მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები
განათლება და მეცნიერება
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფხაზური ენის პედაგოგებს ტრენინგები ჩაუტარდათ
აფხაზური ენის 12 პედაგოგმა აფხაზეთის მთავრობის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ტრენინგები გაიარა.

მათ შორის არიან ზუგდიდის პირველი და მე -15 აფხაზეთის საჯარო სკოლების  პედაგოგები, - განუცხადა „ლაივპრესს“ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ მანანა ქვაჩახიამ.

მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გამოჩენილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ილია ვეკუას 109-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაში გამოჩენილი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის, ეროვნული აკადემიის ყოფილი პრეზიდენტის, მსოფლიოს მრავალი სამეცნიერო აკადემიის მიერ აღიარებული მეცნიერის ილია ვეკუას დაბადებიდან 109-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო „შეშელეთიდან მთაწმინდამდე" გაიმართა.

აფხაზეთის განათლების სამინისტრო აფხაზური ენის სახელმძღვანელოს შედგენაზე მუშაობს
აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ აფხაზური ენის განვითარების მიზნით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. როგორც მინისტრის მოადგილე მანანა ქვაჩახია „ლაივპრესთან“ საუბარში განმარტავს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუშაობს აფხაზური ენის სახელმძღვანელოს შექმნაზე, რომელიც შემდეგ საჯარო სკოლებში უნდა დაინერგოს.

ქართული ენის დღე აღინიშნა
აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ენა დედაა ერისა" მოეწყო.  ღონისძიებაში მონაწილეობა მარნეულის რაიონის აზერბაიჯანული, აფხაზეთის #2 და #3 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და საქველმოქმედო სახლის „მომავლის გზა" აღსაზრდელებმა მიიღეს, ასევე მკვლევარ-ფილოლოგ მარინე კოლხიდაშვილთან შეხვედრა გაიმართა. 

დედაენის ძეგლთან საჯარო სკოლების მოსწავლეები ღონისძიებებს მართავენ
დედაენის დღესთან დაკავშირებით, დედაენის ძეგლთან საჯარო სკოლების მოსწავლეები ღონისძიებებს მართავენ. როგორც “ინტერპრესნიუსს” 139-ე საჯარო სკოლის მასწავლებელმა ნაირა მანჯავიძემ განუცხადა, მოსწავლეებმა მცირე ღონისძიებით დედაენის დღე აღნიშნეს. 

საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გზაზე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, პროცესის ტექნიკური მხარე სრულად შესრულებულია და საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიმდინარე წლის ზაფხულში იქნება მიღებული, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო
პროგრამის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ ნიჭიერ და წარმატებულ ხელოვანებს, შემოქმედებით კოლექტივებსა და ინდივიდუალურ შემსრულებლებს საშუალება ეძლევათ, ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, საზღვარგარეთ გასამგზავრებლად თანადაფინანსება მიიღონ, რაც მხოლოდ მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას გულისხმობს.

ზესტაფონში ეროვნული გამოცდების მოსამზადებელი ცენტრი გაიხსნა
12 მარტს ქ. ზესტაფონში, საერთაშორისო ფონდ ,,თანადგომა XXI საუკუნე“-ს ინიციატივით, განათლების სამინისტრსოს, აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით და „ჯორჯიან მანგანეზი“-ს ფინანსური მხარდაჭერით, ეროვნული გამოცდების მოსამზადებელი ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა.

გაიმართა ტრენინგი აფხაზეთის სკოლების ისტორიის მასწავლებელთათვის
2016 წლის 6 მარტს ქ. ზუგდიდში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის საშუალო სკოლების ისტორიის მასწავლებლებისათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე „სასწავლო ისტორიული რუკების გამოყენების მეთოდები ისტორიის გაკვეთილზე“. ტრენინგს უძღვებოდა ისტორიული რუკების ავტორი მანანა შეყილაძე.

აფხაზეთის სკოლების მოსწავლეებმა ფოტოკონკურსში „ფოტოსინთეზი - 2016“ გაიმარჯვეს
28 თებერვალს აფხაზეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის სკოლების მოსწავლეებისათვის ქ. ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში კონკურსის „ფოტო სინთეზი 2016“ რეგიონული ფოტოგამოფენა გაიმართა. გამოფენის თემა იყო: ,,საქართველოს ფაუნა – ფოტოგრაფია, ნადირობა’’. 

 
 
ოქტომბერი
2019
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7
8
9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
საქართველო და მსოფლიო
გიორგი გახარია - პრეზიდენტ შტაინმაიერის ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და თქვენი ოფიციალური ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას განაცხადა.

ესტონეთის პრეზიდენტი - რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. ამან გამოიწვია ტალღა, რომლის შედეგიც ყირიმის ანექსია იყო, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდემ „ევროპეისკაია პრავდას განუცხადა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის
მისია აღნიშნავს ჩორჩანა-წნელისის რაიონში, ძალოვანი უწყებების არსებით, უწყვეტ წარმომადგენლობას. რამდენიმე ახალი პოზიციის მოწყობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია, ზრდის მათი მოულოდნელი შეხვედრის ალბათობას და წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეხება.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რუსულ ოკუპაციაზე - გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია
გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა ხურვალეთში განუცხადა.

ევროპისა და ამერიკის ქვეყნები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ერთობლივი განცხადებით გმობენ
ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ერთობლივი განცხადებით დაგმეს და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთისგან საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის დაუყოვნებელ შეწყვეტას მოითხოვს
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე "ბორდერიზაციის" პროცესზე შეერთებული შტატების პოზიცია დააფიქსირა.

ევროპარლამენტის წევრი გუგუტიანთკარზე - ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ძლიერი განცხადება, რადგან რუსეთი ამოწმებს იმას, რამდენად შორს შეუძლია წასვლა
ეს არის ოკუპაციის უპრეცედენტო აქტი. ამის შესახებ აუცილებლად ვისაუბრებ ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტებში“, - ამის შესახებ ევროკავშირის პარლამენტის წევრმა მარკტ გრეგოროვამ ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში განუცხადა.

ესტონეთის ელჩი გუგუტიანთკარში ვითარებაზე - რასაც აქ ვხედავთ, ღრმა შეშფოთებას იწვევს არა მხოლოდ პოლიტიკური ან სამხედრო შედეგების, არამედ ჰუმანიტარული თვალსაზრისით
მიმაჩნია, რომ საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა სასარგებლო იქნება, - ამის შესახებ ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კაი კაარელსონმა ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზთან განუცხადა.

საგარეო უწყება - ICAO-ში საქართველოს წარმომადგენელს დაუდასტურეს, რომ ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს
ICAO-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, რომ ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup