მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები
საქართველო და მსოფლიო
თბილისში ირლანდიის ეროვნული დღესასწაული აღინიშნა
თბილისში ირლანდიის ეროვნული დღესასწაული აღინიშნა. თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოს შენობა წმ. პატრიკის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმოდ მწვანედ განათდა. საზეიმო ღონისძიება ორი ქალაქის - თბილისისა და დუბლინის დამეგობრებას მიეძღვნა.

ხორვატიამ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება დაასრულა
ხორვატიამ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება დაასრულა.  ხორვატიის პრეზიდენტმა კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

საქართველოში აშშ-ის ელჩად იან კელის კანდიდატურაა წარდგენილი
აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ საქართველოში ახალი ელჩის კანდიდატურა დაასახელა. თეთრი სახლის ცნობით, ამ თანამდებობას იან კელი დაიკავებს. "პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ სურს, საქართველოში ელჩის თანამდებობაზე იან კელი დანიშნოს", - წერია თეთრი სახლის განცხადებაში. 

ეროვნული პლატფორმა ევროკავშირს რიგის სამიტის დეკლარაციაში საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპული პერსპექტივის აღიარებისკენ მოუწოდებს
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ევროკავშირს რიგის სამიტის დეკლარაციაში საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპული პერსპექტივის აღიარებისკენ მოუწოდებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ეროვნული პლატფორმა განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სამიტმა, რომელიც უკრაინის ხალხის ევროპული არჩევანის საპასუხოდ რუსეთის აგრესიის, საომარი მოქმედებების, ოკუპაციისა და ანექსიის კვალდაკვალ გაიმართება, უნდა გასცეს პასუხი კითხვას - როგორ ხედავს გაერთიანებული ევროპა მისი დანარჩენი ნაწილის მომავალს?

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი „ერთა ლიგაში“ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი და უკანასკნელი წარმომადგენლის პირადი არქივის პრეზენტაციას დაესწრო
2015 წლის 6 მარტს ეროვნულ არქივში „ერთა ლიგაში“ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი და უკანასკნელი წარმომადგენლის, ხარიტონ შავიშვილის პირადი არქივის პრეზენტაცია გაიმართა. 

ნიუ-ჯერსიში ამერიკაში გარდაცვლილი ორი ქართველი კურსანტის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება
ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, 2015 წლის 10 მარტს ნიუ ჯერსიში ამერიკაში გარდაცვლილი აშშ-ს საზღვაო თავდაცვის აკამდემიის ორი ქართველი მსლენელის - რიგითი სოსო მაკარიძისა და რიგითი ბესარიონ გორჯოლაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. 

ევროკავშირთან ასოცირებული სამი პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების სამმხრივი შეხვედრა გაიმართება
2015 წლის 11 მარტს ქართული მხარის ინიციატივით თბილისში გაიმართება ევროკავშირთან ასოცირებული სამი პარტნიორი ქვეყნის, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების სამმხრივი შეხვედრა, რომლის მიზანია ასოცირების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხების განხილვა.

 

 

ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის საკითხებზე ბრიუსელში საქართველოს საელჩომ შეხვედრას უმასპინძლა
2015 წლის 4 მარტს საქართველოს საელჩომ უმასპინძლა შეხვედრა-დისკუსიას, ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის ფარგლებში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესისა და გატარებული რეფორმების შესახებ.

ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, 2015 წლის 25 თებერვალს გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა
ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, 2015 წლის 25 თებერვალს გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ელჩების დონეზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის მხრიდან სეპარატისტულ რეჟიმებთან გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებებს დაეთმო. ქართულმა მხარემ ალიანსის წევრ სახელმწიფოებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ე.წ. "შეთანხმებების" შინაარსისა და იმ საფრთხეების შესახებ, რასაც აღნიშნული "შეთანხმებების" სისრულეში მოყვანა შეიცავს. თბილისის მხრიდან მკაფიოდ აღინიშნა, რომ რუსეთის ანექსიური პოლიტიკა საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოს, ისე რეგიონალურ და ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებას. 

“ნატო მხარს უჭერს საქართველოს მცდელობას, გააუმჯობესოს ურთიერთობები რუსეთთან“
ნატო–ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ნატო მხარს უჭერს საქართველოს მცდელობას, გააუმჯობესოს ურთიერთობები რუსეთთან. ამის შესახებ მან საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობის კომენტირებისას განაცხადა.

საქართველოსა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
ქართული მხრიდან კონსულტაციებში მონაწილეობა მიიღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბატონმა დავით ჯალაღანიამ, სამინისტროს მეზობელ ქვეყნებთან და რეგიონებთან ურთიერთობის, საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა და საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტების წარმომადგენლებმა, ხოლო თურქმენეთის მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბატონმა ვეპა ხაჯიევმა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული ქვეყნების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, თურქმენეთისა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩებმა. 

 
 
ივლისი
2018
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
საქართველო და მსოფლიო
თამარ ჩუგოშვილი - ევროპარლამენტმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო
ევროპარლამენტს არასდროს მიუღია ერთიანი დოკუმენტი, კონკრეტულად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით, - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის - „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ინტერვენციიდან 10 წლის შემდეგ“ მიღებას. 

ჰიზერ ნაუერტი - ასადის რეჟიმის გადაწყვეტილება არ შეცვლის რეალობას ან ჩვენს პოზიციას საქართველოს სუვერენიტეტზე
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" საქართველოს განუყოფელი ნაწილია, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა განაცხადა.

იანოშ ჰერმანი - სირიის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და არაღიარების პოლიტიკას, რომელსაც ევროკავშირი ატარებს
სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა იანოშ ჰერმანმა განცხადება გააკეთა.

ნატოს სამეკავშირეო ოფისი - სირიის გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდენს იმ ფართო საერთაშორისო გაგებაზე, რომ „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია
„სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის რეგიონები საქართველოს ნაწილია, - ამის შესახებ ნატოს სამეკავშირეო ოფისის განცხადებაშია აღნიშნული. განცხადების თანახმად, ნატო კვლავ მოუწოდებს რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" აღიარება და გამოიყვანოს თავისი ძალები საქართველოდან. 

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნით დეკლარაციაში ალიანსის წევრები საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას მხარს უჭერენ
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნით დეკლარაციაში ალიანსის წევრები საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას მხარს უჭერენ. აღნიშნული დოკუმენტი ვარშავაში გამართული საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მიიღეს. 

კონგრესმენი კონოლი - ჩვენ არ მოვისვენებთ, ვიდრე საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოს არ დაუბრუნდება ტერიტორიები და რუსული ოკუპაცია არ დასრულდება
ჩვენ არ მოვისვენებთ, ვიდრე საქართველოს ტერიტორიები არ დაუბრუნდება საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოს და ვიდრე საქართველოს ამ ტერიტორიების რუსული ოკუპაცია არ დასრულდება, - ამის შესახებ საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ კონგრესმენმა ჯერალდ კონოლიმ აშშ-ის კონგრესში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

ვეს მიტჩელი გიორგი კვირიკაშვილს - მადლობას გიხდით თქვენი ლიდერობისთვის, იმ როლისთვის, რომელსაც ასრულებთ რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით
მადლობას გიხდით თქვენი ლიდერობისთვის, იმ როლისთვის, რომელსაც თქვენ და თქვენი გუნდი ასრულებთ რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით, ასევე - ნატოსა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინსვლის უზრუნველსაყოფად, - ამ სიტყვებით მიმართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვეს მიტჩელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ გამართულ შეხვედრაზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე - ჩვენ არ ვაღიარებთ გამყოფ ხაზს, როგორც საერთაშორისო საზღვარს - 10 წლის წინ აქ იყო ომი და მე დღეს აქ ვარ, რათა შევახსენო რუსეთს, რომ მსოფლიოს არ დავიწყებია ეს მოვლენები
ათი წლის წინ აქ იყო ომი და მე დღეს აქ ვარ, რათა შევახსენო რუსეთის მთავრობას, რომ მსოფლიოს არ დავიწყებია ეს მოვლენები, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში უეს მიტჩელმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში განაცხადა.

იენს სტოლტენბერგი - მივესალმებით საქართველოს პროგრესს და ვიმედოვნებ, რომ ნატოს სამიტი ამ პროგრესს აღნიშნავს
საქართველო ნატო-ს ძალიან ახლო პარტნიორია. ვახორციელებთ ბევრი სხვადასხვა სახის საქმიანობას, რითაც უზრუნველვყოფთ პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას საქართველოსთვის, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე, „ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე პასუხისას განაცხადა. 

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე - შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც
შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც, -ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ პაოლო ალიმ განაცხადა.

პასკალ მენიე - საქართველოში ინვესტირებით არაერთი ფრანგული კომპანიაა დაინტერესებული
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საფრანგეთის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს საქართველოში პასკალ მენიეს და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს სამხრეთ კავკასიაში გაელ ასაიჯის შეხვდა.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup