მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
კონფლიქტები განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები საზოგადოება
 კულტურა
საზოგადოება
ევროსაბჭო რუსეთს მოუწოდებს, შეასრულოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგების შესახებ მიღებული რეზოლუცია
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის შესახებ მიღებულ რეზოლუციაში საქართველოზეც არის საუბარი. როგორც რეზოლუციის ტექსტშია აღნიშნული, უკრაინაში რუსეთის ქმედებები იმის დემონსტრირებაა, რომ რუსეთს არ სურს პატივი სცეს მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში ნაკისრ ვალდებულებებს. 

დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად სამინისტრომ 400 000 ლარი გამოყო
პირველად საქართველოში, დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად,  2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 400 000 ლარი  გამოიყო. 350 000 ლარი, დაბრუნებული მიგრანტებისთვის სარეინტეგრაციო მომსახურების გასაწევად, გრანტის სახით  არასამთავრობო  ორგანიზაციებზე  გაიცემა. 

დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, ზუგდიდში, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მუშაობის შედეგებს ადგილზე გაეცნო.
კომისიის მუშაობის პროცესში, მინისტრის მოადგილეებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, აფხაზეთის მთავრობის, სახალხო დამცველის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც (UNHCR, LAG - კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო, „სამეგრელოს ხმა“) აქტიურად არიან ჩართულები. მონიტორინგის ჯგუფები დევნილი ოჯახების მიერ წარმოდგენილ მონაცემებსა და საცხოვრებელ პირობებს ადგილზე ამოწმებენ.

საქართველოში მყოფ უკრაინელ ლტოლვილებს თავშესაფარს დაჩქარებული წესით მისცემენ
საქართველოში მყოფ უკრაინელ ლტოლვილებს თავშესაფარს დაჩქარებული წესით მისცემენ. როგორც ჟურნალისტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა, საკითხი მთავრობის დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ ყოფილა, თუმცა მან არაფორმალურად მიაწოდა მინისტრებს ინფორმაცია. 

აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე მღვიმეებში უკონტროლო ვიზიტები აიკრძალება
მომავალი წლიდან ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე მღვიმეებში უკონტროლო შეშვება აიკრძალება. როგორც აფხაზური მედია წერს, მღვიმეებში სანქცირებულ შეშვებაზე საკითხი ეკოლოგებმა ე.წ. მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე დასვეს, სადაც მათმა წინადადებამ მხარდაჭერა მოიპოვა.

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საჭოს მდივანმა აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიასთან შეხვედრა დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან გიორგი ბილანიშვილთან და ლაშა ხვედელიძესთან ერთად გამართა
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საჭოს მდივანმა აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიასთან შეხვედრა დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან გიორგი ბილანიშვილთან და ლაშა ხვედელიძესთან ერთად გამართა

აფხაზეთის მთავრობის წევრებმა იმერეთის რეგიონში 2014 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინეს
დღეს ქუთაისში, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა ქეთევან ბაკარაძემ, კონსტანტინე კუჭუხიძემ, ვალერი ბასარიამ, იგორ კოპალიანმა და იმერეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ 2014 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინეს და დევნილ მოსახლეობას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ქუთაისის მერიის წარმომადგენლებს და ადგილობრივ ბიზნესმენებს დოკუმენტური ფილმი ,,აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა დევნილობაში-თანამედროვე რეალიები" გააცნეს.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფორმატში შეხვედრა მიმდინარეობს
ორთვიანი შესვენების შემდეგ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფორმატში ერგნეთში მორიგი შეხვედრა დღეს, 11:00 საათზე დაიწყო. 
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ჯერჯერობით უცნობია რა საკითხების დაყენებას გეგმავს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლობა ამ შეხვედრაზე, თუმცა უკვე ცნობილია ის საკითხები, რასაც მხარეების წინაშე ქართული მხარე დააყენებს.

"აპსნიპრესი" - 12 იანვრის სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული ქართველების ცხედრების გადაცემა არ მოხდება
2015 წლის 12 იანვარს გალის რაიონში სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული ჯათო აქუბარდიას, ლევან ხარგელიას და ნუკრი ხურცილავას ცხედრები აფხაზეთის დეფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროდან ოპერატიულმა სამსახურებმა გაიტანეს და დაასაფლავეს. ამის შესახებ "აპსნიპრესი" იუწყება. 

რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ამოქმედდა
1 იანვრიდან, საქართველოს საზღვრის აფხაზურ მონაკვეთსა და რუსეთს შორის ახალი საბაჟო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ამოქმედდა. შესაბამისად, გაუქმებულია ტვირთებზე საბაჟო გადასახადები. აფხაზური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრემიერმა, შამილ აძინბამ განაცხადა.

 
 
ივნისი
2020
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1
2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
საქართველო და მსოფლიო
ტოივო კლაარი - სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე უსაფრთხოებასა და გადასასვლელი პუნქტების დაკეტვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართა
მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე უსაფრთხოებასა და გადასასვლელი პუნქტების დაკეტვასთან დაკავშირებით,-ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მაიკ პომპეო და მარკ ესპერი ამერიკულ ბაზებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ თეთრ სახლში მივიდნენ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და თავდაცვის მინისტრი მარკ ესპერი ირანის მიერ ამერიკულ ბაზებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ თეთრ სახლში მივიდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

კელი დაგნანის განცხადებით, დღეს საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს შორის რუსეთის აგრესიული ქმედებების გარდა, არის ჩინეთის გავლენის გაძლიერება
აშშ-ს სენატი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში ამერიკის ელჩად წარდგენილმა კელი დაგნანმა საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო რუსეთის დესტრუქციული და აგრესიული ქმედებების სამიზნე აღმოჩნდა.

ნურიელ რუბინი - საქართველო მაკროეკონომიკური სტაბილურობის კარგი მაგალითია
საქართველო მაკრო და სტრუქტურული რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით სამაგალითო ქვეყანაა,- ამის შესახებ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნით პანელზე - „ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები” ფარგლებში ნიუ-იორკის სტერნის ბიზნესსკოლის ეკონომიკის პროფესორმა ნურიელ რუბინიმ განაცხადა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა ორპარტიული „საქართველოს მხრდამჭერი აქტი“, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობების თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მკაფიო დასტურია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი გახარია - პრეზიდენტ შტაინმაიერის ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და თქვენი ოფიციალური ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას განაცხადა.

ესტონეთის პრეზიდენტი - რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. ამან გამოიწვია ტალღა, რომლის შედეგიც ყირიმის ანექსია იყო, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდემ „ევროპეისკაია პრავდას განუცხადა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის
მისია აღნიშნავს ჩორჩანა-წნელისის რაიონში, ძალოვანი უწყებების არსებით, უწყვეტ წარმომადგენლობას. რამდენიმე ახალი პოზიციის მოწყობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია, ზრდის მათი მოულოდნელი შეხვედრის ალბათობას და წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეხება.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რუსულ ოკუპაციაზე - გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია
გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა ხურვალეთში განუცხადა.

ევროპისა და ამერიკის ქვეყნები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ერთობლივი განცხადებით გმობენ
ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ერთობლივი განცხადებით დაგმეს და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup