მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები
საზოგადოება
სოზარ სუბარი საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვასილ ციბენკოს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვასილ ციბენკოს შეხვდა. 
2014 წელს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ საქართველოს თავშესაფრის თხოვნით უკრაინის 436 მოქალაქემ მიმართა, რომელთაგან 42 პირის საქმის წარმოება პირადი განცხადების საფუძველზე, ხოლო 35 პირის საქმე გამოუცხადებლობის გამო შეწყდა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში საჩივრების ცხელი ხაზი ამოქმედდა
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მხარდაჭერით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში საჩივრების ცხელი ხაზი ამოქმედდა, რომლის მიზანია სამინისტროს გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და ეფექტურობის გაზრდა და ოპერატიული რეაგირება შესაძლო დარღვევებზე. 

საჩივრების ცხელი ხაზის ოპერატორები უშუალოდ დევნილების საჩივრების მიმართულებით იმუშავებენ.

აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ე.წ. მხარე საბანკო სისტემის შექმნაში დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკას დაეხმარება
თვითაღიარებულ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში  აპირებენ საბანკო სისტემის დანერგვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. მხარეთა დახმარებით. დონეცკის ე.წ.  სახალხო რესპუბლიკის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსის მაქსიმ ლეშენკოს განცხადებით  თვის ბოლომდე იგეგმება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. მხარეთა დახმარებით  ჩვენივე საბანკო სისტემის დანერგვა.

2015 წლის 10 თებერვლიდან საქართველოში ელექტრონული ვიზის პორტალი ამოქმედდა
2015 წლის 10 თებერვლიდან საქართველოში ელექტრონული ვიზის პორტალი ამოქმედდა. მისი მეშვეობით ქვეყანაში ტურისტული და საქმიანი მიზნით მომავალ უცხოელებს შესაძლებლობა მიეცემათ საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებებში გამოცხადების გარეშე მიიღონ ელექტრონული ვიზა.

აფხაზეთში ავტოსაგზაო შემთხვევების მაღალი მაჩვენებლია დაფიქსირებული
ავტოსაგზაო შემთხვევები მთელს მსოფლიოში ხდება.  მიჩიგანის უნივერსიტეტის ამერიკელმა მეცნიერებმა გამოთვლებით დაასკვნეს,  რომ ყოველწლიურად  საშუალოდ  ყოველ 100 ათას  მოსახლებე  18 ადამიანი მაინც იღუპება ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზით. აფხაზეთის ტერიტორიაზე მომხდარი ასვტოსაგზაო შემთხვევები ამ სტატისტიკას ორჯერ ზრდის - აფხაზეთში ყოველწლიურად 65 დან 70 ადამიანი მაინც იღუპება ავტოსაგზაო შემთხვევით, რაც  მსოფლიოში გავრჩელებულ სტატისტიკას თითქმის  ორჯერ ზრდის და გამოდის, რომ აფხაზეთში ყოველწლიურად  100 ათასი მოსახლიდან  30 ადამიანი მაინც იღუპება.  

სოზარ სუბარი წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, მინისტრის მოადგილე გვანცა შენგელია, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი თემურ ბაქრაძე და წალკის გამგებელი ილია საბაძე წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ.

შეხვედრებზე, მინისტრმა დეტალურად ისაუბრა გრძელვადიანი განსახლების ყველა ძირითად მიმართულებაზე და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა „სოფლად სახლის“ პროექტზე. „სოფლად სახლის“ პროექტი დევნილ ოჯახებს შესაძლებლობას აძლევს, თავად შეარჩიონ საცხოვრებელი სახლი, რომელსაც კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სამინისტრო მათთვის შეიძენს.

გალში წითელი ჯვრის ეგიდით ორმხრივი შეხვედრა გაიმართა
5 თებერვალს, წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრას საქართველოს მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია ესწრებოდა. 

ცხინვალში პირველ ოსურ-აფხაზურ ლექსიკონს გამოსცემენ
ე.წ.სამხრეთ ოსეთში ოსურ-აფხაზურ ლექსიკონს გამოსცემენ. როგორც ოსური მედია წერს, ლექსიკონის გამოცემაზე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ვანეევის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი მუშაობს. როგორც აღნიშნული ინსტიტუტის დირექტორი რობერტ გაგლოითი აცხადებს, წიგნი 200 ეგზემპლარად დაიბეჭდება. 

 
 
სექტემბერი
2019
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
       1
2
3
4
5
6
7 8
9
10
11
12
13
14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
საქართველო და მსოფლიო
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რუსულ ოკუპაციაზე - გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია
გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა ხურვალეთში განუცხადა.

ევროპისა და ამერიკის ქვეყნები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ერთობლივი განცხადებით გმობენ
ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ერთობლივი განცხადებით დაგმეს და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთისგან საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის დაუყოვნებელ შეწყვეტას მოითხოვს
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე "ბორდერიზაციის" პროცესზე შეერთებული შტატების პოზიცია დააფიქსირა.

ევროპარლამენტის წევრი გუგუტიანთკარზე - ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ძლიერი განცხადება, რადგან რუსეთი ამოწმებს იმას, რამდენად შორს შეუძლია წასვლა
ეს არის ოკუპაციის უპრეცედენტო აქტი. ამის შესახებ აუცილებლად ვისაუბრებ ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტებში“, - ამის შესახებ ევროკავშირის პარლამენტის წევრმა მარკტ გრეგოროვამ ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში განუცხადა.

ესტონეთის ელჩი გუგუტიანთკარში ვითარებაზე - რასაც აქ ვხედავთ, ღრმა შეშფოთებას იწვევს არა მხოლოდ პოლიტიკური ან სამხედრო შედეგების, არამედ ჰუმანიტარული თვალსაზრისით
მიმაჩნია, რომ საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა სასარგებლო იქნება, - ამის შესახებ ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კაი კაარელსონმა ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზთან განუცხადა.

საგარეო უწყება - ICAO-ში საქართველოს წარმომადგენელს დაუდასტურეს, რომ ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს
ICAO-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, რომ ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

დეიმონ უილსონი - ქართველებმა იბრძოლეს, რომ თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და არა მათმა მეზობლებმა
ერთადერთი გზა იმის, რომ საქართველომ მისი სუვერენიტეტი დაიცვას, მზარდი და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების აშენებაა, - ამის შესახებ „ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ უილსონმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა.

ელიზაბეთ რუდი - მოვუწოდებთ რუსეთს, მოხსნას აკრძალვა ფრენებზე და ნება დართოს თავის მოქალაქეებს, ჩამოვიდნენ საქართველოში
ზომები, რომელიც რუსეთის ფედერაციამ მიიღო ფრენების შეწყვეტის შესახებ, იყო არაპროპორციული პასუხი ამ ყველაფერზე და ახლა, როდესაც საქართველოსა და რუსეთის ლიდერებმა გამოთქვეს მზაობა, რომ ურთიერთობები დასტაბილურდეს, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, მოხსნას აკრძალვა ფრენებზე და ნება დართოს თავის მოქალაქეებს, ჩამოვიდნენ საქართველოში და აღდგეს ხალხთაშორის კონტაქტი, - ამის შესახებ აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, როდესაც საქართველოს მიმართულებით ფრენების შეწყვეტის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის 20 ივნისის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

დავით ზალკალიანი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილ რიკერს შეხვდა
საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის მიმდინარე საკითხები, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი განიხილეს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალინმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილ რიკერმა ვაშინგტონში გამართული შეხვედრის დროს.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup