მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები
ახალი თაობა
ნორჩ მეგზურთა შეკრებაში აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში, რეზო თაბუკაშვილის სახელობის ბავშვთა საერთაშორისო ურთიერთობათა კაბინეტის ორგანიზებით და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, გაიმართა ნორჩ მეგზურთა პირველი შეკრება ,,მე ჩემი ქვეყნის მეგზური ვარ“. 

აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები პროექტში - „ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს“ მსოფლიოს 14 ენაზე" -მონაწილეობდნენ
„ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს“ მსოფლიოს 14 ენაზე“, - ასე ერქვა ლიტერატურულ-მუსიკალურ კომპოზიციას, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში გაიმართა და შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850-ე წლისთავს მიეძღვნა. როგორც ცნობილია, 2016 წელი იუნესკომ მსოფლიოში რუსთაველის წლად გამოაცხადა.

აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის დღე საინტერესო ღონისძიებებით დაამახსოვრდათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის ორგანიზებით, 1 ივნისს - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის რამდენიმე საინტერესო, გასართობი თუ ინფორმაციული ხასიათის ღონისძიება გამართა.

აფხაზეთის მოზარდებს პროგრამაში „ბიზნესის ანბანი“ მონაწილეობისათვის სერთიფიკატები გადაეცათ
26 თებერვალს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეებს სასწავლო პროგრამაში „ბიზნესის ანბანი“ მონაწილეობისათვის სერთიფიკატები გადაეცათ. ტრენინგში თბილისში განთავსებული აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

საახალწლო ზეიმი დევნილი ბავშვებისათვის
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის სცენაზე დევნილი ბავშვებისათვის საახალწლო ზეიმი გაიმართა. ყოველწლიურად განსხვავებული ფორმატით, ახალი სპექტაკლითა და ტკბილეულით დევნილი ბავშვებისათვის წინასაახალწლო საზეიმო განწყობის შექმნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ უკვე ტრადიციად აქცია. 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღისათვის მიძღვნილი ღონისზიება
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 30 აფხაზეთიდან დევნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი „ზაალ სულაკაურის სამხატვრო სტუდიას" ესტუმრა. ბავშვებისათვის სპეციალური გასართობი პროგრამა ჯამბაზებითა და სადღესასწაულო სანახაობებით გაიმართა. მოზარდებს საჩუქრები გადაეცათ.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არქეოლოგიურ სამუშაოებში მონაწილეობენ
ქართულ-გერმანული პროექტის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ბრინჯაოსა და ადრერკინის ხანის კოლხური კულტურის ხელოვნურ ნამოსახლარზე, ბორცვ „ტაბაკონზე“, არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს. არქეოლოგიურ სამუშაოებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობენ, სწავლობენ გათხრებისა და მონაპოვარი მასალების დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ესპანური ინტეგრაციისა და სოლიდარობის ფონდ ,,FINSOL“-ის ერთობილივი პროექტი
 2015 წლის ივლის-აგვისტოს თვეებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები 18 ბავშვი მოხალისე ოჯახების მიწვევით ესპანეთის სამეფოში დასასვენებლად იმყოფებოდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით დევნილ ბავშვებს „ჯინო პარადაისმა“ უმასპინძლა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს „GINO-Paradise"-მა უმასპინძლა. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში აკვა პარკს აფხაზეთიდან დევნილი 40 მოზარდი სტუმრობდა.

 
 
ივნისი
2018
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     1 2 3
4
5
6
7
8 9 10
11
12
13 14
15
16 17
18
19 20 21
22
23 24
25 26 27 28 29 30
საქართველო და მსოფლიო
თამარ ჩუგოშვილი - ევროპარლამენტმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო
ევროპარლამენტს არასდროს მიუღია ერთიანი დოკუმენტი, კონკრეტულად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით, - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის - „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ინტერვენციიდან 10 წლის შემდეგ“ მიღებას. 

ჰიზერ ნაუერტი - ასადის რეჟიმის გადაწყვეტილება არ შეცვლის რეალობას ან ჩვენს პოზიციას საქართველოს სუვერენიტეტზე
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" საქართველოს განუყოფელი ნაწილია, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა განაცხადა.

იანოშ ჰერმანი - სირიის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და არაღიარების პოლიტიკას, რომელსაც ევროკავშირი ატარებს
სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა იანოშ ჰერმანმა განცხადება გააკეთა.

ნატოს სამეკავშირეო ოფისი - სირიის გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდენს იმ ფართო საერთაშორისო გაგებაზე, რომ „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია
„სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის რეგიონები საქართველოს ნაწილია, - ამის შესახებ ნატოს სამეკავშირეო ოფისის განცხადებაშია აღნიშნული. განცხადების თანახმად, ნატო კვლავ მოუწოდებს რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" აღიარება და გამოიყვანოს თავისი ძალები საქართველოდან. 

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნით დეკლარაციაში ალიანსის წევრები საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას მხარს უჭერენ
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნით დეკლარაციაში ალიანსის წევრები საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას მხარს უჭერენ. აღნიშნული დოკუმენტი ვარშავაში გამართული საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მიიღეს. 

კონგრესმენი კონოლი - ჩვენ არ მოვისვენებთ, ვიდრე საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოს არ დაუბრუნდება ტერიტორიები და რუსული ოკუპაცია არ დასრულდება
ჩვენ არ მოვისვენებთ, ვიდრე საქართველოს ტერიტორიები არ დაუბრუნდება საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოს და ვიდრე საქართველოს ამ ტერიტორიების რუსული ოკუპაცია არ დასრულდება, - ამის შესახებ საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ კონგრესმენმა ჯერალდ კონოლიმ აშშ-ის კონგრესში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

ვეს მიტჩელი გიორგი კვირიკაშვილს - მადლობას გიხდით თქვენი ლიდერობისთვის, იმ როლისთვის, რომელსაც ასრულებთ რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით
მადლობას გიხდით თქვენი ლიდერობისთვის, იმ როლისთვის, რომელსაც თქვენ და თქვენი გუნდი ასრულებთ რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით, ასევე - ნატოსა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინსვლის უზრუნველსაყოფად, - ამ სიტყვებით მიმართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვეს მიტჩელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ გამართულ შეხვედრაზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე - ჩვენ არ ვაღიარებთ გამყოფ ხაზს, როგორც საერთაშორისო საზღვარს - 10 წლის წინ აქ იყო ომი და მე დღეს აქ ვარ, რათა შევახსენო რუსეთს, რომ მსოფლიოს არ დავიწყებია ეს მოვლენები
ათი წლის წინ აქ იყო ომი და მე დღეს აქ ვარ, რათა შევახსენო რუსეთის მთავრობას, რომ მსოფლიოს არ დავიწყებია ეს მოვლენები, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში უეს მიტჩელმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში განაცხადა.

იენს სტოლტენბერგი - მივესალმებით საქართველოს პროგრესს და ვიმედოვნებ, რომ ნატოს სამიტი ამ პროგრესს აღნიშნავს
საქართველო ნატო-ს ძალიან ახლო პარტნიორია. ვახორციელებთ ბევრი სხვადასხვა სახის საქმიანობას, რითაც უზრუნველვყოფთ პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას საქართველოსთვის, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე, „ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე პასუხისას განაცხადა. 

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე - შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც
შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც, -ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ პაოლო ალიმ განაცხადა.

პასკალ მენიე - საქართველოში ინვესტირებით არაერთი ფრანგული კომპანიაა დაინტერესებული
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საფრანგეთის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს საქართველოში პასკალ მენიეს და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს სამხრეთ კავკასიაში გაელ ასაიჯის შეხვდა.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup