მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები
საზოგადოება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი - დევნილთა დასაქმება
საქართველოს მთავრობის და, შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პოლიტიკური ამოცანა იგპ-თა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ამ კუთხით 2015 წლისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მთავარი პრიორიტეტი იქნება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმება. ამ მიმართულებით აფხაზეთის მთავრობამ უკვე დაიწყო აქტიური პარტნიორული თანამშრომლობა დონორ ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.

იაპონიის ელჩის რეზიდენციაში "ზუგდიდის რაიონში სათბურის მოწყობის პროექტის" ხელმოწერის ცერემონია გაიმართა
საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რეზიდენციაში „ზუგდიდის რაიონში სათბურის მოწყობის პროექტის“ ხელმოწერის ცერემონია გაიმართა
საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რეზიდენციაში იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოში დაფინანსებული „ზუგდიდის რაიონში სათბურის მოწყობის პროექტის“ საზეიმო ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. 

ვახტანგ ყოლბაიამ რუსთაველის N37-ში ხანძრის შედეგად დამწვარი შენობა მოინახულა
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა რუსთაველის N37-ში, ე. წ. კაზარიანცის სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დამწვარი შენობა მოინახულეს.

ახალსოფელში 42 დევნილი ოჯახი ბინას მიიღებს
სამეგრელოს რეგიონის სოფელ ახალსოფელში, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლების მიზნით, ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან აცნობეს, სამსართულიან შენობაში საცხოვრებელ ფართს, კრიტერიუმების შესაბამისად, 42 დევნილი ოჯახი მიიღებს. 

ვახტანგ ყოლბაიამ რეგიონებში წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვდა გამართა
ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების ხელემძღვანელებთან შეხვდა გამართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ რეგიონებში წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვდა გამართა. 
შეხვედრაზე ვახტანგ ყოლბაიამ უკვე შესრულებულ და მომავალში განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.

90 დევნილ ოჯახს ბუნებრივი აირი მიეწოდება
დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი  და „ყაზტრანსგაზ თბილისის“ სპეციალური მმათველი გია ბენაშვილი თბილისში,  თემქის მე-3 მიკრორაიონში  დევნილ ოჯახებს ესტუმრნენ. აღნიშნულ ობიექტზე გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა და 90 დევნილი ოჯახი  წინასაახალწლოდ ბუნებრივი აირის მოხმარებას შეძლებს. 

ინფორმაცია ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, დევნილებისათვის ბინების განაწილების პროცედურის შესახებ
ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, 10 კორპუსის (320 ბინა) მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნულ ობიექტზე, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადი 4190-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო. 

ინფორმაცია ახალციხეში დევნილი ოჯახებისათვის ბინების გადაცემის პროცედურის შესახებ
ახალციხეში,  რუსთაველის ქუჩა N113-ში  მდებარე შენობაში  საცხოვრებელ ფართს 66 იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს. ბინები დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდება. აღნიშნულ ობიექტზე, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით,   განაცხადი  71-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო. 

გაიმართა რეპატრიაციის უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭოს რიგით მე- 5 სხდომა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გდადადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში მინისტრის სოზარ სუბარის თავმჯდომარეობით გაიმართა რეპატრიაციის უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭოს რიგით მე- 5 სხდომა. 

დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის განხილვა
დევნილთა და განსახლების სამინისტროში იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა მიმართ 2015-2016  წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

 
 
დეკემბერი
2019
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
       1
2 3 4
5
6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
საქართველო და მსოფლიო
კელი დაგნანის განცხადებით, დღეს საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს შორის რუსეთის აგრესიული ქმედებების გარდა, არის ჩინეთის გავლენის გაძლიერება
აშშ-ს სენატი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში ამერიკის ელჩად წარდგენილმა კელი დაგნანმა საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო რუსეთის დესტრუქციული და აგრესიული ქმედებების სამიზნე აღმოჩნდა.

ნურიელ რუბინი - საქართველო მაკროეკონომიკური სტაბილურობის კარგი მაგალითია
საქართველო მაკრო და სტრუქტურული რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით სამაგალითო ქვეყანაა,- ამის შესახებ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნით პანელზე - „ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები” ფარგლებში ნიუ-იორკის სტერნის ბიზნესსკოლის ეკონომიკის პროფესორმა ნურიელ რუბინიმ განაცხადა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა ორპარტიული „საქართველოს მხრდამჭერი აქტი“, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობების თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მკაფიო დასტურია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი გახარია - პრეზიდენტ შტაინმაიერის ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და თქვენი ოფიციალური ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას განაცხადა.

ესტონეთის პრეზიდენტი - რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. ამან გამოიწვია ტალღა, რომლის შედეგიც ყირიმის ანექსია იყო, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდემ „ევროპეისკაია პრავდას განუცხადა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის
მისია აღნიშნავს ჩორჩანა-წნელისის რაიონში, ძალოვანი უწყებების არსებით, უწყვეტ წარმომადგენლობას. რამდენიმე ახალი პოზიციის მოწყობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია, ზრდის მათი მოულოდნელი შეხვედრის ალბათობას და წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეხება.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რუსულ ოკუპაციაზე - გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია
გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა ხურვალეთში განუცხადა.

ევროპისა და ამერიკის ქვეყნები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ერთობლივი განცხადებით გმობენ
ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ერთობლივი განცხადებით დაგმეს და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთისგან საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის დაუყოვნებელ შეწყვეტას მოითხოვს
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე "ბორდერიზაციის" პროცესზე შეერთებული შტატების პოზიცია დააფიქსირა.

ევროპარლამენტის წევრი გუგუტიანთკარზე - ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ძლიერი განცხადება, რადგან რუსეთი ამოწმებს იმას, რამდენად შორს შეუძლია წასვლა
ეს არის ოკუპაციის უპრეცედენტო აქტი. ამის შესახებ აუცილებლად ვისაუბრებ ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტებში“, - ამის შესახებ ევროკავშირის პარლამენტის წევრმა მარკტ გრეგოროვამ ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში განუცხადა.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup