მთავარი ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები
> სამოქალაქო სექტორი
დაბადებულთა რიცხვი 2014 წელს, წინა წელთან შედარებით, 4,8%-ით გაიზარდა
წინა წელთან შედარებით, 2014 წელს ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა 4,8 %-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2014 წლის ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2014 წელს ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა წინა წელთან შედარებით 4,8%-ით გაიზარდა და 60 635 შეადგინა, მათ შორის, 31 325 ბიჭი და 29 310 გოგო. 

აშშ-ში ტრაგიკულად დაღუპული ქართველი კურსანტების ცხედრები სამშობლოში ჩამოასვენეს
აშშ-ში ტრაგიკულად დაღუპული ქართველი კურსანტების ცხედრები სამშობლოში ჩამოასვენეს. თვითმფრინავი, რომლითაც სოსო მაკარაძე და ბესარიონ გორჯოლაძე ჩამოასვენეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ორი საათის წინ დაეშვა.

საქართველოში იმყოფებიან იმ აკადემიის ხელმძღვანელები და სტუდენტებიც, სადაც ახალგაზრდები წლების განმავლობაში სწავლობდნენ. დაღუპულებს ქაშუეთის ეკლესიაში დაასვენებენ, სადაც ხვალ სამოქალაქო პანაშვიდი უნდა გაიმართოს.

ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო თავდაცვის აკადემიის ორი კურსანტი ნიუ ჯერსიში ავარიას ემსხვერპლა. წინასწარი ვერსიით, ავტომობილი, რომელსაც ამერიკის მოქალაქე მართავდა, ყინულზე მოცურდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთისა რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობების ხელმძღვანელობამ დევნილ ქალბატონებს 3 მარტი მიულოცა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელობამ შვილმკვდარი დედები მოინახულა. ოთარ გოგოხიამ  დევნილ ქალბატონებს დღესასწაული მიულოცა, საჩუქრები გადასცა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.

აფხაზეთში, ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული კიდევ ხუთი პირი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს
დაკრძალვის ცერემონიას, დაღუპულების ოჯახის წევრებთან ერთად, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი დაესწრნენ. სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ დაღუპულთა ახლობლებს მიუსამძირა და მათი საფლავი გვირგვინით შეამკო. 
„ძალიან მძიმე დღეა, მაგრამ მნიშვნელოვანი იმ ოჯახებისთვის, რომლებმაც დაიბრუნეს საკუთარო ოჯახის წევრების ნეშტები და იციან სად არის მათი საფლავი. დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ დიდი ტრაგედიას, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ეს დღე არის კიდევ ერთი gvaxseb იმის, რომ კონფლიქტების მოგვარების გზა მხოლოდ მშვიდობიანი უნდა იყოს. დადგა დრო, ჩვენი ხალხების შერიგების და იმის გაცნობიერების, რომ ჩვენი მომავალი, ჩვენი შვილები აღარ უნდა აღმოჩნდნენ ასეთი ტრაგედიის წინაშე,“- განუცხადა ჟურნალისტებს ქეთევან ციხელაშვილმა. 

100-მდე ეკომიგრანტ ოჯახს სახლებს გადასცემენ
2015 წელს 100-მდე ეკომიგრანტ ოჯახს სახლები გადაეცემა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დევნილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, "სტიქიური მოვლენების შედეგად გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის" სხდომა გაიმართა. 

აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე მღვიმეებში უკონტროლო ვიზიტები აიკრძალება
მომავალი წლიდან ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე მღვიმეებში უკონტროლო შეშვება აიკრძალება. როგორც აფხაზური მედია წერს, მღვიმეებში სანქცირებულ შეშვებაზე საკითხი ეკოლოგებმა ე.წ. მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე დასვეს, სადაც მათმა წინადადებამ მხარდაჭერა მოიპოვა.

სოფელ ერგნეთიდან გაუჩინარებული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
სოფელ ერგნეთიდან სამი დღის წინ გაუჩინარებული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. 78 წლის ვალიკო კასრაძე სამი დღის წინ სახლიდან ღამის პირველ საათზე გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. ოჯახის წევრები ვარაუდობდნენ, რომ ვალიკო კასრაძე ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა და დააკავეს. თუმცა, ცხინვალში მისი დაკავების ფაქტი ამ დრომდე არ დასტურდებოდა. 

ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, 320 დევნილი ოჯახი საცხოვრებელ ფართს მიიღებს
სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტმა, დევნილი ოჯახების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, თითოეულ აპლიკანტს წინასწარი ქულა მიანიჭა. აღნიშნული ქულები საჯაროა და გამოქვეყნდა სამინისტროს ვებ-გვერდზე.

ამჟამად, ზუგდიდში იმყოფებიან დევნილთა და განსახლების მინისტრის სამი მოადგილე და დევნილთა დეპარტამენტის წარმომადგენლები. 

covid.ge
call center
 
 
 
ივლისი
2020
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  
1
2
3
4
5
6
7
8
9
10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup