მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
კონფლიქტები განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები საზოგადოება
 კულტურა
საზოგადოება
აფხაზეთის დეფაქტო პარლამენტი ლათინური ამერიკის ქვეყნების პარლამენტებს დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით მიმართავს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი ლათინური ამერიკის ქვეყნებს მისი დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით მიმართავს. "აფსნიპრესის" ინფორმაციით, ე.წ. კანონმდებლებმა დღეს მიიღეს დადგენილება ბოლივიის, კუბის, ეკვადორის, ანტიგუა და ბარბუდის, სენტ-ლუსიისა და დომინიკის პარლამენტებისადმი თხოვნით, აღიარონ აფხაზეთის დამოუკიდებლობა.

18 თებერვალს ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობა და რუსეთი, 18 თებერვალს, ხელს მოაწერენ სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულებას. 
ამის შესახებ სააგენტო "რესი" ე.წ სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა დე ფაქტო მინისტრ, დავით სანაკოევზე დაყრდნობით იუწყება. 
ინფორმაციის თანახმად, სანაკოევი მომავალ კვირას თავად გეგმავს მოსკოვში ჩასვლას, სადაც არაერთ შეხვედრას გამართავს. იგი რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებთან რეგიონში არსებულ ვითარებას და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს. 

ზუგდიდის გამგეობის შენობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ღია სხდომა გაიმართა
სხდომას აფხაზეთის მთავრობის მინისტრებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ. 

აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის საკითხებზე მრგვალი მაგიდა გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ორგანიზებით აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, დევნილთა დასაქმების პერსპექტივებისა და ქვეყნის აგრარულ სექტორში მიმდინარე პროცესებში ჩართულობის საკითხებზე მრგვალი მაგიდა გაიმართა.
მრგვალი მაგიდა მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ გახსნა.

აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვალერი ბასარიამ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების შესახებ.

მოხსენებით გამოვიდა სსიპ ,,აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშემყობი ცენტრი-ბიზნეს ინკუბატორის“ ხელმძღვანელი ალუ გამახარია, რომელმაც საქართველოს სოფლის მეურნეობაში მიმდინარე პროცესებში აფხაზეთიდან დევნილი მოსალხეობის ჩართულობაზე, მათ პრობლემებსა და დასაქმების პერსპექტივებზე ისაუბრა. მოხსენების დასასრულს დისკუსია გაიმართა. სამომავლოდ დაიგეგმა შეხვედრები და ამ მიმართულებით კოორდინირებული მუშაობა ცენტრლურ სტრუქტურებთან და არასამთავრობო სექტორთან.

ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტი - მერკელმა და ოლანდმა თავისი ქვეყნების ეკონომიკის გადასარჩენად უკრაინა გაწირეს
საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მინსკის მოლაპარაკებებზე უკრაინა გაწირეს საკუთარი ქვეყნების ეკონომიკური ინტერესების გამო. ამის შესახებ უკრაინულ სააგენტო "უნიანს" ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტმა იაცეკ ჩარნეცკიმ მინსკის მოლაპარაკებების კომენტირებისას განუცხადა.

გალის სკოლებში შესატანად გამზადებული "ჩქინი ნინა", ანუ მეგრული "დედაენა"
იმის შესახებ, რომ გალის აფხაზური ადმინისტრაცია გალის ქართულ სკოლებში მეგრული "დედაენის" შეტანას აპირებდა, ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. დღეს ახალგაზრდა ინტელექტუალების ვებგვერდი "ლაზარე" ექსკლუზიურად აქვეყნებს წიგნის ფოტოებს.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2014 წლის მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს „2014 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა. დაჯილდოვების ცერემონიას დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გოგუცა გურული დაესწრნენ.

უკრაინულმა მედიამ მინსკში მიღებული დოკუმენტის სრული ტექსტი გამოაქვეყნა
უკრაინული მედია მინსკში მიღწეული შეთანხმების სრულ ტექსტს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლი 15 თებერვლის 00:00 საათზე უნდა შეწყდეს. შეთანხმება ასევე შემდეგ ძირითად პუნქტებს მოიცავს: 
- დონბასიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანა არაუგვიანეს ხვალ უნდა დაიწყოს და მაქსიმუმ 14 დღეში დასრულდეს;
- მძიმე არტილერიის გაყვანისათვის დონბასში უნდა შეიქმნას 50-დან 140 კილომეტრამდე სიგრძის უსაფრთხოების ზონა;

პუტინის განცხადებით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა 15 თებერვლიდან მოხდება
"ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ ძირითად  საკითზხებზე" განაცხადა პუტინმა, უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოს და გერმანია-საფრანგეთის ლიდერებთან შეხვედრისას. 

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდის თქმით ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ  ყველაფერზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

 

 

 
 
ივნისი
2020
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1
2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
საქართველო და მსოფლიო
ტოივო კლაარი - სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე უსაფრთხოებასა და გადასასვლელი პუნქტების დაკეტვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართა
მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე უსაფრთხოებასა და გადასასვლელი პუნქტების დაკეტვასთან დაკავშირებით,-ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მაიკ პომპეო და მარკ ესპერი ამერიკულ ბაზებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ თეთრ სახლში მივიდნენ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და თავდაცვის მინისტრი მარკ ესპერი ირანის მიერ ამერიკულ ბაზებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ თეთრ სახლში მივიდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

კელი დაგნანის განცხადებით, დღეს საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს შორის რუსეთის აგრესიული ქმედებების გარდა, არის ჩინეთის გავლენის გაძლიერება
აშშ-ს სენატი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში ამერიკის ელჩად წარდგენილმა კელი დაგნანმა საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო რუსეთის დესტრუქციული და აგრესიული ქმედებების სამიზნე აღმოჩნდა.

ნურიელ რუბინი - საქართველო მაკროეკონომიკური სტაბილურობის კარგი მაგალითია
საქართველო მაკრო და სტრუქტურული რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით სამაგალითო ქვეყანაა,- ამის შესახებ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნით პანელზე - „ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები” ფარგლებში ნიუ-იორკის სტერნის ბიზნესსკოლის ეკონომიკის პროფესორმა ნურიელ რუბინიმ განაცხადა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა ორპარტიული „საქართველოს მხრდამჭერი აქტი“, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობების თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მკაფიო დასტურია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი გახარია - პრეზიდენტ შტაინმაიერის ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და თქვენი ოფიციალური ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას განაცხადა.

ესტონეთის პრეზიდენტი - რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. ამან გამოიწვია ტალღა, რომლის შედეგიც ყირიმის ანექსია იყო, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდემ „ევროპეისკაია პრავდას განუცხადა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის
მისია აღნიშნავს ჩორჩანა-წნელისის რაიონში, ძალოვანი უწყებების არსებით, უწყვეტ წარმომადგენლობას. რამდენიმე ახალი პოზიციის მოწყობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია, ზრდის მათი მოულოდნელი შეხვედრის ალბათობას და წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეხება.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რუსულ ოკუპაციაზე - გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია
გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა ხურვალეთში განუცხადა.

ევროპისა და ამერიკის ქვეყნები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ერთობლივი განცხადებით გმობენ
ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ერთობლივი განცხადებით დაგმეს და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup