მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები
საზოგადოება > აფხაზური პრესა დღეს
აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო კომიტეტის წარმომადგენელმა რეპატრიაციის საკითხებში პირველმა მოინახულა კავკასიური კულტურის ცენტრი თურქეთში
ხრიპს ჯოპუა, როგორც  აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო კომიტეტის წარმომადგენელი რეპატრიაციის საკითხებში და აფხაზეთის ე.წ თანამემამულეთა კავშირის განყოფილების უფროს ჯანსუღ ლაზბასთან ერთად სამუშაო ვიზიტით თურქეთში იმყოფებიან.

 

ვლადისლავ სურკოვი აფხაზეთს საზღვრის გაუქმებას სთავაზობს
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი რუსეთსა და აფხაზეთს შორის საზღვრის გაუქმებას სთავაზობს.     სიურკოვმა ეს განცხადება გააკეთა, მას შემდეგ რაც ის აფხაზეთის ე.წ. ლიდერ რაულ ხაჯიმბას შეხვდა, ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს  რადიოსადგური  «Говорит Москва»-ში.

აფხაზეთის ე.წ. წარმომადგენლები ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფებოდნენ
ჩეჩნეთის რესპუბლილის მეთაურმა რამზან კადიროვმა გროზნოში აფხაზეთის ე.წ. მდივანი მუჰამედ კილბა მიიღო.  აფხაზეთის ე.წ. მდივანი აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას დავალებით იმყოფებოდა ჩეჩნეთის პერსუბლიკაში, მას თან ახლდა ბიზნესმენი მუს კელიგოვი. შეხვედრა მიმდინარეობდა გროზნოს რეზიდენციაში, სადაც ორივე მხარემ განიხილა ის მჭიდრო ეკონომიკური, პოლიტიკური და სპორტული  კავშირი, რაც ორივე ე.წ. რესპუბლიკას აკავშირებს.

აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ე.წ. მხარე საბანკო სისტემის შექმნაში დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკას დაეხმარება
თვითაღიარებულ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში  აპირებენ საბანკო სისტემის დანერგვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. მხარეთა დახმარებით. დონეცკის ე.წ.  სახალხო რესპუბლიკის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსის მაქსიმ ლეშენკოს განცხადებით  თვის ბოლომდე იგეგმება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. მხარეთა დახმარებით  ჩვენივე საბანკო სისტემის დანერგვა.

აფხაზეთში ავტოსაგზაო შემთხვევების მაღალი მაჩვენებლია დაფიქსირებული
ავტოსაგზაო შემთხვევები მთელს მსოფლიოში ხდება.  მიჩიგანის უნივერსიტეტის ამერიკელმა მეცნიერებმა გამოთვლებით დაასკვნეს,  რომ ყოველწლიურად  საშუალოდ  ყოველ 100 ათას  მოსახლებე  18 ადამიანი მაინც იღუპება ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზით. აფხაზეთის ტერიტორიაზე მომხდარი ასვტოსაგზაო შემთხვევები ამ სტატისტიკას ორჯერ ზრდის - აფხაზეთში ყოველწლიურად 65 დან 70 ადამიანი მაინც იღუპება ავტოსაგზაო შემთხვევით, რაც  მსოფლიოში გავრჩელებულ სტატისტიკას თითქმის  ორჯერ ზრდის და გამოდის, რომ აფხაზეთში ყოველწლიურად  100 ათასი მოსახლიდან  30 ადამიანი მაინც იღუპება.  

ცხინვალში პირველ ოსურ-აფხაზურ ლექსიკონს გამოსცემენ
ე.წ.სამხრეთ ოსეთში ოსურ-აფხაზურ ლექსიკონს გამოსცემენ. როგორც ოსური მედია წერს, ლექსიკონის გამოცემაზე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ვანეევის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი მუშაობს. როგორც აღნიშნული ინსტიტუტის დირექტორი რობერტ გაგლოითი აცხადებს, წიგნი 200 ეგზემპლარად დაიბეჭდება. 

