მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები
საზოგადოება > სამოქალაქო სექტორი
იანოშ ჰერმანი - არ მოველით, საქართველოს აღმოჩენას იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას დაექვემდებარებიან
წინასწარი მონაცემებით, არ მოველით, საქართველოს აღმოჩენას იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას დაექვემდებარებიან, - ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა განაცხადა.

აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები
აფხაზეთის საჯარო სკოლებში აფხაზური ენის ტრადიციული კვირეული გრძელდება. კვირეულის ფარგლებში, 23 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით, ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები: კონკურსები კალიგრაფიასა და მხატვრულ კითხვაში, გამოფენები.

კვლევის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეთა 59% ევროკავშირის მიმართ დადებითადაა გაწყობილი, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ყველაზე კარგი მაჩვენებელია
საქართველოს მოქალაქეთა 59% ევროკავშირის მიმართ დადებითად არის გაწყობილი, რაც ყველაზე კარგი მაჩვენებელია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, - ასეთი შედეგები აჩვენა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროკავშირის OPEN პროგრამის ფარგლებში ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის კვლევამ.

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა იმართება
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში მორიგი შეხვედრა იმართება. როგორც სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძემ ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, განსახილველი თემა უცვლელი რჩება. მათ შორის, გასული წლის 19 მაისს ადმინისტრაციულ საზღვართან გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი ოღლის დაკავების მოთხოვნა. ასევე დრანდის ციხეში, მყოფი ზუგდიდის სოფელ რიყის მცხოვრები არჩიკო და პაატა როგავების და ზუგდიდის მკვიდრის მანუჩარ წუშბაიას გათავისუფლების საკითხი. 

ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი საქველმოქმედო მოძრაობა უძველეს ქრისტიანულ ტაძრებთან დაკავშირებით გაერო-ს და იუნესკო-ს მიმართავს
ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი საქველმოქმედო მოძრაობა „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩები“ უძველეს ქრისტიანულ ტაძრებთან დაკავშირებით გაერო-ს და იუნესკო-ს მიმართავს. ამის შესახებ „სპუტნიკ-აბხაზია“ წერს.

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართება
გალში, დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართება. როგორც სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კახაბერ ქემოკლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავარი თემა კვლავ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლის ქართული მხარისთვის გადმოცემა იქნება.

 
 
იანვარი
2018
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2
3
4
5 6 7
8
9 10 11
12
13 14
15
16
17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
საქართველო და მსოფლიო
გაერო-ში აშშ-ის ელჩი ნიკი ჰელი საქართველოს მადლობას უხდის
გაერო-ში აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰელიმ მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, ვინც გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაზე მხარი არ დაუჭირა იმ რეზოლუციას, რომელიც აშშ-ის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას გმობდა.
ჩამოთვლილ ქვეყნებს შორის ნიკი ჰეილი მადლობას უხდის საქართველოსაც. ამის შესახებ ნიკი ჰეილიმ განცხადება „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გააკეთა.

ევროკომისია საქართველოს 6 ძირითადი რეკომენდაციით მიმართავს
სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ანგარიშის ფარგლებში, ევროკომისია საქართველოს 6 ძირითადი რეკომენდაციით მიმართავს. ევროკომისიის შეფასებით, საერთო ჯამში, საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ნიშნულთა შესრულება გრძელდება და მოსალოდნელია განხორციელების შემდგომი გაუმჯობესება, თუმცა ყურადღებას საჭიროებს შემდეგი სფეროები:

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ერიკ ჰოეგი უხელმძღვანელებს
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ერიკ ჰოეგი უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ევროკავშირის მისიის თბილისის ოფისიდან აცნობეს. 
აქამდე ჰოეგი მისიის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ხოლო მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან კი მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე - ”ჯაველინები” რუსეთს სიგნალს გაუგზავნის, რომ საქართველოზე თავდასხმა ძვირი დაუჯდება
”ჯაველინები” რუსეთს სიგნალს გაუგზავნის, რომ საქართველოზე თავდასხმა მოსკოვს ძვირი დაუჯდება, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილმა მეორე მოადგილემ უკრაინის, რუსეთის და ევრაზიის საკითხებში, ეველინ ფარკასმა "ამერიკის ხმის" ქართულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა.

ვაშინგტონში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ხალხთაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება
ვაშინგტონში დღეს საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება.

იენს სტოლტენბერგი - მივესალმებით რეფორმებს, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს
ბატონო მიხეილ, ჩემთვის დიდი პატივია გიხილოთ ნატო-ში და კიდევ ერთხელ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, - ასე მიმართა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს, რომელიც ბრიუსელში მიმდინარე საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში იმყოფება.

იენს სტოლტენბერგი - მივესალმებით საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს და განვაგრძობთ აქტიურ მხარდაჭერას
საქართველოსთან პარტნიორობა ნატო-სთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან გამართული შეხვედრის შემდგომ განაცხადა. 

ნილს სკოტი - გაერო-ს განვითარების პროგრამა ცდილობს დაეხმაროს საქართველოს დემოკრატიულ ტრანსფორმაციაში
კონფერენციაში, რომელშიც 17 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს, საუბარი შეეხება მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც ზეგავლენას ახდენს ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე ისევე, როგორც კანდიდატ ქვეყნებზე, - ამის შესახებ გაერო-ს მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნილს სკოტმა კონფერენციაზე “ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

იანოშ ჰერმანი - ევროკავშირში მიმდინარეობს დებატები გაერთიანების მომავალზე, მნიშვნელოვანია, რომ ამ დებატებში საქართველოც მონაწილეობდეს
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საქართველოც მონაწილეობდეს დებატებში ევროკავშირის მომავლის თაობაზე, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა პარლამენტში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე "ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

იანოშ ჰერმანი - ჩვენ ვეძებთ უკვე ჩამოყალიბებული ურთიერთობების გაღრმავების მოქნილ გზებს, რომელიც ხელსაყრელი იქნება ყველასთვის
ჩვენ ვეძებთ უკვე ჩამოყალიბებული ურთიერთობების გაღრმავების მოქნილ და დინამიურ გზებს, რომელიც ხელსაყრელი იქნება ყველასთვის, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა პარლამენტში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის "ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის" შეფასებისას განაცხადა. 

იანოშ ჰერმანი - აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციაში აღიარებულია საქართველოს ევროპული მისწრაფებები
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციაში აღიარებულია საქართველოს ევროპული მისწრაფებები, პროგრესი ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების კუთხით, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ ორგანიზებული კონფერენციის დასრულების შემდეგ, 2017 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგების შეჯამებისას განაცხადა. 

ლუ იანზონგი - საქართველო არის ძალიან სტაბილური ქვეყანა, ჰყავს ეფექტური მთავრობა, აქვს ხელსაყრელი საგადასახადო პოლიტიკა და კარგი საინვესტიციო გარემო
სოციალურად, საქართველო არის ძალიან სტაბილური ქვეყანა, ჰყავს ეფექტური მთავრობა, აქვს ხელსაყრელი საგადასახადო პოლიტიკა და კარგი საინვესტიციო გარემო, - ამის შესახებ თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმზე” სიტყვით გამოსვლისას, აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ლუ იანზონგმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია აბრეშუმის გზის განვითარებისთვის. 

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup