მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები
 ჯანდაცვა და სპორტი
გაიმართება აფხაზეთის ღია პირველობა მძლეოსნობაში
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო, სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური 2016 წლის 16-17 აპრილს ატარებს აფხაზეთის ღია პირველობას მძლეოსნობაში დიდებს შორის, ბირთვის კვრაში კი 1999-2002 წ.წ. დაბადებულ ახალგაზრდებს შორის (მისამართი: დ.იოსელიანის სახელობის მძლეოსნობის სასახლეში, წერეთლის გამზირი 95ა).

დევნილ მოზარდებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
6-7 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შპს „ბაზი“-ს აღდგენითი ცენტრის თანამშრომლობითა და მხარდაჭერით ქ.თბილისის დევნილთა მე-2 და მე-3 საჯარო სკოლებში 200 მოსწავლეს აღნაგობის დარღვევის გამოსავლენად პროფილაქტიკური გასინჯვები ჩაუტარდათ.

ქეთევან ბაკარაძემ მ. იაშვილის სახელობის კლინიკაში მყოფი გალში დაბადებული ბენეფიციარი მოინახულა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და მინისტრის მოადგილე მარინა ონიანი მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს ესტუმრნენ, სადაც გალში დაბადებული ერთი თვის ბენეფიციარი ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციას გადის.

ამირან მაისურაძის სახელობის ტურნირში თავისუფალ ჭიდაობაში აფხაზეთიდან დევნილმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით და აფხაზეთის ჭიდაობის ფედერაციის მხარდაჭერით, ოლიმპიური მომზადების ცენტრში ჩატარდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ამირან მაისურაძის სახელობის ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში. ტურნირი გაიმართა 2000-2006 წ.წ. დაბადებულ სპორტსმენთა შორის 9 წონით კატეგორიაში.

საქართველოს საკალთბურთო სუპერლიგის ნახევარფინალურ მატჩში სოხუმის გუნდმა ბათუმი დაამარცხა
ბათუმში, საკალათბურთოდარბაზ „ბასკოში“ საქართველოს სუპერლიგის ნახევარფინალური მატჩი გაიმართა. ერთმანეთს ბათუმისა და სოხუმის გუნდები დაუპირისპირდნენ. დაძაბულ ბრძოლაში ანგარიში 87:82 დასრულდა სოხუმის გუნდის სასარგებლოდ.

მრავალშვილიანი დედებისთვის უფასო გამოკვლევები კლინიკა “ენმედიცში” 4 მარტს ჩატარდება
 2016 წლის 4 მარტს 10:00-დან 16:00 საათამდე აკადემიკოს ვაჟა ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია დიეტოლოგიის კლინიკა ,,ენმედიცი“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში , დედის დღესთან დაკავშირებით ატარებს აქციას, რომელიც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მრავალშვილიანი დედებისთვის იქნება განკუთვნილი.

„ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ვაგრძელებთ მუშაობას, თუ როგორ დავარეგულიროთ დაზღვევის საკითხი“
„აფახაზების მკურნალობა საქართველოში -ქველმოქმედება თუ პოლიტიკა?“ – აღნიშნული სათაურით დაბეჭდა ჯანდაცვის საკითხზე ერთ–ერთმა აფხაზეთში მოღვაწე ჟურნალისტმა ვრცელი სტატია. ყოლბაია აცხადებს, რომ მას ესმის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებს მსგავსი კითხვები უჩნდებათ.

უფასო სამედიცინო გამოკვლევები ქუთაისში
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის მხარდაჭერითა და მულტიპროფილური ჰოსპიტალის „მედიქალ სითი“-ს ინიციატივით, ქ. ქუთაისში დევნილებს უფასო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სახელით სამეცნიერო ხელმძღვანელმა ფრიდონ თოდუამ მოაწერეს.

 
 
ნოემბერი
2018
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
საქართველო და მსოფლიო
მ რუსეთმა საქართველოს dhgfdhgfhfdhg
მ რუსეთმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია მე-19 საუკუნეში გააუქმა, ეპარქიად გადააქცია და თბილისიდან და ქუთაისიდან წმინდა რელივიების პეტერბურგში გატანას ცდილობდა... ჩვენ ქართველებს ძალიან ვაწყენინეთ და ახლაც ამას ვაგრძელებთ, მაგრამ მაინც უნდა მივმართოთ დახმარებისთვის", - ამბობს მაქსიმ შევჩენკო, თუმცა პროგრამის წამყვანის ევგენი ბუნტმანის აზრით, ამგვარი ნაბიჯი რუსეთის ეკლესიის მხრიდან უტოპიური იქნება

საქართველოს ვიზიტით ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გიოტმიოლერი ეწვევა
21 სექტემბერს საქართველოს ვიზიტით ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გიოტმიოლერი ეწვევა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს,ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, ვიცე-პრემიერ, შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით დონდუას და თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ლელა ჩიქოვანს.

ვარშავაში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ღონისძიება გაიმართა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ვარშავაში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ღონისძიება Human Rights of Conflict Affected Population in Georgia გაიმართა.

სტივენ ნიქსი - ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები გავაძლიეროთ
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი მხარს უჭერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამ ძალისხმევას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები გავაძლიეროთ, - ამის შესახებ IRI-ს ევროპისა და აზიის პროგრამების დირექტორმა სტივენ ნიქსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ჯონათან კატცი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აშშ-ში დროული და მნიშვნელოვანია
ძალიან კარგია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონს ეწვია, რადგან მნიშვნელოვანია აშშ-საქართველოს ურთიერთობების სამომავლო გაძლიერება და განვითარება, - ამის შესახებ აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდის უფროსმა მკვლევარმა ჯონათან კატცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მარკ გრინი - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოს მხარდამჭერი პროგრამების დაფინანსებას მომავალშიც განაგრძობს
საქართველო არის USAID-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პარტნიორი და მისასალმებელია ის დემოკრატიული ტრანსფორმაცია, რომელიც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში განიცადა, - როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და USAID-ის ხელმძღვანელ მარკ გრინის შეხვედრაზე აღინიშნა, რომელიც დღეს ვაშინგტონში, USAID-ის სათავო ოფისში გაიმართა.

ლინდსი გრემი - საქართველო დემოკრატიისა და ინსტიტუციური განვითარების თვალსაზრისით რეგიონში ლიდერია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ ლინდსი გრემს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, პრემიერმა მადლობა გადაუხადა ამერიკელ სენატორს საქართველოს აქტიური მხარდაჭერისა და იმ წვლილისთვის, რომლის შედეგადაც საქართველოსადმი დახმარება მუდმივად დგას სენატის დღის წესრიგში. ბახტაძის თქმით, სწორედ ლინდსი გრემის ინიციატივით, საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტმა მოამზადა კანონპროექტი, რომელიც საქართველოსადმი დახმარების ბიუჯეტის გაზრდას ითვალისწინებს.

ბრაიან უიტმორი - აფხაზებსა და ოსებს ბოლოს მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება - რუსეთის პროვინციად ყოფნა სურთ, თუ თავისუფალ, დემოკრატიულ, ევროპულ საქართველოში
აფხაზებსა და ოსებს ბოლოს მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება - რუსეთის ფედერაციის პროვინციად ყოფნა სურთ, თუ თავისუფალ, დემოკრატიულ, ევროპულ საქართველოში, - ამის შესახებ ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა ბრაიან უიტმორმა American Enterprise Institute-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კურტ ვოლკერი - საქართველოს ტერიტორიის ნაწილი რომ ოკუპირებულია, არ ნიშნავს, რომ ქვეყანა ნატო-ს წევრი არ უნდა გახდეს - გერმანია ნატო-ში მიიღეს, როდესაც გაყოფილი იყო
რუსეთის აგრესიასთან გასამკლავებლად, პირველი რაც საქართველომ უნდა გააკეთოს, არის ის, რომ გაძლიერდეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” უკრაინის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კურტ ვოლკერმა განუცხადა.

თამარ ჩუგოშვილი - ევროპარლამენტმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო
ევროპარლამენტს არასდროს მიუღია ერთიანი დოკუმენტი, კონკრეტულად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით, - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის - „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ინტერვენციიდან 10 წლის შემდეგ“ მიღებას. 

ჰიზერ ნაუერტი - ასადის რეჟიმის გადაწყვეტილება არ შეცვლის რეალობას ან ჩვენს პოზიციას საქართველოს სუვერენიტეტზე
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" საქართველოს განუყოფელი ნაწილია, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა განაცხადა.

იანოშ ჰერმანი - სირიის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და არაღიარების პოლიტიკას, რომელსაც ევროკავშირი ატარებს
სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა იანოშ ჰერმანმა განცხადება გააკეთა.

ნატოს სამეკავშირეო ოფისი - სირიის გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდენს იმ ფართო საერთაშორისო გაგებაზე, რომ „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია
„სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის რეგიონები საქართველოს ნაწილია, - ამის შესახებ ნატოს სამეკავშირეო ოფისის განცხადებაშია აღნიშნული. განცხადების თანახმად, ნატო კვლავ მოუწოდებს რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" აღიარება და გამოიყვანოს თავისი ძალები საქართველოდან. 

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup