მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი მონღოლეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც ყაზახეთის ქალაქ ალმატიში OECD EURASIA WEEK-ის ღონისძიებებში მონაწილეობს, მონღოლეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, დამდინსურენ დავაასურენს შეხვდა. 

დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი 23-25 ოქტომბერს, მონაწილეობს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ფორუმზე, სახელწოდებით „OECD EURASIA WEEK 2017“, რომელიც ყაზახეთის ქალაქ ალმატიში მიმდინარეობს. 

დიმიტრი ქუმსიშვილი და კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდში გერმანიის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდნენ
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდში გერმანიის აღმასრულებელ დირექტორ სტეფან მაიერს შეხვდნენ.

დიმიტრი ქუმსიშვილმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკურ რეფორმებზე ინფორმაცია მიაწოდა
აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა აშშ-ის კონგრესში შეხვედრები გამართა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრების დროს განხილული იყო საქართველო-ამერიკის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში, აგრეთვე ის დახმარება, რაც შეიძლება აშშ-ის ხელისუფლებამ, მათ შორის, კონგრესის ჩართულობით აღმოუჩინოს საქართველოს. 

წინასწარი შეფასებით, 2017 წლის პირველი რვა თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 4.7 % შეადგინა
წინასწარი შეფასებით, 2017 წლის პირველი რვა თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 4.7 % შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებას აქვეყნებს, რომელის თანახმადაც, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის აგვისტოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4,3 პროცენტი, ხოლო 2017 წლის პირველი რვა თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 4,7 პროცენტი შეადგინა.

 
 
აპრილი
2018
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21 22
23
24 25 26 27 28 29
30
საქართველო და მსოფლიო
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე - შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც
შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც, -ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ პაოლო ალიმ განაცხადა.

პასკალ მენიე - საქართველოში ინვესტირებით არაერთი ფრანგული კომპანიაა დაინტერესებული
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საფრანგეთის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს საქართველოში პასკალ მენიეს და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს სამხრეთ კავკასიაში გაელ ასაიჯის შეხვდა.

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი - პირველად ვარ თქვენს ქვეყანაში, როდესაც ვიზალიბერალიზაცია არის არა მოთხოვნა, არამედ რეალობა
პირველად ვარ თქვენს ქვეყანაში, როდესაც ვიზალიბერალიზაცია არის არა მოთხოვნა, არამედ რეალობა, - ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ასელბორნმა განაცხადა.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მონიტორინგის მიზნით შესაღწევად ძალისხმევას გააგრძელებს
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარს ზეიდ რაად ალ-ჰუსეინს შეხვდა. 

კერსტინ ლუნდგრენი და ტიტუს კორლატეანი - მოვუწოდებთ სეპარატისტ ხელისუფლებას და რუსეთის ფედერაციას, გამოიძიონ და გაასამართლონ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი პირები
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს საკითხების მონიტორინგის თანამომხსენებლები კერსტინ ლუნდგრენი (შვედეთი) და ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) ცხინვალში დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დატყვევებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ და მოხდარ ფაქტს გმობენ.

აშშ-ის საელჩო - ვუსამძიმრებთ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს და მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, სრული ინფორმაცია მიაწოდონ საქართველოს მთავრობას ამ ტრაგიკული შემთხვევის გარემოებების შესახებ
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - შთამბეჭდავია საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები და წარმატება, რომელსაც მიაღწიეთ
შთამბეჭდავია თქვენს მიერ განხორციელებული რეფორმები და წარმატება, რომელსაც მიაღწიეთ, - ამის შესახებ დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდერს სამუელსენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. 

უკრაინის ელჩი რუსეთის მიმართ სანქციებზე - საქართველო და უკრაინა რუსეთის აგრესიისგან ყველაზე მეტად დაზარალდნენ, ამიტომ ჩვენ ერთობლივი მოქმედებების გზების მოძებნას შევეცდებით
საქართველო და უკრაინა ყველაზე მეტად დაზარალდნენ რუსეთის აგრესიისგან, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ჩვენ ერთობლივი მოქმედებების გზების მოძებნას შევეცდებით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იგორ დოლგოვმა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმის განახლებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის შეთავაზების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა. 

კონგრესმენი დევიდ პრაისი - საქართველო საერთაშორისო დონეზე მოწინავე როლს ასრულებს
ჩვენ არასოდეს გვქონია იმაზე ნაყოფიერი ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან, ვიდრე ეს საქართველოსთან გვაქვს, - ამის შესახებ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატასთან არსებული კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარემ, დევიდ პრაისმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საპატივცემულოდ გამართულ მიღებაზე განაცხადა. 

კონგრესმენი ტედ პო - საქართველო ყველაზე ძლიერი დემოკრატიული ქვეყანაა რეგიონში
საქართველო იყო და არის ყველაზე ძლიერი დემოკრატია რეგიონში და პუტინს სწამს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს დაამარცხებს, მოერევა დანარჩენ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებსაც, - ამის შესახებ აშშ-ს კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ, ტედ პომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საპატივცემულოდ გამართულ მიღებაზე განაცხადა. 

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup