აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით 20 დეკემბერს ქ. ხობში შ.პ.ს. „მკურნალის“ ბაზაზე ჩატარდა დევნილთა უფასო სამედიცინო გამოკვლევები.
აქციის ფარგლებში დევნილებმა უფასოდ მიიღეს თერაპევტის, ნევროლოგის, კარდიოლოგის, ენდოკრინოლოგის, ოფთალმოლოგის, ოტო-რინო-ლარინგოლოგისა და ქირურგის კონსულტაციები, პაციენტებს ასევე ჩაუტარდათ უფასო ულტრა ბგერითი გამოკვლევები, მიეცათ შესაბამისი რეკომენდაციები და დაურიგდათ გარკვეული სახის მედიკამენტები.