აფხაზეთში ე.წ. „აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს“ თანამშრომლობა შესთავაზეს
აფხახაზეთის სახელმწუფო უნივერსიტეტში შემოვიდა წინადადება ლუგანსკის კულტურისა და 

ხელოვნების აკადემიისგან შემდგომი თანამშრომლობის შესახებ. ამის შესახებ განცხადება გააკეთა

აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ალეკო გვარამიამ,  ლუგანსკის კულტრუისა და ხელოვნების აკადემიის  რექტორმა თავის წერილში განაცხადა: "აფხაზეთში, როგორც არსად შეუძლიათ გაიგონ ლუგანსკის აკადემიაში   არსებულ დღევანდელი ვითარება, რადგან თავად გამოიარეთ ომის სირთულეები.“

 

 

 

რუსმა ოკუპანტებმა საქართელოს ტერიტორიის კიდევ 36 ჰექტარი მიწა მიისაკუთრეს
გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენში, რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს ტერიტორიის კიდევ 36 ჰექტარი მიწა მიისაკუთრეს. როგორც სააგენტო „«Ньюпост»-ი იუწყება, რომ რუსმა ოკუპანტებმა მიიტაცეს საქართველოს ტერიტორიის ის ნაწილი, სადაც სასაფლაოებიც მდებარეობს.

დღეს პუტიმნა ხელი მოაწერა კანონს აფხაზეთსა და რუსეთს შორის დადებულ შეთანხმებაზე
 კრემლის ოფიციალური გვერდი იუწყება, რომ დღეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს აფხაზეთსა და რუსეთს შორიდ დადებულ შეთანხმებაზე.

წარმოდგენილმა დოკუმენტმა უნდა უზრუნველყოს ორივე მხარის თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობა.

აფხაზეთში კარანტინია - სკოლები და ბაღები 8 თებერვლამდე დაიხურა
აფხაზეთში სკოლები და ბაღები მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციის აღმოჩენის გამო   დაიხურა. აფხაზეთის ე.წ. განათლების მინისტრის თქმით სწავლა 8 თებერვლს განახლდება. კარანტინის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ ТАСС“-ი.  

 
 
ნოემბერი
2019
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
საქართველო და მსოფლიო
კელი დაგნანის განცხადებით, დღეს საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს შორის რუსეთის აგრესიული ქმედებების გარდა, არის ჩინეთის გავლენის გაძლიერება
აშშ-ს სენატი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში ამერიკის ელჩად წარდგენილმა კელი დაგნანმა საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო რუსეთის დესტრუქციული და აგრესიული ქმედებების სამიზნე აღმოჩნდა.

ნურიელ რუბინი - საქართველო მაკროეკონომიკური სტაბილურობის კარგი მაგალითია
საქართველო მაკრო და სტრუქტურული რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით სამაგალითო ქვეყანაა,- ამის შესახებ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნით პანელზე - „ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები” ფარგლებში ნიუ-იორკის სტერნის ბიზნესსკოლის ეკონომიკის პროფესორმა ნურიელ რუბინიმ განაცხადა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა ორპარტიული „საქართველოს მხრდამჭერი აქტი“, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობების თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მკაფიო დასტურია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი გახარია - პრეზიდენტ შტაინმაიერის ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და თქვენი ოფიციალური ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას განაცხადა.

ესტონეთის პრეზიდენტი - რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. ამან გამოიწვია ტალღა, რომლის შედეგიც ყირიმის ანექსია იყო, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდემ „ევროპეისკაია პრავდას განუცხადა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის
მისია აღნიშნავს ჩორჩანა-წნელისის რაიონში, ძალოვანი უწყებების არსებით, უწყვეტ წარმომადგენლობას. რამდენიმე ახალი პოზიციის მოწყობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია, ზრდის მათი მოულოდნელი შეხვედრის ალბათობას და წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეხება.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რუსულ ოკუპაციაზე - გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია
გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა ხურვალეთში განუცხადა.

ევროპისა და ამერიკის ქვეყნები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ერთობლივი განცხადებით გმობენ
ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ერთობლივი განცხადებით დაგმეს და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთისგან საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის დაუყოვნებელ შეწყვეტას მოითხოვს
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე "ბორდერიზაციის" პროცესზე შეერთებული შტატების პოზიცია დააფიქსირა.

ევროპარლამენტის წევრი გუგუტიანთკარზე - ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ძლიერი განცხადება, რადგან რუსეთი ამოწმებს იმას, რამდენად შორს შეუძლია წასვლა
ეს არის ოკუპაციის უპრეცედენტო აქტი. ამის შესახებ აუცილებლად ვისაუბრებ ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტებში“, - ამის შესახებ ევროკავშირის პარლამენტის წევრმა მარკტ გრეგოროვამ ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში განუცხადა.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup