მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები
საზოგადოება > სამოქალაქო სექტორი
ვახტანგ ყოლბაია ზუგდიდში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ზუგდიდის დევნილთა ახალ ჩასახლებაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. შეხვედრისას დევნილებმა მთავრობის თავმჯდომარეს საკუთარი პრობლემები გაუზიარეს, ხოლო ვახტანგ ყოლბაია მათ დახმარებას დაპირდა.

ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპულთა პანაშვიდი დღეს სამებაში გაიმართება
აფხაზეთის ომის დროს, ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული კიდევ 12 მებრძოლის ნეშტი იდენტიფიცირებულია. 
დღეს ცხედრებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ. 

სარემონტო სამუშაოები ენგურის ხიდზე
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი ნეტგაზეთის კითხვაზე, როდის დაიწყება სარემონტო სამუშაოები ენგურის ხიდზე, რომლის ამჟამინდელი მდგომარეობა მოქალაქეების გადაადგილებას აფერხებს, ამბობს, რომ ხიდის რემონტი უკვე დაგეგმილია.

ვახტანგ ყოლბაიამ მსჯავრდებულ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრისა და საქველმოქმედო ფონდ „მომავლის გზის" ინიციატივით, ქალაქ რუსთავში მდებარე №5 პენიტენციალურ დაწესებულებაში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელწოდებით „ქალი მომავლის რწმენით" გაიმართა.

აფხაზეთის მთავრობამ თბილისში მცხოვრებ აფხაზ ქალთა ჯგუფთან ქალთა დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ თბილისში მცხოვრებ აფხაზ ქალთა ჯგუფთან ქალთა დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა გამართა. მილოცვებისა და საზეიმო ნაწილის შემდეგ გაიმართა საუბარი ქართულ-აფხაზურ კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე, მისი მოგვარების ეფექტიანი გზების ძიებაზე.

ჩეჩენი და ინგუში ხალხის დეპორტაციის 72 წლისთავის აღსანიშნავად ხსოვნის საღამო გაიმართა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩეჩენი და ინგუში ხალხის დეპორტაციის 72 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართა.

რუსეთში საავტობობილო ქარხანა „ზილი“ მუშაობას წყვეტს
რუსეთში და ყოფილ საბჭოთა კავშირში ცნობილი საავტომობილო ქარხანა „ზილი“ („ЗИЛ“) მუშაობას წყვეტს. გამოცემა „გაზეტა.რუ“-ს ინფორმაციით, ყოფილი ავტოგიგანტის შენარჩუნება და ამ საწარმოს ბაზაზე ახალი ქარხნის გახსნა არ იგეგმება. ქარხნის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების, ასევე ადმინისტრაციული შენობების და სპორტული კომპლექსის მშენებლობა იგეგმება.

 
 
აპრილი
2020
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1
2
3 4 5
6
7
8
9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
საქართველო და მსოფლიო
ტოივო კლაარი - სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე უსაფრთხოებასა და გადასასვლელი პუნქტების დაკეტვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართა
მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე უსაფრთხოებასა და გადასასვლელი პუნქტების დაკეტვასთან დაკავშირებით,-ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მაიკ პომპეო და მარკ ესპერი ამერიკულ ბაზებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ თეთრ სახლში მივიდნენ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და თავდაცვის მინისტრი მარკ ესპერი ირანის მიერ ამერიკულ ბაზებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ თეთრ სახლში მივიდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

კელი დაგნანის განცხადებით, დღეს საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს შორის რუსეთის აგრესიული ქმედებების გარდა, არის ჩინეთის გავლენის გაძლიერება
აშშ-ს სენატი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში ამერიკის ელჩად წარდგენილმა კელი დაგნანმა საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო რუსეთის დესტრუქციული და აგრესიული ქმედებების სამიზნე აღმოჩნდა.

ნურიელ რუბინი - საქართველო მაკროეკონომიკური სტაბილურობის კარგი მაგალითია
საქართველო მაკრო და სტრუქტურული რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით სამაგალითო ქვეყანაა,- ამის შესახებ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნით პანელზე - „ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები” ფარგლებში ნიუ-იორკის სტერნის ბიზნესსკოლის ეკონომიკის პროფესორმა ნურიელ რუბინიმ განაცხადა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა ორპარტიული „საქართველოს მხრდამჭერი აქტი“, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობების თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მკაფიო დასტურია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი გახარია - პრეზიდენტ შტაინმაიერის ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და თქვენი ოფიციალური ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას განაცხადა.

ესტონეთის პრეზიდენტი - რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. ამან გამოიწვია ტალღა, რომლის შედეგიც ყირიმის ანექსია იყო, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდემ „ევროპეისკაია პრავდას განუცხადა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის
მისია აღნიშნავს ჩორჩანა-წნელისის რაიონში, ძალოვანი უწყებების არსებით, უწყვეტ წარმომადგენლობას. რამდენიმე ახალი პოზიციის მოწყობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია, ზრდის მათი მოულოდნელი შეხვედრის ალბათობას და წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეხება.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რუსულ ოკუპაციაზე - გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია
გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა ხურვალეთში განუცხადა.

ევროპისა და ამერიკის ქვეყნები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ერთობლივი განცხადებით გმობენ
ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ერთობლივი განცხადებით დაგმეს და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup