მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები
საზოგადოება
დევნილთა საარსებო წყაროების სტრატეგიის განხორციელების სრულად განფასებული 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში, დევნილთა საარსებო წყაროების სტრატეგიის განხორციელების სრულად განფასებული 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართა.

დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს მხრიდან ხელი მოეწერება საქართველოსა და ბრაზილიას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას
ამასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ საზოგადოების დეზინფორმაციაში შეყვანის მიზნით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს ეს შეთანხმება 2011 წელს შევიდა ძალაში, რაც არ არის სწორი. ამასთან დაკავშირებით საჭიროდ ჩავთვალეთ განვმარტოთ, რომ 2011 წელს გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც უნდა ამოქმედებულიყო უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ორდინალური პასპორტების მქონე მოქალქეებისთვის, მაგრამ ის არ ამოქმედებულა, ვინაიდან ბრაზილიის მხარეს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები არ დაუსრულებია. 

რაულ ხაჯიმბა რუსებმა 9 მაისს მოსკოვში დაპატიჟეს
 ,,რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის მოწვევის შესაბამისად, აფხაზეთის პრეზიდენტი რაულ ხაჯიბა, მოსკოვში სამამულო ომში გამარჯვების 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრება,,- განაცხადა აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ასტამურ ტანიამ, რუსულ მედიასთან საუბრისას.

 

პაატა ზაქარეიშვილი- რუსეთი ძალის დემონსტრირებას ახდენს
რუსეთის ფედერაციის მხრიდან სამხრეთ სამხედრო ოლქში, ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში მასშტაბური სამხედრო საველე წვრთნები არის ძალის დემონსტრირება და შანტაჟი, – ასე შეაფასა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა რუსეთის ფედერაციის ქმედებებიპალიტრა TV”- გადაცემარეზიუმეში”.
            

გრიგოლ გიორგაძემ, სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, ქ. ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ბატონმა გრიგოლ გიორგაძემ, სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, ქ. ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართა. 

ამერიკაში ორი ქართველი კადეტი ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა
7 მარტს, თბილისის დროით 9 საათზე ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპნენ ამერიკის სანაპირო დაცვის აკადემიის (coast guard academy) კადეტები  ბესარიონ გორჯოლაძე და იოსებ მაკარიძე. Chevrolet Cobalt -ის მარკის ავტომანქანა, რომელშიც ქართველი სტუდენტები ისხდნენ, ნიუ იორკიდან 100 კმ-ის მოშორებით, ქალაქ Hopeful Township-თან (ნიუ ჯერსი) ტრასაზე შემხვედრ Ford Focus-ის მარკის ავტომანქანას დაეჯახნენ.

კრებულის „ლიტერატურა და ხელოვნება – აფხაზეთი“ პრეზენტაცია გაიმართა
ეროვნულ ბიბლიოთეკაში კრებულის „ლიტერატურა და ხელოვნება – აფხაზეთი“ პრეზენტაცია გაიმართა. „20 წლის შემდეგ“, პირობითად ასე ერქვა პროექტს, რომლის განხორციელებაც აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ ახლახან დაასრულა. პროექტი კი გულისხმობდა კრებულის – „ლიტერატურა და ხელოვნება – აფხაზეთი“ გამოცემას. 

109 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლი აქვს
109 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლი აქვს. დღეს, ბინის გასაღები დევნილ ოჯახებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ თორნიკე თორაძემ გადასცეს.

განცხადება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებული სამხედრო წვრთნების შესახებ
2015 წლის 5 მარტს რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, სულ თორმეტ პოლიგონზე დაიწყო მასშტაბური სამხედრო საველე წვრთნები, რომელშიც მონაწილეობენ სხვადასხვა სამხედრო ნაწილები და შენაერთები, მათ შორის საჰაერო თავდაცვის დანაყოფები. სამხედრო მოსამსახურეები გადიან მასშტაბურ საარტილერიო სწავლებას სხვადასხვა საცეცხლე სისტემებიდან სროლებში.

რაულ ხაჯიმბამ არძინბას ხსოვნას პატივი მიაგო
3 მარტს, სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები რაულ ხაჯიმბას ხელმძღვანელობით ეშერაში   ვლ. არძინბას საფლავზე მივიდნენ და „პირველი პრეზიდენტის“ ხსოვნას პატივი მიაგეს. ხაჯიმბასთან ერთად ეშერაში  იმყოფებოდნენ ე. წ. ვიცე-პრეზიდენტი ვ.გაბნია,  პარლამენტის სპიკერი ვალერი ბგანბა, პრემიერ-მინისტრი ბესალან ბუთბა, დეპუტატები, აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის ელჩი სემიონ გრიგორიევი და სხვ.

რაულ ხაჯიმბამ  სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ვლ. არძინბას  „ ფასდაუდებელ“ წვლილს „ყველაზე რთულ და ძნელ პერიოდში აფხაზი ხალხის გაერთიანების საქმეში“. 

ოკუპანტებმა გალის რაიონში რკინიგზის აღდგენა დაიწყეს
"ნიუპოსტის" ინფორმაციით 26 თებერვალს, გვიან ღამით ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირე-დრანდას ტერიტორიაზე რელსებით და ე.წ. შპალებით დატვირთული სატვირტო მატარებელი ჩამოდგა.

როგორც ადგილობრივები იუწყებიან, ერთ კვირაზე მეტია , რაც ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ე.წ. კავშირგაბმულობის სამხედრო მანქანების აქტიური გადაადგილება შეინიშნება. მათი ინფორმაციით აღნიშნული ჯგუფი, აზომვით სამუშაოებს ატარებს და შერჩეულ ყველაზე მაღალ წერტილებში ახალი ლოკაციის სადგურებს ამონტაჟებს.

ლოკაციის სადგურების გარდა, მაღალ წერტილებში, ბლოკსაგუშაგოების მშენებლობაც მიმდინარეობს, გარკვეულ ტერიტორიებზე კი სამხედრო დანიშნულების სიხშირის დამჭერ ანძებს ამონტაჟებენ.

 
 
მაისი
2020
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     1 2
3
4
5
6
7 8
9
10
11
12
13
14
15 16 17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27 28 29 30 31
საქართველო და მსოფლიო
ტოივო კლაარი - სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე უსაფრთხოებასა და გადასასვლელი პუნქტების დაკეტვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართა
მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე უსაფრთხოებასა და გადასასვლელი პუნქტების დაკეტვასთან დაკავშირებით,-ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მაიკ პომპეო და მარკ ესპერი ამერიკულ ბაზებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ თეთრ სახლში მივიდნენ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და თავდაცვის მინისტრი მარკ ესპერი ირანის მიერ ამერიკულ ბაზებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ თეთრ სახლში მივიდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

კელი დაგნანის განცხადებით, დღეს საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს შორის რუსეთის აგრესიული ქმედებების გარდა, არის ჩინეთის გავლენის გაძლიერება
აშშ-ს სენატი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში ამერიკის ელჩად წარდგენილმა კელი დაგნანმა საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო რუსეთის დესტრუქციული და აგრესიული ქმედებების სამიზნე აღმოჩნდა.

ნურიელ რუბინი - საქართველო მაკროეკონომიკური სტაბილურობის კარგი მაგალითია
საქართველო მაკრო და სტრუქტურული რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით სამაგალითო ქვეყანაა,- ამის შესახებ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნით პანელზე - „ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები” ფარგლებში ნიუ-იორკის სტერნის ბიზნესსკოლის ეკონომიკის პროფესორმა ნურიელ რუბინიმ განაცხადა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა ორპარტიული „საქართველოს მხრდამჭერი აქტი“, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობების თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მკაფიო დასტურია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი გახარია - პრეზიდენტ შტაინმაიერის ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და თქვენი ოფიციალური ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას განაცხადა.

ესტონეთის პრეზიდენტი - რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. ამან გამოიწვია ტალღა, რომლის შედეგიც ყირიმის ანექსია იყო, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდემ „ევროპეისკაია პრავდას განუცხადა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის
მისია აღნიშნავს ჩორჩანა-წნელისის რაიონში, ძალოვანი უწყებების არსებით, უწყვეტ წარმომადგენლობას. რამდენიმე ახალი პოზიციის მოწყობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია, ზრდის მათი მოულოდნელი შეხვედრის ალბათობას და წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეხება.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რუსულ ოკუპაციაზე - გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია
გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა ხურვალეთში განუცხადა.

ევროპისა და ამერიკის ქვეყნები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ერთობლივი განცხადებით გმობენ
ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ერთობლივი განცხადებით დაგმეს და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup