მთავარი ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ევროკავშირის დამკვირვებლებს ე.წ. საზღვრის დარღვევაში და პროვოკაციაში ადანაშაულებს
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ევროკავშირის დამკვირვებლებს ე.წ. საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებს. როგორც სააგენტო „რესს“ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში ე.წ. სამხრეთ ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა იგორ კოჩიევმა განუცხადა, КГБ-ს სასაზღვრო განაწესმა დღეს, დასახლებულ პუნქტ წნელისში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრული გააჩერა, რომელმაც ე.წ. საზღვარი „დაარღვია“.

ე.წ. „სამხრეთ ოსეთი“ 4 დღით „საკონტროლო -გამშვებ პუნქტ „პერევს“ დაკეტავს
ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ „КГБ“-ს განცხადებით, „რესპუბლიკის დღის“ საზეიმო ღონისძიებებთან დაკავშირებით, „საკონტროლო- გამშვები პუნქტის „პერევის“ მუშაობა დროებით შეწყდება. პუნქტი დაიკეტება 18 სექტემბრის 20:00 საათზე და მუშაობას განაახლებს 22 სექტემბრის დილის 6 საათზე. ამ ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

ოკუპირებული აფხაზეთის „სასამართლოში“ ე.წ.საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული კანდიდატის ალხას კვიწინიას სარჩელის განხილვა გადაიდო
ოკუპირებულ აფხაზეთის „უმაღლესი სასამართლოს“ სხდომა, რომელსაც „პრეზიდენტობის“ დამარცხებული კანდიდატის ალხას კვიწინიას სარჩელი უნდა განეხილა, გადაიდო. გადადების მიზეზი მოსამართლეთა აცილების მოთხოვნა გახდა, რომელიც კვიწინიას მხარემ შეიტანა. მანამდე ერთ-ერთმა მოსამართლემ საკუთარი თავის აცილების თაობაზე თვითონ შეიტანა განცხადება.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ერგნეთში მორიგი ტექნიკური შეხვედრა მიმდინარეობს
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ერგნეთში მორიგი ტექნიკური შეხვედრა მიმდინარეობს. მხარეები ხაშურის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ არსებულ ვითარებას განიხილავენ და ოკუპირებული ახალგორის ჩაკეტვის საკითხზე იმსჯელებენ.

ალხას კვიწინიამ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი გაასაჩივრა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უმაღლესმა სასამართლომ ოპოზიციის ლიდერის ალხას კვიწინიას სარჩელი დაარეგისტრირა, რომელშიც ის „საპრეზიდენტო არჩევნების“ შედეგებს აპროტესტებს. „კვიწინია აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების - საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების აღიარების შესახებ - გაუქმებას ითხოვს“, - განუცხადეს „რია ნოვოსტის“ სასამართლოში.

აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა
აფხაზეთის „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურში რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა. წინასწარი მონაცემებით, მან ხმათა 47.38% პროცენტი მოიპოვა, - ამის შესახებ სააგენტო TASS-ს ე.წ. აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამაზ გოგიამ განუცხადა.

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვარს 6 სექტემბრამდე კეტავს
ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვარს 6 სექტემბრამდე კეტავს. „სამხრეთ ოსეთის“ КГБ-ს პრესსამსახურის უფროსმა ეკატერინა ბიაზროვამ განაცხადა, რომ 4 სექტემბრის, 20:00 საათიდან გამშვები პუნქტები საქართველოსთან „საზღვარზე“დროებით ჩაიკეტება. მისი თქმით, ეს ცოდნის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების გამო კეთდება. გამშვები პუნქტების მუშაობა ჩვეულ რეჟიმში 6 სექტემბერს, 06:00 საათზე განახლდება.

სუს-ი - საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილებაზე შეზღუდვები ართულებს ადგილობრივების ცხოვრებას და უსაფრთხოების გარემოს აზიანებს
საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილებაზე შეზღუდვები ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას და ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს აზიანებს,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლების მიერ „საზღვრის“ დაკეტვის საკითხზე კომენტირებისას განუცხადეს.
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ახალუბანთან დაკავებული 8 პირი კვლავ ცხინვალის მილიციის იზოლატორში რჩება
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ახალუბანთან დაკავებული 8 პირი კვლავ ცხინვალის მილიციის იზოლატორში რჩება. მათი ახლობლების ვარაუდით, ე.წ. სასამართლო პროცესი ცხინვალში დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა, დაზუსტებული ინფორმაციის მიღებას ვერ ახერხებენ, კვლავ შეუძლებელია დაკავებულებთან სატელეფონო კომუნიკაციაც.

covid.ge
call center
 
 
 
ივლისი
2020
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup