მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები
სიახლეები
კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ახალ ოფისისა და სარეპეტიციო დარბაზის პრეზენტაცია გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს საკუთრებაში ფართი გადასცა. ამ მოვლენის აღსანიშნავად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში თეატრის ახალ ოფისისა და სარეპეტიციო დარბაზის პრეზენტაცია გაიმართა.

ევროპარლამენტი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას კენჭს 2 თებერვალს უყრის
ევროპარლამენტი პლენარულ სესიაზე საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას კენჭს მიმდინარე წლის 2 თებერვალს უყრის. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია ევროპარლამენტის თებერვლის თვის დღის წესრიგში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების მიერ განხორციელებული საქმიანობა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობებმა 2016 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მატერიალური დახმარება სულ 3 231 მოქალაქეზე გასცეს - მთლიანი თანხის მოცულობამ 413 030 ლარი შეადგინა.

ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის მთავრობის წევრებმა ალილოს მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თვამჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ , აფხაზეთის მთავრობის წევრებმა , აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლებმა ალილოს სადღესასწაულო მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა.

ვახტანგ ყოლბაია საერთაშორისო ორგანიზაცია „World Vision“-ის წარმომადგენელს შეხვდა
აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საერთაშორისო ორგანიზაცია „World Vision საქართველოს" ოფისის პროგრამების დირექტორ ეკა ჟვანიასა და ახალგაზრდობის გაძლიერების ტექნიკური პროგრამის კოორდინატორ ირაკლი გიორბელიძეს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 38-ე რაუნდთან დაკავშირებით
პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში - უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. 

გიორგი მარგველაშვილი - თუ შევხედავთ ნატო-ს გაფართოების ისტორიას, ვნახავთ, რომ ქვეყნები ოკუპირებული ტერიტორიებით მიიღეს ალიანსში
თუ შევხედავთ ნატო-ს გაფართოების ისტორიას, ვნახავთ რომ ქვეყნები ოკუპირებული ტერიტორიებით და სადავო საზღვრებით, მათ შორის რუსეთთან, მიღებულნი იქნენ ალიანსში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უსაფრთხოების თემაზე, ავლაბრის სასახლეში მიმდინარე დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

‪მიხეილ ჯანელიძე: რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესში საქართველოს ეუთოს გაძლიერებული ჩართულობა ესაჭიროება

‪თავის სიტყვაში, საგარო უწყების ხელმძღვანელმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა ეუთოს წევრი ქვეყნის მიერ საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას.

 
 
მაისი
2018
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 
1
2
3
4
5 6
7
8
9
10
11 12 13
14
15 16
17
18 19 20
21
22
23
24
25
26 27
28 29 30 31
საქართველო და მსოფლიო
კონგრესმენი კონოლი - ჩვენ არ მოვისვენებთ, ვიდრე საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოს არ დაუბრუნდება ტერიტორიები და რუსული ოკუპაცია არ დასრულდება
ჩვენ არ მოვისვენებთ, ვიდრე საქართველოს ტერიტორიები არ დაუბრუნდება საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოს და ვიდრე საქართველოს ამ ტერიტორიების რუსული ოკუპაცია არ დასრულდება, - ამის შესახებ საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ კონგრესმენმა ჯერალდ კონოლიმ აშშ-ის კონგრესში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

ვეს მიტჩელი გიორგი კვირიკაშვილს - მადლობას გიხდით თქვენი ლიდერობისთვის, იმ როლისთვის, რომელსაც ასრულებთ რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით
მადლობას გიხდით თქვენი ლიდერობისთვის, იმ როლისთვის, რომელსაც თქვენ და თქვენი გუნდი ასრულებთ რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით, ასევე - ნატოსა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინსვლის უზრუნველსაყოფად, - ამ სიტყვებით მიმართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვეს მიტჩელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ გამართულ შეხვედრაზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე - ჩვენ არ ვაღიარებთ გამყოფ ხაზს, როგორც საერთაშორისო საზღვარს - 10 წლის წინ აქ იყო ომი და მე დღეს აქ ვარ, რათა შევახსენო რუსეთს, რომ მსოფლიოს არ დავიწყებია ეს მოვლენები
ათი წლის წინ აქ იყო ომი და მე დღეს აქ ვარ, რათა შევახსენო რუსეთის მთავრობას, რომ მსოფლიოს არ დავიწყებია ეს მოვლენები, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში უეს მიტჩელმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში განაცხადა.

იენს სტოლტენბერგი - მივესალმებით საქართველოს პროგრესს და ვიმედოვნებ, რომ ნატოს სამიტი ამ პროგრესს აღნიშნავს
საქართველო ნატო-ს ძალიან ახლო პარტნიორია. ვახორციელებთ ბევრი სხვადასხვა სახის საქმიანობას, რითაც უზრუნველვყოფთ პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას საქართველოსთვის, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე, „ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე პასუხისას განაცხადა. 

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე - შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც
შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც, -ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ პაოლო ალიმ განაცხადა.

პასკალ მენიე - საქართველოში ინვესტირებით არაერთი ფრანგული კომპანიაა დაინტერესებული
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საფრანგეთის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს საქართველოში პასკალ მენიეს და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს სამხრეთ კავკასიაში გაელ ასაიჯის შეხვდა.

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი - პირველად ვარ თქვენს ქვეყანაში, როდესაც ვიზალიბერალიზაცია არის არა მოთხოვნა, არამედ რეალობა
პირველად ვარ თქვენს ქვეყანაში, როდესაც ვიზალიბერალიზაცია არის არა მოთხოვნა, არამედ რეალობა, - ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ასელბორნმა განაცხადა.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მონიტორინგის მიზნით შესაღწევად ძალისხმევას გააგრძელებს
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარს ზეიდ რაად ალ-ჰუსეინს შეხვდა. 

კერსტინ ლუნდგრენი და ტიტუს კორლატეანი - მოვუწოდებთ სეპარატისტ ხელისუფლებას და რუსეთის ფედერაციას, გამოიძიონ და გაასამართლონ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი პირები
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს საკითხების მონიტორინგის თანამომხსენებლები კერსტინ ლუნდგრენი (შვედეთი) და ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) ცხინვალში დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დატყვევებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ და მოხდარ ფაქტს გმობენ.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup