მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები
საზოგადოება > პოლიტიკა
ვახტანგ ყოლბაია ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ტომაშ პერნიცკის შეხვდა
საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეხვედრების ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ტომაშ პერნიცკის შეხვდა.

ახალი ამბები ვახტანგ ყოლბაია იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა. 

დავით დონდუა - რუსეთი განაგრძობს აფხაზეთისა და ცხინვალის სამხედრო ოკუპაციას, რითაც ახდენს ვითარების დესტაბილიზაციას მთელ რეგიონში
რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების სამხედრო ოკუპაციას, უკანონო მილიტარიზაციას, რითაც ახდენს ვითარების დესტაბილიზაციას მთელ რეგიონში და უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს, - ამის შესახებ საგარეო საქმერთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრეგორი კარასინის ინტერვიუს საპასუხოდ განაცხადა.

თამარ ჩუგოშვილი - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია საქართველოსთვის იყო პროდუქტიული და შედეგიანი
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია საქართველოსთვის იყო პროდუქტიული და შედეგიანი. ვაგრძელებთ საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობას როგორც თავად ასამბლეასთან, ასევე, ვგეგმავთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას ადამიანის უფლებათა ახალ კომისარ დუნია მიატოვიჩთან, - ამის შესახებ ევროსაბჭოში საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა ასამბლეის ზამთრის სესიის შეჯამებისას განაცხადა. 

ვახტანგ ყოლბაია თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა. შეხვედრას საქართველოში თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო „TIKA"-ს თბილისის ოფისის კოორდინატორი ჰუსეინ შანლი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

მიხეილ ჯანელიძე - საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებლის როლი, ყოველწლიურად კიდევ უფრო იზრდება
საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებლის როლი, ყოველწლიურად კიდევ უფრო იზრდება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მიხეილ ჯანელიძემ დავოსში განაცხადა, სადაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში იღებს მონაწილეობას. 
მისი განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ ფორუმზე მაღალ დონეზეა წარმოდგენილი.

ირაკლი კობახიძე - ჩვენი საერთო გამოწვევაა რუსული აგრესია, ტერიტორიების ოკუპაცია და ამ მიმართულებით თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია
ჩვენი საერთო გამოწვევაა რუსული აგრესია, ტერიტორიების ოკუპაცია და ამ მიმართულებით თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, უკრაინის რადას თავმჯდომარე ანდრეი პარუბისთან გამართული შეხვედრის დროს განაცხადა. 

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკას ეწვევა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, 15-17 იანვარს, ოფიციალური ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკას ეწვევა. 
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რაიმონდ ვეიონისთან და სეიმის თავმჯდომარე ინარა მურნიეცესთან გამართავს. 

ირაკლი კობახიძე - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველოს ეროვნული დროშა ნატოსა და ევროკავშირში აღიმართოს
ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნული დროშა აღიმართოს ნატოსა და ევროკავშირში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, სახელმწიფო დროშის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

 
 
აგვისტო
2019
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   
1
2
3 4
5
6
7
8
9
10 11
12
13
14
15
16
17 18
19
20
21
22
23 24 25
26 27 28 29 30 31
საქართველო და მსოფლიო
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთისგან საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის დაუყოვნებელ შეწყვეტას მოითხოვს
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე "ბორდერიზაციის" პროცესზე შეერთებული შტატების პოზიცია დააფიქსირა.

ევროპარლამენტის წევრი გუგუტიანთკარზე - ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ძლიერი განცხადება, რადგან რუსეთი ამოწმებს იმას, რამდენად შორს შეუძლია წასვლა
ეს არის ოკუპაციის უპრეცედენტო აქტი. ამის შესახებ აუცილებლად ვისაუბრებ ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტებში“, - ამის შესახებ ევროკავშირის პარლამენტის წევრმა მარკტ გრეგოროვამ ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში განუცხადა.

ესტონეთის ელჩი გუგუტიანთკარში ვითარებაზე - რასაც აქ ვხედავთ, ღრმა შეშფოთებას იწვევს არა მხოლოდ პოლიტიკური ან სამხედრო შედეგების, არამედ ჰუმანიტარული თვალსაზრისით
მიმაჩნია, რომ საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა სასარგებლო იქნება, - ამის შესახებ ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კაი კაარელსონმა ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზთან განუცხადა.

საგარეო უწყება - ICAO-ში საქართველოს წარმომადგენელს დაუდასტურეს, რომ ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს
ICAO-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, რომ ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

დეიმონ უილსონი - ქართველებმა იბრძოლეს, რომ თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და არა მათმა მეზობლებმა
ერთადერთი გზა იმის, რომ საქართველომ მისი სუვერენიტეტი დაიცვას, მზარდი და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების აშენებაა, - ამის შესახებ „ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ უილსონმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა.

ელიზაბეთ რუდი - მოვუწოდებთ რუსეთს, მოხსნას აკრძალვა ფრენებზე და ნება დართოს თავის მოქალაქეებს, ჩამოვიდნენ საქართველოში
ზომები, რომელიც რუსეთის ფედერაციამ მიიღო ფრენების შეწყვეტის შესახებ, იყო არაპროპორციული პასუხი ამ ყველაფერზე და ახლა, როდესაც საქართველოსა და რუსეთის ლიდერებმა გამოთქვეს მზაობა, რომ ურთიერთობები დასტაბილურდეს, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, მოხსნას აკრძალვა ფრენებზე და ნება დართოს თავის მოქალაქეებს, ჩამოვიდნენ საქართველოში და აღდგეს ხალხთაშორის კონტაქტი, - ამის შესახებ აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, როდესაც საქართველოს მიმართულებით ფრენების შეწყვეტის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის 20 ივნისის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

დავით ზალკალიანი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილ რიკერს შეხვდა
საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის მიმდინარე საკითხები, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი განიხილეს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალინმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილ რიკერმა ვაშინგტონში გამართული შეხვედრის დროს.

ევროპარლამენტი დღეს ევროკომისიის პრეზიდენტს აირჩევს
დღეს ევროპარლამენტის სხდომაზე ევროკომისიის პრეზიდენტის არჩევაა დაგეგმილია. ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს პირველი პირის კანდიდატურის თაობაზე წევრი სახელმწიფოების ლიდერები რამდენიმე დღე ვერ თანხმდებოდნენ. საბოლოოდ შეირჩა კომპრომისული - ვარიანტი გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

პიტერ სიიარტო - რაც მეტნი ვიქნებით, მით უფრო ძლიერები ვიქნებით - უნგრეთი საქართველოსთვის მაპ-ის გააქტიურების მომხრეა
ჩვენ ყოველთვის ღიად და აქტიურად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განუცხადა.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული მექანიზმი, რაც ნატო-ს წევრობისთვის მოსამზადებლად საჭიროა
ჩეხეთი დაინტერესებულია ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებით როგორც ვაჭრობის, ასევე საინვესტიციო სფეროში, - ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტომაშ პეტრშიჩეკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ეუთოს კომიტეტის მოწოდებას აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გამოეხმაურა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხთა კომიტეტის მოწოდებას რუსეთისადმი, გააუქმოს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლება ეხმაურება. „რია ნოვოსტისთან“ საუბარში მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევონ გალუსტიანმა განაცხადა, რომ აღნიშნული მოწოდება ცალმხრივი და ანგაჟირებულია, რომელიც ღიმილსა და სინანულს იწვევს, რადგან ეს საქართველოს ხელისუფლების სასარგებლოდ მიღებული პირველი რეზოლუცია არ არის.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირის ახალი ხელმძღვანელობის არჩევით სავარაუდოდ, საკმაოდ გაძლიერდება ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, რაც საქართველოსთვის კარგია
ევროკავშირის რიგგარეშე სამიტის სავარაუდო შედეგებზე „ინტერპრესნიუსი“ გერმანიაში მოღვაწე ქართველ პოლიტოლოგს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარს, ბრემენის უნივერსიტეტს მეცნიერ-თანამშრომელს და ილიას უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ბიძინა ლებანიძეს ესაუბრა.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup