მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები
საზოგადოება > აფხაზური პრესა დღეს
ვ.ჩირიკბა მოსკოვში აფხაზ სტუდენტებს შეხვდა
მოსკოვში აფხაზეთის საელჩოში გაიმართა აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ვ.ჩირიკბას შეხვედრა  მოსკოვში სასწავლებლად ჩასულ სტუდენტებთან, რომლებიც მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიაში სწავლობენ.

საფრანგეთში „ აფხაზურ-ფრანგული“ ლექსიკონი გამოიცა
აფხაზურ-ფრანგული ლექსიკონი მიშელ ბოლერბის ავტორობით ფრანგულმა გამომცემლობა«L`Harmattan».-მა გამოსცა.  ლექსიკონის გამოცემაში მას დახმარება გაუწიეს თანაშემწეებმა  მარია კალტენბახმა-შევცოვამ, რომელიც წარმოშობით სოხუმელია და მისმა მეუღლემ ერიკ კალტენბახმა.

სოხუმში „აფხაზური ენის თვითმასწავლებლის“ 2000 ეგზემპლარი გამოიცა
აფხაზური ენის თვითმასწავლებელი გამოიცა აფხაზური ენის განვითარებისა და საზოგადოებრივი ფონდის „ამშარას“ სახსრებით.- წერს აფხაზური სააგენტო.

აფხაზური ენის განვითრების ფონდის  დირექტორის გუნდა  კვიწინიას თქმით, „სახელმძღვანელო განკუთვნილია აფხაზური ენის შესწავლის მსურველთათვის. 

.მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 3. 550-ზე მეტ ადამიანი დააკავეს მდ. ენგურზე ე. წ. „საზღვრის“ რეჟიმის დარღვევის გამო
როგორც აფხაზური საგენტო იუწყება, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფსბ-ს სასაზღვრო სამმართველოს ქვეგანყოფილების მიერ “საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონიძიებების“ ჩატარების შედეგად 2015 წლის პირველ კვარტალში   მდინარე ენგურზე გამავალ ადმინისტრაციულ საზღვარზე ე. წ. სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის  მიზეზით დააკავეს 30 ადამიანზე მეტი, „სახელმწიფო საზღვრის“  რეჟიმის დარღვევის  მიზეზით- 550-ზე მეტი ადამიანი.

ასლან კობახია- პოლიტიკური მიზანი ერთია- აფხაზეთის მცხოვრებთა პასპორტიზაციის კანონიერ კალაპოტში დაბრუნება
აფხაზეთის ე. წ. საზოგადოებრივმა პალატამ  განიხილა გალის რაიონის მცხოვრებთა პასპორტიზაციის საკითხი.როგორც აფხაზეთის რესპუბლიკის პასპორტების გაცემის კანონიერების კონტროლის აფხაზური საპარლამენტო  კომისიის თავმჯდომარემ ასლან კობახიამ განმარტა, უკვე წელიწადნახევარია  რაც აფხაზეთის ყველა რაიონი მოწმდება, ხოლო უახლოეს დროში მოსმენილი იქნება რაიონის პროკურორების მოხსენებები ადგილზე სიტუციიხ შესახებ.

აფხაზეთის ე. წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატამ მონაწილეობა მიიღო სანკტ პეტერბურგის ტექნიკური ბაზრობის გახსნაში
პეტერბურგის  სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდნეტის  ვლდიმირ კატენევის მიწვევით აფხაზეთის ე. წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატამ მონაწილეობა მიიღო სანკტ-პეტერბურგის სავაჭრო=სამრეწველო პალატის მესამე ყრილობაში.

აფხაზეთის ე. წ. მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა ანგარიში 2014 წლის ე.წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ
აფხაზეთის ე. წ. მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა ანგარიში  2014 წლის ე.წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ. ინფორმაციის თანახმად, რომელიც ფინანსთა მინისტრმა ამრა ქვარანძიამ წარადგინა აფხაზეთის „ სახელმწიფო“ ბიუჯეტის შესრულებამ შეადგინა შემოსავლების ნაწილში 8 მლრდ 372 მლნ 794 რუბლი, გასავლის ნაწილში კი 8 მლრდ 471 მლნ 759 რუბლი. 

 
 
აპრილი
2018
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21 22
23
24 25 26 27 28 29
30
საქართველო და მსოფლიო
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე - შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც
შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც, -ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ პაოლო ალიმ განაცხადა.

პასკალ მენიე - საქართველოში ინვესტირებით არაერთი ფრანგული კომპანიაა დაინტერესებული
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საფრანგეთის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს საქართველოში პასკალ მენიეს და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს სამხრეთ კავკასიაში გაელ ასაიჯის შეხვდა.

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი - პირველად ვარ თქვენს ქვეყანაში, როდესაც ვიზალიბერალიზაცია არის არა მოთხოვნა, არამედ რეალობა
პირველად ვარ თქვენს ქვეყანაში, როდესაც ვიზალიბერალიზაცია არის არა მოთხოვნა, არამედ რეალობა, - ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ასელბორნმა განაცხადა.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მონიტორინგის მიზნით შესაღწევად ძალისხმევას გააგრძელებს
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარს ზეიდ რაად ალ-ჰუსეინს შეხვდა. 

კერსტინ ლუნდგრენი და ტიტუს კორლატეანი - მოვუწოდებთ სეპარატისტ ხელისუფლებას და რუსეთის ფედერაციას, გამოიძიონ და გაასამართლონ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი პირები
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს საკითხების მონიტორინგის თანამომხსენებლები კერსტინ ლუნდგრენი (შვედეთი) და ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) ცხინვალში დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დატყვევებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ და მოხდარ ფაქტს გმობენ.

აშშ-ის საელჩო - ვუსამძიმრებთ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს და მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, სრული ინფორმაცია მიაწოდონ საქართველოს მთავრობას ამ ტრაგიკული შემთხვევის გარემოებების შესახებ
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - შთამბეჭდავია საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები და წარმატება, რომელსაც მიაღწიეთ
შთამბეჭდავია თქვენს მიერ განხორციელებული რეფორმები და წარმატება, რომელსაც მიაღწიეთ, - ამის შესახებ დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდერს სამუელსენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. 

უკრაინის ელჩი რუსეთის მიმართ სანქციებზე - საქართველო და უკრაინა რუსეთის აგრესიისგან ყველაზე მეტად დაზარალდნენ, ამიტომ ჩვენ ერთობლივი მოქმედებების გზების მოძებნას შევეცდებით
საქართველო და უკრაინა ყველაზე მეტად დაზარალდნენ რუსეთის აგრესიისგან, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ჩვენ ერთობლივი მოქმედებების გზების მოძებნას შევეცდებით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იგორ დოლგოვმა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმის განახლებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის შეთავაზების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა. 

კონგრესმენი დევიდ პრაისი - საქართველო საერთაშორისო დონეზე მოწინავე როლს ასრულებს
ჩვენ არასოდეს გვქონია იმაზე ნაყოფიერი ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან, ვიდრე ეს საქართველოსთან გვაქვს, - ამის შესახებ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატასთან არსებული კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარემ, დევიდ პრაისმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საპატივცემულოდ გამართულ მიღებაზე განაცხადა. 

კონგრესმენი ტედ პო - საქართველო ყველაზე ძლიერი დემოკრატიული ქვეყანაა რეგიონში
საქართველო იყო და არის ყველაზე ძლიერი დემოკრატია რეგიონში და პუტინს სწამს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს დაამარცხებს, მოერევა დანარჩენ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებსაც, - ამის შესახებ აშშ-ს კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ, ტედ პომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საპატივცემულოდ გამართულ მიღებაზე განაცხადა. 

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup