მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები
საქართველო და მსოფლიო
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუსმა სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზი მოინახულა
2015 წლის 13 თებერვალს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუსმა სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზი მოინახულა. „მე მინდოდა საკუთარი თვალით მენახა ოკუპაციის შედეგი. სამწუხაროს, რომ მავთულხლართების გამო ხალს არ აქვს საშუალება გამყოფი ხაზის მეორე მხარეს მდებარე მათი საკუთრებით სარგებლობის“.

გაეროს უშიშროების საბჭოს 28-ე სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა
სხდომაზე, რომელიც უკრაინაში არსებულ კრიზისს დაეთმო, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოსა და ლიტვის რესპუბლიკის წარმომადგენლებმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს. 
„სახიფათოა, რომ რუსეთის ქმედებები იქცეს „ახალ ნორმად“. ჩვენ ეს სტრატეგია მანამდე ვნახეთ ყირიმში, ხოლო უფრო ადრე - საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში და დნესტრისპირეთში...

საქართველოსა და უნგრეთის საგარეო უწყებებს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის ოქმს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში 2015 წლის 10 თებერვალს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა უნგრელ კოლეგასთან, პიტერ სიიარტოსთან ერთად ხელი მოაწერა „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ოქმს“.

აშშ-ის თავდაცვის მდივნობის კანდიდატი საქართველოს დახმარებას ჰპირდება
აშშ-ის თავდაცვის მდივნის პოსტზე წარდგენილმა ეშტონ კარტერმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთს არ უნდა მიეცეს,  უფლება აღმოსავლეთ ევროპაში საკუთარი ინტერესები გაატაროს, - ამის შესახებ ამერიკული გამოცემა "დეფენს ნიუსი" იტყობინება. 

საქართველოში ამერიკის სავაჭრო მისიის ვიზიტი შედგება
11-13 მარტს საქართველოში ამერიკის სავაჭრო მისიის ვიზიტი შედგება. როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, დავით კერესელიძემ განაცხადა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ეკონომიკური კომპონენტის გაძლიერებაზე, მათ შორის ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დადების მიზნით. 

ოთარ დანელია - რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვანი არა, მაგრამ კლების ტენდენცია შეინიშნება
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას ინფორმაციით, რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირებული არ არის, მაგრამ კლების ტენდენცია შეინიშნება. 

პოლონეთის სეიმმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა
პოლონეთის სეიმმა (პარლამენტის ქვედა პალატა), საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა. 
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კენჭისყრაზე, საქართველოს ევროპასთან ასოცირებას 439-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არავინ წასულა, ხოლო ერთმა თავი შეიკავა. 

სარკინიგზო-საბორნე გადაზიდვების განვითარების მიზნით ოთხ ქვეყანას შორის დოკუმენტი გაფორმდა
თურქეთში, სტამბოლში ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის (TRACECA) მთავრობათაშორისი კომისიის მუდმივმოქმედი სამდივნოს შეხვედრა და რიგით მე-11 მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, სხდომაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე და TRACECA-ს ეროვნული მდივანი ნათია მიქელაძე მონაწილეობდა.

შრომითი ურთიერთობის მხარდასაჭერად ევროკავშირი 30-თვიან პროექტს განახორციელებს
საქართველოში შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური დიალოგის მხარდასაჭერად დღეს, "თბილისი მარიოტში" შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება. 
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და განხორციელდება 30-თვიანი პერიოდის განმავლობაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ საქართველოს მთავრობასთან, პროფკავშირებისა და დამსაქმებელთა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. 

 
 
აპრილი
2018
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21 22
23
24 25 26 27 28 29
30
საქართველო და მსოფლიო
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე - შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც
შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც, -ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ პაოლო ალიმ განაცხადა.

პასკალ მენიე - საქართველოში ინვესტირებით არაერთი ფრანგული კომპანიაა დაინტერესებული
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საფრანგეთის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს საქართველოში პასკალ მენიეს და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს სამხრეთ კავკასიაში გაელ ასაიჯის შეხვდა.

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი - პირველად ვარ თქვენს ქვეყანაში, როდესაც ვიზალიბერალიზაცია არის არა მოთხოვნა, არამედ რეალობა
პირველად ვარ თქვენს ქვეყანაში, როდესაც ვიზალიბერალიზაცია არის არა მოთხოვნა, არამედ რეალობა, - ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ასელბორნმა განაცხადა.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მონიტორინგის მიზნით შესაღწევად ძალისხმევას გააგრძელებს
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარს ზეიდ რაად ალ-ჰუსეინს შეხვდა. 

კერსტინ ლუნდგრენი და ტიტუს კორლატეანი - მოვუწოდებთ სეპარატისტ ხელისუფლებას და რუსეთის ფედერაციას, გამოიძიონ და გაასამართლონ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი პირები
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს საკითხების მონიტორინგის თანამომხსენებლები კერსტინ ლუნდგრენი (შვედეთი) და ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) ცხინვალში დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დატყვევებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ და მოხდარ ფაქტს გმობენ.

აშშ-ის საელჩო - ვუსამძიმრებთ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს და მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, სრული ინფორმაცია მიაწოდონ საქართველოს მთავრობას ამ ტრაგიკული შემთხვევის გარემოებების შესახებ
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - შთამბეჭდავია საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები და წარმატება, რომელსაც მიაღწიეთ
შთამბეჭდავია თქვენს მიერ განხორციელებული რეფორმები და წარმატება, რომელსაც მიაღწიეთ, - ამის შესახებ დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდერს სამუელსენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. 

უკრაინის ელჩი რუსეთის მიმართ სანქციებზე - საქართველო და უკრაინა რუსეთის აგრესიისგან ყველაზე მეტად დაზარალდნენ, ამიტომ ჩვენ ერთობლივი მოქმედებების გზების მოძებნას შევეცდებით
საქართველო და უკრაინა ყველაზე მეტად დაზარალდნენ რუსეთის აგრესიისგან, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ჩვენ ერთობლივი მოქმედებების გზების მოძებნას შევეცდებით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იგორ დოლგოვმა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმის განახლებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის შეთავაზების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა. 

კონგრესმენი დევიდ პრაისი - საქართველო საერთაშორისო დონეზე მოწინავე როლს ასრულებს
ჩვენ არასოდეს გვქონია იმაზე ნაყოფიერი ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან, ვიდრე ეს საქართველოსთან გვაქვს, - ამის შესახებ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატასთან არსებული კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარემ, დევიდ პრაისმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საპატივცემულოდ გამართულ მიღებაზე განაცხადა. 

კონგრესმენი ტედ პო - საქართველო ყველაზე ძლიერი დემოკრატიული ქვეყანაა რეგიონში
საქართველო იყო და არის ყველაზე ძლიერი დემოკრატია რეგიონში და პუტინს სწამს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს დაამარცხებს, მოერევა დანარჩენ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებსაც, - ამის შესახებ აშშ-ს კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ, ტედ პომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საპატივცემულოდ გამართულ მიღებაზე განაცხადა. 

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup