ICA.GE ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები
სიახლეები
აფხაზეთის მთავრობასა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას შორის სამეცნიერო-საგანმანათლებლო და საინფორმაციო თანამშრომლობის შესახებ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ბათუმში ალექსანდრე შარვაშიძის ნახატების გამოფენა და აფხაზური ენის თვითმასწავლებელი ელექტრონული სასაუბრო პროგრამის პრეზენტაცია მოეწყო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ამრას" მხარდაჭერით ქალაქ ბათუმში, აჭარის მწერალთა სახლში აფხაზი მხატვრის, ალექსანდრე შარვაშიძის ნახატების გამოფენა და მისი შემოქმედების ამსახველი დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყო. ასევე, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის სპეციალური პროგრამის ფარგლებში შექმნილი აფხაზური ენის თვითმასწავლებელი - ანიმაციური ელექტრონული სასაუბრო პროგრამის „ვისწავლოთ აფხაზური ენა - ზეპირმეტყველება" გაიმართა. ელექტრონული სასაუბროს საშუალებით ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა გაეცნოს და შეისწავლოს აფხაზური ენა.

სასტუმრო „ბეტსი“-ში ჟურნალისტთა კონფერენცია - „სიტყვა პირველია - ომისა და მშვიდობის ჟურნალისტიკა“ გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთის“ მხარდაჭერით სასტუმრო „ბეტსი“-ში გაიმართა ჟურნალისტთა კონფერენცია - „სიტყვა პირველია - ომისა და მშვიდობის ჟურნალისტიკა“, რომელიც სოხუმის დაცემის 25 წლისთავთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.

აფხაზეთის მთავრობასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა
აფხაზეთის ავტონომიურირესპუბლიკის  მთავრობასა  და  ლევან საყვარელიძის სახელობისდაავადებათა კონტროლისა დასაზოგადოებრივი ჯანმრთელობისეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.

ვალერი არქანიას არტ-გალერეაში უსახელო მწვერვალისათვის ჟიული შარტავას სახელის მინიჭებასთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში გამოჩენილი ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწის, საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, წმინდა გიორგის ოქროს და ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენების კავალერის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, გენერალ-მაიორ ჟიული შარტავას სახელობის მწვერვალზე პირველ ასვლასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ამრიდონ ჩეგიანის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში, ცნობილი პოეტის ამრიდონ ჩეგიანის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. საღამოზე მოეწყო პოეტის ლექსების ახალი კრებულის „რჩეულის" პრეზენტაცია.

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში მალხაზ ბარამიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში მალხაზ ბარამიძის წიგნის „ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი ძვ.წ. II-I ათასწლეულის პირველ ნახევარში" პრეზენტაცია გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
აფხაზეთის  მთავრობაში  აფხაზეთის  ავტონომიური  რესპუბლიკის  განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

კონსერვატორიის მცირე დარბაზში ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“-ის 10 წლის იუბილეს აღსანიშნავი კონცერტი გაიმართა
ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1"-ის 10 წლის იუბილეს აღსანიშნავი კონცერტი გამართა. ასევე დარბაზის ფოიეში მოეწყო ხელოვნების სკოლის სამხატვრო და გამოყენებითი ხელოვნების განყოფილების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. 

covid.ge
call center
 
 
 
ოქტომბერი
2021
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     1 2 3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23 24
25 26 27 28 29 30 31
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup