მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები
საზოგადოება > სამოქალაქო სექტორი
პაატა ზაქარეიშვილი – ორი წლის განმავლობაში ასეთი გამოწვევა არ გვქონია
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი სოფელ ყარაფილაში იმყოფება. მან იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

“ეს არის მთელი საქართველოს ტრაგედია, მე ვთვლი, რომ ეს არის ყველაზე სერიოზული გამოწვევა ჩვენი ხელისუფლებისა.

სამძიმარი ვაზაგაშვილების ოჯახს
კანონის უზენაესობის და სამართლიანობის დაცვა ქვეყანაში მშვიდობიანი ცხოვრების, სტაბილურობის მთავარი გარანტიაა.

ჩემთვის, როგორც ოჯახის პატრონისთვის, მამისთვის, ხელმძღვანელისთვის თავზარდამცემია არასამთავრობო ორგანიზაციის „გადაარჩინე სიცოცხლე“ ხელმძღვანელის, 2006 წლისს 2 მაისს კორტებთან მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამის, იური ვაზაგაშვილის აფეთქება შვილის საფლავზე. 

სამინისტრომ დევნილებისათვის სამეგრელოს რეგიონში 60 კერძო სახლი შეისყიდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში მოქმედებს პროექტი „სოფლად სახლი“, რომლის ფარგლებშიც, სამინისტრო დევნილ ოჯახებს კერძო სახლებს საკარმიდამო ნაკვეთებით შეუსყიდის.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ულოცავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს 82 წლის იუბილეს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ულოცავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II -ს 82 წლის იუბილეს, უსურვებს ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და სულიერ სიმხნევეს.

ვახტანგ ყოლბაიამ რუსთაველის N37-ში ხანძრის შედეგად დამწვარი შენობა მოინახულა
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა რუსთაველის N37-ში, ე. წ. კაზარიანცის სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დამწვარი შენობა მოინახულეს.

ახალსოფელში 42 დევნილი ოჯახი ბინას მიიღებს
სამეგრელოს რეგიონის სოფელ ახალსოფელში, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლების მიზნით, ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან აცნობეს, სამსართულიან შენობაში საცხოვრებელ ფართს, კრიტერიუმების შესაბამისად, 42 დევნილი ოჯახი მიიღებს. 

ინფორმაცია ახალციხეში დევნილი ოჯახებისათვის ბინების გადაცემის პროცედურის შესახებ
ახალციხეში,  რუსთაველის ქუჩა N113-ში  მდებარე შენობაში  საცხოვრებელ ფართს 66 იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს. ბინები დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდება. აღნიშნულ ობიექტზე, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით,   განაცხადი  71-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო. 

ქალაქ ფოთში განსახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა საზოგადოებრივმა საბჭომ შეხვედრა გამართა
ქალაქ ფოთში საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ, „ქალაქ ფოთში განსახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა საზოგადოებრივი საბჭო", დევნილ ოჯახებთან შეხვედრა გამართა, რომელზეც საპატიო სტუმრის სტატუსით მიწვეულნი იყვნენ

 
 
აპრილი
2020
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1
2
3 4 5
6
7
8
9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
საქართველო და მსოფლიო
ტოივო კლაარი - სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე უსაფრთხოებასა და გადასასვლელი პუნქტების დაკეტვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართა
მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე უსაფრთხოებასა და გადასასვლელი პუნქტების დაკეტვასთან დაკავშირებით,-ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მაიკ პომპეო და მარკ ესპერი ამერიკულ ბაზებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ თეთრ სახლში მივიდნენ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და თავდაცვის მინისტრი მარკ ესპერი ირანის მიერ ამერიკულ ბაზებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ თეთრ სახლში მივიდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

კელი დაგნანის განცხადებით, დღეს საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს შორის რუსეთის აგრესიული ქმედებების გარდა, არის ჩინეთის გავლენის გაძლიერება
აშშ-ს სენატი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში ამერიკის ელჩად წარდგენილმა კელი დაგნანმა საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო რუსეთის დესტრუქციული და აგრესიული ქმედებების სამიზნე აღმოჩნდა.

ნურიელ რუბინი - საქართველო მაკროეკონომიკური სტაბილურობის კარგი მაგალითია
საქართველო მაკრო და სტრუქტურული რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით სამაგალითო ქვეყანაა,- ამის შესახებ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნით პანელზე - „ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები” ფარგლებში ნიუ-იორკის სტერნის ბიზნესსკოლის ეკონომიკის პროფესორმა ნურიელ რუბინიმ განაცხადა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა ორპარტიული „საქართველოს მხრდამჭერი აქტი“, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობების თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მკაფიო დასტურია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი გახარია - პრეზიდენტ შტაინმაიერის ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და თქვენი ოფიციალური ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას განაცხადა.

ესტონეთის პრეზიდენტი - რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. ამან გამოიწვია ტალღა, რომლის შედეგიც ყირიმის ანექსია იყო, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდემ „ევროპეისკაია პრავდას განუცხადა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის
მისია აღნიშნავს ჩორჩანა-წნელისის რაიონში, ძალოვანი უწყებების არსებით, უწყვეტ წარმომადგენლობას. რამდენიმე ახალი პოზიციის მოწყობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია, ზრდის მათი მოულოდნელი შეხვედრის ალბათობას და წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეხება.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რუსულ ოკუპაციაზე - გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია
გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა ხურვალეთში განუცხადა.

ევროპისა და ამერიკის ქვეყნები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ერთობლივი განცხადებით გმობენ
ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ერთობლივი განცხადებით დაგმეს და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup