მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები
ეკონომიკა
ევროკავშირის საბჭოს მიერ ყირიმისთვის დაწესებული სანქციები დღეიდან ამოქმედდება
ევროკავშირის საბჭომ ყირიმის წინააღმდეგ სანქციების შემოღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. 

"უნიანის" ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულია წერილობითი პროცედურით. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესმდივანმა მაია კოსიანჩიჩმა განაცხადა.

საქართველოს მთავრობა ჩილესთან და გვატემალასთან უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს
საქართველოს მთავრობა ჩილესთან და გვატემალასთან უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს. 

"საქართველოს მთავრობასა და გვატემალას რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ" შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით, ნოტების გაცვლის გზით, მოლაპარაკების გამართვის თაობაზე განკარგულება პრემიერ-მინისტრმა გამოსცა. 

საპარტნიორო ფონდსა და K Water-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა
საპარტნიორო ფონდსა და კორეულ კომპანია K Water-ს შორის, 280 მგვტ-იანი ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის ასაშენებლად, ერთობლივი განვითარების ხელშეკრულება გაფორმდა. 

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, ხელშეკრულება ითვალისწინებს საპარტნიორო ფონდსა და K Water-ის მიერ პროექტის განვითარებას და შემდგომ - უშუალოდ მშენებლობას. "პროექტის განსახორციელებლად ფონდმა რამდენიმე თვე დაუღალავად იმუშავა: მომზადდა გენერალური პროექტი, გაკეთდა სადგურამდე მისასვლელი გზა. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ჰიროელექტროსადგურის მშენებლობა არ იწვევს იმ სტანდარტულ პრობლემებს, როგორიც არის მოსახლეობის გასახლება ან ეკოლოგიასთან დაკავშირებული საკითხები", - განაცხადა ხელმოწერის ცერემონიაზე ირაკლი კოვზანაძემ. 

ვლადისლავ სურკოვი: რუსეთი მზად არის, მხარი დაუჭიროს სამხრეთ ოსეთს ინვესტიციების მიზიდვაში
რუსეთი მზად არის, მხარი დაუჭიროს სამხრეთ ოსეთს ინვესტიციების მიზიდვაში. 

ამის შესახებ ცხინვალში მყოფმა რუსეთის პრეზიდენტის თანამშემწემ, ვლადისლავ სურკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსი ინვესტორების მიზიდვაში ძირითადი როლი თავად სამხრეთ ოსეთმა უნდა ითამაშოს.

თურქეთში ქართველი ვიზიტორების რაოდენობა შემცირდა
ნოემბერში საქართველოდან თურქეთში ჩასული ვიზიტორების რაოდენობამ 130 305 შეადგინა.

თურქეთის ტურიზმის სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში საქართველოდან ჩასული ვიზიტორების რაოდენობამ 130 305 შეადგინა, რაც 0,85 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ამავე თვის მონაცემებთან.

სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავომაგისტრალის მე-4 ლოტის მშენებლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ ჩინურ სამშენებლო კომპანია China Railway 23rd-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა. 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვაჟა ფანჩულიძემ და ჩინური კომპანიის დირექტორმა ქსიუ მინგქსინმა მოაწერეს ხელი.

ზურაბ ჯაფარიძე: ქვეყანაში ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია
საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ქვეყანაში ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია. 

როგორც ჯაფარიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, წლევანდელი ბიუჯეტი მნიშვნელოვნად არის გარღვეული. ,,შევეცდები სიცრუის გარკვეული ნაკადი გადმოვცე. ამ ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია სახელმწიფო სტრუქტურების ვებ-გვერდებზეც. 

საქართველოში წელს ღვინის ექსპორტის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
ბოლო 20 წლის მანძილზე საქართველოში ღვინის ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ღვინის ექსპორტის მაჩვენებლებმა ემბარგომდე არსებულ სტატისტიკურ მაჩვენებლებს გადააჭარბა. კერძოდ, 2014 წლის 15 დეკემბრის მონაცემებით, ექსპორტირებულია 59 მლნ ბოთლი, რომელიც თანხაში არის 183 მლნ აშშ დოლარი.

 
 
სექტემბერი
2019
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
       1
2
3
4
5
6
7 8
9
10
11
12
13
14 15
16
17
18
19
20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
საქართველო და მსოფლიო
ესტონეთის პრეზიდენტი - რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. ამან გამოიწვია ტალღა, რომლის შედეგიც ყირიმის ანექსია იყო, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდემ „ევროპეისკაია პრავდას განუცხადა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის
მისია აღნიშნავს ჩორჩანა-წნელისის რაიონში, ძალოვანი უწყებების არსებით, უწყვეტ წარმომადგენლობას. რამდენიმე ახალი პოზიციის მოწყობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია, ზრდის მათი მოულოდნელი შეხვედრის ალბათობას და წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეხება.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რუსულ ოკუპაციაზე - გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია
გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა ხურვალეთში განუცხადა.

ევროპისა და ამერიკის ქვეყნები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ერთობლივი განცხადებით გმობენ
ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ერთობლივი განცხადებით დაგმეს და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთისგან საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის დაუყოვნებელ შეწყვეტას მოითხოვს
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე "ბორდერიზაციის" პროცესზე შეერთებული შტატების პოზიცია დააფიქსირა.

ევროპარლამენტის წევრი გუგუტიანთკარზე - ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ძლიერი განცხადება, რადგან რუსეთი ამოწმებს იმას, რამდენად შორს შეუძლია წასვლა
ეს არის ოკუპაციის უპრეცედენტო აქტი. ამის შესახებ აუცილებლად ვისაუბრებ ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტებში“, - ამის შესახებ ევროკავშირის პარლამენტის წევრმა მარკტ გრეგოროვამ ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში განუცხადა.

ესტონეთის ელჩი გუგუტიანთკარში ვითარებაზე - რასაც აქ ვხედავთ, ღრმა შეშფოთებას იწვევს არა მხოლოდ პოლიტიკური ან სამხედრო შედეგების, არამედ ჰუმანიტარული თვალსაზრისით
მიმაჩნია, რომ საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა სასარგებლო იქნება, - ამის შესახებ ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კაი კაარელსონმა ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზთან განუცხადა.

საგარეო უწყება - ICAO-ში საქართველოს წარმომადგენელს დაუდასტურეს, რომ ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს
ICAO-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, რომ ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

დეიმონ უილსონი - ქართველებმა იბრძოლეს, რომ თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და არა მათმა მეზობლებმა
ერთადერთი გზა იმის, რომ საქართველომ მისი სუვერენიტეტი დაიცვას, მზარდი და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების აშენებაა, - ამის შესახებ „ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ უილსონმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup