგვტ-იანი ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის ასაშენებლად, ერთობლივი განვითარების ხელშეკრულება გაფორმდა. 

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, ხელშეკრულება ითვალისწინებს საპარტნიორო ფონდსა და K Water-ის მიერ პროექტის განვითარებას და შემდგომ - უშუალოდ მშენებლობას. "პროექტის განსახორციელებლად ფონდმა რამდენიმე თვე დაუღალავად იმუშავა: მომზადდა გენერალური პროექტი, გაკეთდა სადგურამდე მისასვლელი გზა. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ჰიროელექტროსადგურის მშენებლობა არ იწვევს იმ სტანდარტულ პრობლემებს, როგორიც არის მოსახლეობის გასახლება ან ეკოლოგიასთან დაკავშირებული საკითხები", - განაცხადა ხელმოწერის ცერემონიაზე ირაკლი კოვზანაძემ. 

ვლადისლავ სურკოვი: რუსეთი მზად არის, მხარი დაუჭიროს სამხრეთ ოსეთს ინვესტიციების მიზიდვაში
რუსეთი მზად არის, მხარი დაუჭიროს სამხრეთ ოსეთს ინვესტიციების მიზიდვაში. 

ამის შესახებ ცხინვალში მყოფმა რუსეთის პრეზიდენტის თანამშემწემ, ვლადისლავ სურკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსი ინვესტორების მიზიდვაში ძირითადი როლი თავად სამხრეთ ოსეთმა უნდა ითამაშოს.

თურქეთში ქართველი ვიზიტორების რაოდენობა შემცირდა
ნოემბერში საქართველოდან თურქეთში ჩასული ვიზიტორების რაოდენობამ 130 305 შეადგინა.

თურქეთის ტურიზმის სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში საქართველოდან ჩასული ვიზიტორების რაოდენობამ 130 305 შეადგინა, რაც 0,85 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ამავე თვის მონაცემებთან.

 
 
აპრილი
2018
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21 22
23
24 25 26 27 28 29
30
საქართველო და მსოფლიო
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე - შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც
შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც, -ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ პაოლო ალიმ განაცხადა.

პასკალ მენიე - საქართველოში ინვესტირებით არაერთი ფრანგული კომპანიაა დაინტერესებული
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საფრანგეთის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს საქართველოში პასკალ მენიეს და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს სამხრეთ კავკასიაში გაელ ასაიჯის შეხვდა.

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი - პირველად ვარ თქვენს ქვეყანაში, როდესაც ვიზალიბერალიზაცია არის არა მოთხოვნა, არამედ რეალობა
პირველად ვარ თქვენს ქვეყანაში, როდესაც ვიზალიბერალიზაცია არის არა მოთხოვნა, არამედ რეალობა, - ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ასელბორნმა განაცხადა.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მონიტორინგის მიზნით შესაღწევად ძალისხმევას გააგრძელებს
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარს ზეიდ რაად ალ-ჰუსეინს შეხვდა. 

კერსტინ ლუნდგრენი და ტიტუს კორლატეანი - მოვუწოდებთ სეპარატისტ ხელისუფლებას და რუსეთის ფედერაციას, გამოიძიონ და გაასამართლონ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი პირები
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს საკითხების მონიტორინგის თანამომხსენებლები კერსტინ ლუნდგრენი (შვედეთი) და ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) ცხინვალში დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დატყვევებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ და მოხდარ ფაქტს გმობენ.

აშშ-ის საელჩო - ვუსამძიმრებთ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს და მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, სრული ინფორმაცია მიაწოდონ საქართველოს მთავრობას ამ ტრაგიკული შემთხვევის გარემოებების შესახებ
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - შთამბეჭდავია საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები და წარმატება, რომელსაც მიაღწიეთ
შთამბეჭდავია თქვენს მიერ განხორციელებული რეფორმები და წარმატება, რომელსაც მიაღწიეთ, - ამის შესახებ დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდერს სამუელსენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. 

უკრაინის ელჩი რუსეთის მიმართ სანქციებზე - საქართველო და უკრაინა რუსეთის აგრესიისგან ყველაზე მეტად დაზარალდნენ, ამიტომ ჩვენ ერთობლივი მოქმედებების გზების მოძებნას შევეცდებით
საქართველო და უკრაინა ყველაზე მეტად დაზარალდნენ რუსეთის აგრესიისგან, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ჩვენ ერთობლივი მოქმედებების გზების მოძებნას შევეცდებით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იგორ დოლგოვმა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმის განახლებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის შეთავაზების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა. 

კონგრესმენი დევიდ პრაისი - საქართველო საერთაშორისო დონეზე მოწინავე როლს ასრულებს
ჩვენ არასოდეს გვქონია იმაზე ნაყოფიერი ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან, ვიდრე ეს საქართველოსთან გვაქვს, - ამის შესახებ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატასთან არსებული კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარემ, დევიდ პრაისმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საპატივცემულოდ გამართულ მიღებაზე განაცხადა. 

კონგრესმენი ტედ პო - საქართველო ყველაზე ძლიერი დემოკრატიული ქვეყანაა რეგიონში
საქართველო იყო და არის ყველაზე ძლიერი დემოკრატია რეგიონში და პუტინს სწამს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს დაამარცხებს, მოერევა დანარჩენ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებსაც, - ამის შესახებ აშშ-ს კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ, ტედ პომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საპატივცემულოდ გამართულ მიღებაზე განაცხადა. 

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup