მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები
საზოგადოება
ოკუპირებული გალის დე ფაქტო ხელმძღვანელი - აფხაზეთს საქართველოსგან დღეს არანაკლები საფრთხე ემუქრება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს
აფხაზეთს საქართველოსგან დღეს არანაკლები საფრთხე ემუქრება, ვიდრე ხე სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, - განაცხადა ოკუპირებული გალის რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ.

 

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს
გალის რაიონში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე კაპანაძე დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს საქართველოს მოქალაქეს ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთა ედება.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაზე - „ძაღლი ყეფს ქარავანი მიდის“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება აფხაზეთსა და სხვა ქვეყნებს შორის საერთაშორისო საავიაციო მიმოსვლის მიუღებლობის თაობაზე არის აფხაზეთის მთელი მსოფლიოსგან იზოლირების მორიგი, უკვე ჩვეული მცდელობა“, - ასე გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას თავის „ფეისბუქის“ გვერდზე.

რუსლან აბაშიძის გამოხმაურება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში, ოკუპირებული აფხაზეთიდან დარეგისტრირებული აბიტურიენტებისთვის გამარტივებული წესით ჩარიცხვის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით
„მსურს გამოვეხმაურო, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო  სისტემაში,  ოკუპირებული აფხაზეთიდან  დარეგისტრირებული აბიტურიენტებისთვის გამარტივებული წესით ჩარიცხვის გადაწყვეტილებას, რომელთაც  ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვის გამო არ მიეცათ თავისუფალი გადაადგილების საშუალება და შესაბამისად ვერ მოახერხეს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება.  

რაულ ხაჯიმბა - საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადით ვიყრი კენჭს იმ საქმის გასაგრძელებლად, რაც დავიწყე
უნდა გავაგრძელო ის, რაც დაწყებულია, ყოველ შემთხვევაში, ჩემ მიერ, - განუცხადა „რია ნოვოსტის“ აფხაზეთის ე.წ.პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ. მან „არჩევნებში“ მონაწილეობის მისაღებად 16 ივლისს განაცხადი შეიტანა. ჟურნალისტის კითხვის პასუხად ხაჯიმბამ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში შექმნილი მდგომარეობა დაახასიათა და ახალი საპროტესტო გამოსვლების შესაძლებლობაზეც ისაუბრა.

რუსლან აბაშიძე საქართველოში პროექტ „ზრდა“-ს ხელმძღვანელის მოადგილე ქეთევან ჭუმბურიძეს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე საქართველოში პროექტ „ზრდა“-ს ხელმძღვანელის მოადგილე ქეთევან ჭუმბურიძეს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

დიდმა ბრიტანეთმა რუს დიპლომატს ქვეყანაში შესასვლელად ვიზაზე უარი უთხრა
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ რუს დიპლომატს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, რომელიც ინგლისში მასმედიის თავისუფლების შესახებ დაგეგმილ კონფერენციაზე იყო აკრედიტებული, ქვეყანაში შესასვლელი ვიზა არ მისცეს. ამის შესახებ ბრიტანეთში რუსეთის საელჩოში განაცხადეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში არჩევნები აპრილის დასაწყისში ჩატარდება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში არჩევნები 8 ან 9 აპრილის ჩატარდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, გია გვაზავამ განუცხადა. მისივე თქმით, იგი თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის კიდევ ერთხელ წამოყენებას არ გეგმავს.

 
 
სექტემბერი
2019
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
       1
2
3
4
5
6
7 8
9
10
11
12
13
14 15
16
17
18
19
20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
საქართველო და მსოფლიო
ესტონეთის პრეზიდენტი - რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. ამან გამოიწვია ტალღა, რომლის შედეგიც ყირიმის ანექსია იყო, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდემ „ევროპეისკაია პრავდას განუცხადა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის
მისია აღნიშნავს ჩორჩანა-წნელისის რაიონში, ძალოვანი უწყებების არსებით, უწყვეტ წარმომადგენლობას. რამდენიმე ახალი პოზიციის მოწყობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია, ზრდის მათი მოულოდნელი შეხვედრის ალბათობას და წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეხება.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რუსულ ოკუპაციაზე - გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია
გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა ხურვალეთში განუცხადა.

ევროპისა და ამერიკის ქვეყნები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ერთობლივი განცხადებით გმობენ
ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ერთობლივი განცხადებით დაგმეს და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთისგან საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის დაუყოვნებელ შეწყვეტას მოითხოვს
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე "ბორდერიზაციის" პროცესზე შეერთებული შტატების პოზიცია დააფიქსირა.

ევროპარლამენტის წევრი გუგუტიანთკარზე - ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ძლიერი განცხადება, რადგან რუსეთი ამოწმებს იმას, რამდენად შორს შეუძლია წასვლა
ეს არის ოკუპაციის უპრეცედენტო აქტი. ამის შესახებ აუცილებლად ვისაუბრებ ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტებში“, - ამის შესახებ ევროკავშირის პარლამენტის წევრმა მარკტ გრეგოროვამ ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში განუცხადა.

ესტონეთის ელჩი გუგუტიანთკარში ვითარებაზე - რასაც აქ ვხედავთ, ღრმა შეშფოთებას იწვევს არა მხოლოდ პოლიტიკური ან სამხედრო შედეგების, არამედ ჰუმანიტარული თვალსაზრისით
მიმაჩნია, რომ საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა სასარგებლო იქნება, - ამის შესახებ ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კაი კაარელსონმა ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზთან განუცხადა.

საგარეო უწყება - ICAO-ში საქართველოს წარმომადგენელს დაუდასტურეს, რომ ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს
ICAO-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, რომ ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

დეიმონ უილსონი - ქართველებმა იბრძოლეს, რომ თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და არა მათმა მეზობლებმა
ერთადერთი გზა იმის, რომ საქართველომ მისი სუვერენიტეტი დაიცვას, მზარდი და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების აშენებაა, - ამის შესახებ „ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ უილსონმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup