მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები
განათლება და მეცნიერება
აფხაზეთის საჯარო სკოლას აფხაზური და ქართული ლექსიკონები გადასცეს
ზუგდიდში მოქმედ აფხაზეთის #1 საჯარო სკოლას აფხაზურ-ქართული და ქართულ-აფხაზური ლექსიკონები გადასცეს. გამომცემლობა „ინტელექტმა“ სერია „ინტელექტის ლექსიკონების“ ფარგლებში თეიმურაზ გვანცელაძის მიერ შედგენილი წიგნები სასწავლო დაწესებულებაში დღეს მიიტანა. გამომცემლობის მთავარი რედაქტორის, ზვიად კვარაცხელიას განმარტებით, თითოეულ წიგნში 4 ათას 500 სიტყვამდეა შესული.

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ განათლების მიმართულებით 2015 წელს გაწეული მუშაობა შეაჯამა
2015 წლის 24 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ სამინისტროს არტ-გალერეაში აფხაზეთის საჯარო სკოლებისა და ოკუპირებული ტერიტორიების მასწავლებელთა კონფერენცია გამართა.

არტ-გალერეაში აფხაზეთიდან დევნილი მწერლის ნანა ჯეჯეიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთიდან დევნილი და ამჟამად აშშ-ში მოღვაწე მწერლის ნანა ჯეჯეიას წიგნის „სადღაც გადარგული ბავშვობა“ პრეზენტაცია გაიმართა.

მეფუტკრეობის დარგში ხელოვნური განაყოფიერების ლაბორატორია გაიხსნა
თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეფუტკრეობის დარგში ხელოვნურად განაყოფიერების ლაბორატორია გაიხსნა. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,აგორამ“ ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით განახორციელა. პროექტში აქტიურად არიან ჩართული აფხაზეთიდან დევნილი მეფუტკრეები.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლატვიის აუდიტორია გაიხსნა
9 ნოემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლატვიის აუდიტორია გაიხსნა. აუდიტორიის მიზანია ორ მეგობარ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავება, უნივერსიტეტის თანამშრობლებსა და სტუდენტებში ლატვიური კულტურის პოპულარიზაცია და ერთობლივ პროექტებზე მუშაობა.

პაატა ბურჭულაძე „არტ გალერეაში“ აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა
ფონდი „ივერიის“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებულ „არტ გალერეაში“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა და მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობის მიმდინარეობაზე ინფორმაცია მიაწოდა.

აფხაზეთის №7 საჯარო სკოლაში აფხაზური ენისა და ლიტერატურის გაკვეთილს ვახტანგ ყოლბაია და დიმიტრი ჯაიანი დაესწრნენ
აფხაზეთის საჯარო სკოლებში აფხაზური ენის სწავლება მიმდინარეობს აფხაზური ენის შემსწავლელი პროგრამის, აფხაზური მხარის მიერ ქართულენოვანი სკოლებისათვის შექმნილი აფხაზური ენის სახელმძღვანელოს, ლექსიკონისა და თვალსაჩინოებების, ფერადი ილუსტრაციების, რუკების, ფოტოებისა და ვიდეომასალის დახმარებით.

ტექნიკურ უნივერსიტეტში ნაშრომის „ჰონგ-კონგი, ჩინეთი – 1997“ პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „კონფლიქტების დარეგულირების სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური კვლევების ცენტრის“ მიერ მომაზადებული ნაშრომის – „ჰონკონგი, ჩინეთი-1997“ ერთობლივი პრეზენტაცია გამართა.

 
 
ივნისი
2018
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     1 2 3
4
5
6
7
8 9 10
11
12
13 14
15
16 17
18
19 20 21
22
23 24
25 26 27 28 29 30
საქართველო და მსოფლიო
თამარ ჩუგოშვილი - ევროპარლამენტმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო
ევროპარლამენტს არასდროს მიუღია ერთიანი დოკუმენტი, კონკრეტულად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით, - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის - „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ინტერვენციიდან 10 წლის შემდეგ“ მიღებას. 

ჰიზერ ნაუერტი - ასადის რეჟიმის გადაწყვეტილება არ შეცვლის რეალობას ან ჩვენს პოზიციას საქართველოს სუვერენიტეტზე
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" საქართველოს განუყოფელი ნაწილია, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა განაცხადა.

იანოშ ჰერმანი - სირიის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და არაღიარების პოლიტიკას, რომელსაც ევროკავშირი ატარებს
სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა იანოშ ჰერმანმა განცხადება გააკეთა.

ნატოს სამეკავშირეო ოფისი - სირიის გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდენს იმ ფართო საერთაშორისო გაგებაზე, რომ „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია
„სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის რეგიონები საქართველოს ნაწილია, - ამის შესახებ ნატოს სამეკავშირეო ოფისის განცხადებაშია აღნიშნული. განცხადების თანახმად, ნატო კვლავ მოუწოდებს რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" აღიარება და გამოიყვანოს თავისი ძალები საქართველოდან. 

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნით დეკლარაციაში ალიანსის წევრები საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას მხარს უჭერენ
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნით დეკლარაციაში ალიანსის წევრები საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას მხარს უჭერენ. აღნიშნული დოკუმენტი ვარშავაში გამართული საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მიიღეს. 

კონგრესმენი კონოლი - ჩვენ არ მოვისვენებთ, ვიდრე საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოს არ დაუბრუნდება ტერიტორიები და რუსული ოკუპაცია არ დასრულდება
ჩვენ არ მოვისვენებთ, ვიდრე საქართველოს ტერიტორიები არ დაუბრუნდება საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოს და ვიდრე საქართველოს ამ ტერიტორიების რუსული ოკუპაცია არ დასრულდება, - ამის შესახებ საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ კონგრესმენმა ჯერალდ კონოლიმ აშშ-ის კონგრესში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

ვეს მიტჩელი გიორგი კვირიკაშვილს - მადლობას გიხდით თქვენი ლიდერობისთვის, იმ როლისთვის, რომელსაც ასრულებთ რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით
მადლობას გიხდით თქვენი ლიდერობისთვის, იმ როლისთვის, რომელსაც თქვენ და თქვენი გუნდი ასრულებთ რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით, ასევე - ნატოსა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინსვლის უზრუნველსაყოფად, - ამ სიტყვებით მიმართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვეს მიტჩელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ გამართულ შეხვედრაზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე - ჩვენ არ ვაღიარებთ გამყოფ ხაზს, როგორც საერთაშორისო საზღვარს - 10 წლის წინ აქ იყო ომი და მე დღეს აქ ვარ, რათა შევახსენო რუსეთს, რომ მსოფლიოს არ დავიწყებია ეს მოვლენები
ათი წლის წინ აქ იყო ომი და მე დღეს აქ ვარ, რათა შევახსენო რუსეთის მთავრობას, რომ მსოფლიოს არ დავიწყებია ეს მოვლენები, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში უეს მიტჩელმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში განაცხადა.

იენს სტოლტენბერგი - მივესალმებით საქართველოს პროგრესს და ვიმედოვნებ, რომ ნატოს სამიტი ამ პროგრესს აღნიშნავს
საქართველო ნატო-ს ძალიან ახლო პარტნიორია. ვახორციელებთ ბევრი სხვადასხვა სახის საქმიანობას, რითაც უზრუნველვყოფთ პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას საქართველოსთვის, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე, „ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე პასუხისას განაცხადა. 

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე - შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც
შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც, -ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ პაოლო ალიმ განაცხადა.

პასკალ მენიე - საქართველოში ინვესტირებით არაერთი ფრანგული კომპანიაა დაინტერესებული
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საფრანგეთის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს საქართველოში პასკალ მენიეს და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს სამხრეთ კავკასიაში გაელ ასაიჯის შეხვდა.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup