მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები
საზოგადოება
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მინისტრი და სერგეი ლავროვი საქართველოში ნატო-ს გეგმებზე ისაუბრებენ
მოსკოვში, დღეს რუსეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ. სახელმწიფო საზღვრების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება იგეგმება. ამ მიზნით რუსეთში ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, დავიდ სანაკოევი უკვე ჩავიდა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. 
ინფორმაციის თანახმად, სანაკოევი რუსეთის პირველ დიპლომატთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრას გეგმავს, რა დროსაც მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. ასევე, იგეგმება თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ე.წ შეთანხმების დოკუმენტზე მსჯელობაც. 

სერგეი ლავროვი - თუ ნატო საქართველოს ალიანსში "ჩათრევის" პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, რუსეთი ამას შესაბამისი ზომებით უპასუხებს
თუ ნატო საქართველოს ალიანსში "ჩათრევის" პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, რუსეთი ამას შესაბამისი ზომებით უპასუხებს, - ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ე.წ სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა დე ფაქტო მინისტრთან გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის დღეს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობა და რუსეთი დღეს, ხელს მოაწერენ სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულებას. 
ამის შესახებ სააგენტო "რესი" ე.წ სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა დე ფაქტო მინისტრ, დავით სანაკოევზე დაყრდნობით იუწყება. 
ინფორმაციის თანახმად, სანაკოევი მომავალ კვირას თავად გეგმავს მოსკოვში ჩასვლას, სადაც არაერთ შეხვედრას გამართავს. იგი რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებთან რეგიონში არსებულ ვითარებას და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს. 

რუსეთის საგარეო უწყება - რუსეთსა და "სამხრეთ ოსეთს" შორის ხელშეკრულების გაფორმება ქართული მხარის ეჭვს გაფანტავს
რუსეთსა და "სამხრეთ ოსეთს" შორის სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება სამუდამოდ გაფანტავს ქართული მხარის ეჭვს, რომ რუსეთს სამხრეთ ოსეთის ანექსია სურს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

სოხუმი ტურისტების მოსაზიდად ვიზებს გამარტივებული წესით გასცემს
ასტამირ ახბას თქმით, უცხოეთის მოქალაქეებზე ვიზების გამარტივებული წესით გაცემა აფხაზეთში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების შედეგად, აფხაზეთით ის ტუროპერატორები დაინტერსდნენ, რომლებიც ადრე ამ ბაზარზე არ მუშაობდნენ. ამის შესახებ დე ფაქტო აფხაზეთის კურორტებისა და ტურიზმის სახელმწიფო საბჭოს წამომადგენელმა ასტამირ ახბამ „Sputnik Абхазия“ -ს განუცხადა.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში ქალაქის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის,ვეტერანთა და დევნილთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა
გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე ,,C ჰეპატიტი-პრობლემა, საჭიროება,ელიმინაციის სტრატეგია".

შეხვედრა მიზნად ისახავდა სამეგრელოს რეგიონში სამედიცინო საზოგადოების მობილიზებას, სახელმწიფოს მიერ ინიცირებული C ჰეპატიტის ელიმინაციის კომპლექსური პროგრამის წარმატებით განხორციელებისათვის.

ვლადისლავ სურკოვი აფხაზეთს საზღვრის გაუქმებას სთავაზობს
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი რუსეთსა და აფხაზეთს შორის საზღვრის გაუქმებას სთავაზობს.     სიურკოვმა ეს განცხადება გააკეთა, მას შემდეგ რაც ის აფხაზეთის ე.წ. ლიდერ რაულ ხაჯიმბას შეხვდა, ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს  რადიოსადგური  «Говорит Москва»-ში.

ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლება ქართულ მხარეს ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმების გაფორმებას სთხოვს
ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლება ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს მოუწოდებს, გაააქტიურონ მუშაობა საქართველოს მიერ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით დამავალდებულებელი დოკუმენტის მისაღებად.
სააგენტო "რესის" ინფორმაციით, ამის შესახებ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს დეფაქტო პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა მურად ჯიოევმა განაცხადა. 

გია ვოლსკი - კონფლიქტების ტრანსფორმირებისა და სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით სტრატეგიული დოკუმენტი უნდა ჩამოყალიბდეს
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოში არსებული კონფლიქტების ტრანსფორმირებისა და სამშვიდობო პოლიტიკის განვითარების მიმართულებით უნდა ჩამოყალიბდეს სტრატეგიული დოკუმენტი, რომლითაც მთავრობა იხელმძღვანელებს. 
აღნიშნული განცხადება გია ვოლსკიმ სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გააკეთა, სადაც პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს. სხდომის მთავარ საკითხს კონფლიქტების მშვიდობიან ტრანსფორმირება-მოგვარებაში არასამთავრობოთა საექსპერტო შეფასებები წარმოადგენს, ამიტომ დღევანდელ შეხვედრაზე მოწვეულია არასამთავრობო ორგანიზაციების ფართო სპექტრი. 

აფხაზეთის დეფაქტო პარლამენტი ლათინური ამერიკის ქვეყნების პარლამენტებს დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით მიმართავს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი ლათინური ამერიკის ქვეყნებს მისი დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით მიმართავს. "აფსნიპრესის" ინფორმაციით, ე.წ. კანონმდებლებმა დღეს მიიღეს დადგენილება ბოლივიის, კუბის, ეკვადორის, ანტიგუა და ბარბუდის, სენტ-ლუსიისა და დომინიკის პარლამენტებისადმი თხოვნით, აღიარონ აფხაზეთის დამოუკიდებლობა.

18 თებერვალს ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობა და რუსეთი, 18 თებერვალს, ხელს მოაწერენ სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულებას. 
ამის შესახებ სააგენტო "რესი" ე.წ სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა დე ფაქტო მინისტრ, დავით სანაკოევზე დაყრდნობით იუწყება. 
ინფორმაციის თანახმად, სანაკოევი მომავალ კვირას თავად გეგმავს მოსკოვში ჩასვლას, სადაც არაერთ შეხვედრას გამართავს. იგი რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებთან რეგიონში არსებულ ვითარებას და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს. 

 
 
მარტი
2019
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11
12
13
14
15 16 17
18 19
20
21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
საქართველო და მსოფლიო
მადლენ ოლბრაითი - საქართველოს და უკრაინას უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, ნატო-ს წევრები გახდნენ
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ღია უნდა დარჩეს ახალი წევრებისთვის. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ამერიკის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მადლენ ოლბრაითმა პრაღაში ყოფნისას განაცხადა, სადაც ის ჩეხეთის, პოლონეთისა და უნგრეთის ნატოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო.

საქართველოს ვიზიტით ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გიოტმიოლერი ეწვევა
21 სექტემბერს საქართველოს ვიზიტით ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გიოტმიოლერი ეწვევა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს,ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, ვიცე-პრემიერ, შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით დონდუას და თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ლელა ჩიქოვანს.

ვარშავაში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ღონისძიება გაიმართა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ვარშავაში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ღონისძიება Human Rights of Conflict Affected Population in Georgia გაიმართა.

სტივენ ნიქსი - ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები გავაძლიეროთ
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი მხარს უჭერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამ ძალისხმევას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები გავაძლიეროთ, - ამის შესახებ IRI-ს ევროპისა და აზიის პროგრამების დირექტორმა სტივენ ნიქსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ჯონათან კატცი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აშშ-ში დროული და მნიშვნელოვანია
ძალიან კარგია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონს ეწვია, რადგან მნიშვნელოვანია აშშ-საქართველოს ურთიერთობების სამომავლო გაძლიერება და განვითარება, - ამის შესახებ აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდის უფროსმა მკვლევარმა ჯონათან კატცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მარკ გრინი - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოს მხარდამჭერი პროგრამების დაფინანსებას მომავალშიც განაგრძობს
საქართველო არის USAID-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პარტნიორი და მისასალმებელია ის დემოკრატიული ტრანსფორმაცია, რომელიც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში განიცადა, - როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და USAID-ის ხელმძღვანელ მარკ გრინის შეხვედრაზე აღინიშნა, რომელიც დღეს ვაშინგტონში, USAID-ის სათავო ოფისში გაიმართა.

ლინდსი გრემი - საქართველო დემოკრატიისა და ინსტიტუციური განვითარების თვალსაზრისით რეგიონში ლიდერია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ ლინდსი გრემს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, პრემიერმა მადლობა გადაუხადა ამერიკელ სენატორს საქართველოს აქტიური მხარდაჭერისა და იმ წვლილისთვის, რომლის შედეგადაც საქართველოსადმი დახმარება მუდმივად დგას სენატის დღის წესრიგში. ბახტაძის თქმით, სწორედ ლინდსი გრემის ინიციატივით, საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტმა მოამზადა კანონპროექტი, რომელიც საქართველოსადმი დახმარების ბიუჯეტის გაზრდას ითვალისწინებს.

ბრაიან უიტმორი - აფხაზებსა და ოსებს ბოლოს მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება - რუსეთის პროვინციად ყოფნა სურთ, თუ თავისუფალ, დემოკრატიულ, ევროპულ საქართველოში
აფხაზებსა და ოსებს ბოლოს მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება - რუსეთის ფედერაციის პროვინციად ყოფნა სურთ, თუ თავისუფალ, დემოკრატიულ, ევროპულ საქართველოში, - ამის შესახებ ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა ბრაიან უიტმორმა American Enterprise Institute-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კურტ ვოლკერი - საქართველოს ტერიტორიის ნაწილი რომ ოკუპირებულია, არ ნიშნავს, რომ ქვეყანა ნატო-ს წევრი არ უნდა გახდეს - გერმანია ნატო-ში მიიღეს, როდესაც გაყოფილი იყო
რუსეთის აგრესიასთან გასამკლავებლად, პირველი რაც საქართველომ უნდა გააკეთოს, არის ის, რომ გაძლიერდეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” უკრაინის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კურტ ვოლკერმა განუცხადა.

თამარ ჩუგოშვილი - ევროპარლამენტმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო
ევროპარლამენტს არასდროს მიუღია ერთიანი დოკუმენტი, კონკრეტულად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით, - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის - „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ინტერვენციიდან 10 წლის შემდეგ“ მიღებას. 

ჰიზერ ნაუერტი - ასადის რეჟიმის გადაწყვეტილება არ შეცვლის რეალობას ან ჩვენს პოზიციას საქართველოს სუვერენიტეტზე
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" საქართველოს განუყოფელი ნაწილია, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა განაცხადა.

იანოშ ჰერმანი - სირიის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და არაღიარების პოლიტიკას, რომელსაც ევროკავშირი ატარებს
სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა იანოშ ჰერმანმა განცხადება გააკეთა.

ნატოს სამეკავშირეო ოფისი - სირიის გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდენს იმ ფართო საერთაშორისო გაგებაზე, რომ „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია
„სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის რეგიონები საქართველოს ნაწილია, - ამის შესახებ ნატოს სამეკავშირეო ოფისის განცხადებაშია აღნიშნული. განცხადების თანახმად, ნატო კვლავ მოუწოდებს რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" აღიარება და გამოიყვანოს თავისი ძალები საქართველოდან. 

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup