მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები
საზოგადოება > სამოქალაქო სექტორი
საერთაშორისო ორგანიზაცია Palme Center ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს
ანგარიში, რომელიც 2017 წლის ივლისითაა დათარიღებული, მათ შორის ადამიანის უფლებების საკითხებში ევროკავშირის ყოფილი სპეციალური მრჩევლის, თომას ჰამარბერგისა და სამხრეთ კავკასიის საკითხებში ექსპერტის, მაგდალენა გრონოს მიერ აფხაზეთში განხორციელებული ვიზიტებისას მიღებულ ინფორმაციებს ეყრდნობა. 

სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ცხინვალის ე.წ. პროკურატურაში ხვალ ისევ დაბარებულია
სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ცხინვალის ე.წ. პროკურატურაში დაკითხვაზე ისევ დაიბარეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მეარაყიშვილის ოჯახის წევრებმა განუცხადეს, თამარ მეარაყიშვილს გათავისუფლებისას უთხრეს, რომ „პროკურატურაში დაკითხვაზე ხვალ ისევ უნდა გამოცხადდეს“. მეარაყიშვილის დაკითხვა 18 აგვისტოს, 09:30 საათზეა დაგეგმილი. 

სუს-ის ინფორმაციით, ხურჩაში ”ბორდერიზაციის“ პროცესის შედეგად ადგილობრივებს 2 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე აქვთ წვდომა შეზღუდული
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ხურჩაში მიმდინარე პროცესები 19 სექტემბერს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე განსახილველად დადგება.

„როსტურიზმი“ რუს ტურისტებს აფხაზეთში ყოფნისას საგანგებო რეკომენდაციებს აძლევს
„როსტურიზმი“ რუს ტურისტებს რეკომენდაციას აძლევს, პირად უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აფხაზეთში ე.წ. რუსეთის საელჩოს მითითებები დაიცვან, თავი აარიდონ ისეთ ადგილებში ყოფნას, სადაც არ არის ხალხმრავლობა, მოერიდონ ადგილობრივ მოსახლეობასთან კონფლიქტს, არ დატოვონ უყურადღებოდ მცირეწლოვანი ბავშვები და პირადი ნივთები. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

ქეთევან ციხელაშვილი - ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებულის დასჯის საკითხს მაღალ დონეზე დავაყენებთ, მუშაობას არ შევწყვეტთ, რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ქართული მხარე გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებულის დასჯის საკითხს ძალიან მაღალ დონეზე დააყენებს და მართლმსაჯულების აღსრულებისთვის მუშაობას არ შეწყვეტს.

სუს-ის შეფასებით, ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებულზე სამართლებრივი დევნის შეწყვეტა არის უკიდურესად ნეგატიური და ცალსახად ცინიკური
გალში გუშინ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 46-ე შეხვედრა გაიმართა. 
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან საოკუპაციო ხაზსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაფიქსირებული მნიშვნელოვანი ინციდენტები განიხილეს.

 
 
იანვარი
2018
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2
3
4
5 6 7
8
9 10 11
12
13 14
15
16
17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
საქართველო და მსოფლიო
გაერო-ში აშშ-ის ელჩი ნიკი ჰელი საქართველოს მადლობას უხდის
გაერო-ში აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰელიმ მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, ვინც გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაზე მხარი არ დაუჭირა იმ რეზოლუციას, რომელიც აშშ-ის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას გმობდა.
ჩამოთვლილ ქვეყნებს შორის ნიკი ჰეილი მადლობას უხდის საქართველოსაც. ამის შესახებ ნიკი ჰეილიმ განცხადება „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გააკეთა.

ევროკომისია საქართველოს 6 ძირითადი რეკომენდაციით მიმართავს
სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ანგარიშის ფარგლებში, ევროკომისია საქართველოს 6 ძირითადი რეკომენდაციით მიმართავს. ევროკომისიის შეფასებით, საერთო ჯამში, საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ნიშნულთა შესრულება გრძელდება და მოსალოდნელია განხორციელების შემდგომი გაუმჯობესება, თუმცა ყურადღებას საჭიროებს შემდეგი სფეროები:

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ერიკ ჰოეგი უხელმძღვანელებს
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ერიკ ჰოეგი უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ევროკავშირის მისიის თბილისის ოფისიდან აცნობეს. 
აქამდე ჰოეგი მისიის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ხოლო მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან კი მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე - ”ჯაველინები” რუსეთს სიგნალს გაუგზავნის, რომ საქართველოზე თავდასხმა ძვირი დაუჯდება
”ჯაველინები” რუსეთს სიგნალს გაუგზავნის, რომ საქართველოზე თავდასხმა მოსკოვს ძვირი დაუჯდება, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილმა მეორე მოადგილემ უკრაინის, რუსეთის და ევრაზიის საკითხებში, ეველინ ფარკასმა "ამერიკის ხმის" ქართულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა.

ვაშინგტონში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ხალხთაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება
ვაშინგტონში დღეს საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება.

იენს სტოლტენბერგი - მივესალმებით რეფორმებს, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს
ბატონო მიხეილ, ჩემთვის დიდი პატივია გიხილოთ ნატო-ში და კიდევ ერთხელ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, - ასე მიმართა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს, რომელიც ბრიუსელში მიმდინარე საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში იმყოფება.

იენს სტოლტენბერგი - მივესალმებით საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს და განვაგრძობთ აქტიურ მხარდაჭერას
საქართველოსთან პარტნიორობა ნატო-სთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან გამართული შეხვედრის შემდგომ განაცხადა. 

ნილს სკოტი - გაერო-ს განვითარების პროგრამა ცდილობს დაეხმაროს საქართველოს დემოკრატიულ ტრანსფორმაციაში
კონფერენციაში, რომელშიც 17 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს, საუბარი შეეხება მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც ზეგავლენას ახდენს ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე ისევე, როგორც კანდიდატ ქვეყნებზე, - ამის შესახებ გაერო-ს მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნილს სკოტმა კონფერენციაზე “ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

იანოშ ჰერმანი - ევროკავშირში მიმდინარეობს დებატები გაერთიანების მომავალზე, მნიშვნელოვანია, რომ ამ დებატებში საქართველოც მონაწილეობდეს
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საქართველოც მონაწილეობდეს დებატებში ევროკავშირის მომავლის თაობაზე, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა პარლამენტში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე "ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

იანოშ ჰერმანი - ჩვენ ვეძებთ უკვე ჩამოყალიბებული ურთიერთობების გაღრმავების მოქნილ გზებს, რომელიც ხელსაყრელი იქნება ყველასთვის
ჩვენ ვეძებთ უკვე ჩამოყალიბებული ურთიერთობების გაღრმავების მოქნილ და დინამიურ გზებს, რომელიც ხელსაყრელი იქნება ყველასთვის, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა პარლამენტში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის "ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის" შეფასებისას განაცხადა. 

იანოშ ჰერმანი - აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციაში აღიარებულია საქართველოს ევროპული მისწრაფებები
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციაში აღიარებულია საქართველოს ევროპული მისწრაფებები, პროგრესი ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების კუთხით, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ ორგანიზებული კონფერენციის დასრულების შემდეგ, 2017 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგების შეჯამებისას განაცხადა. 

ლუ იანზონგი - საქართველო არის ძალიან სტაბილური ქვეყანა, ჰყავს ეფექტური მთავრობა, აქვს ხელსაყრელი საგადასახადო პოლიტიკა და კარგი საინვესტიციო გარემო
სოციალურად, საქართველო არის ძალიან სტაბილური ქვეყანა, ჰყავს ეფექტური მთავრობა, აქვს ხელსაყრელი საგადასახადო პოლიტიკა და კარგი საინვესტიციო გარემო, - ამის შესახებ თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმზე” სიტყვით გამოსვლისას, აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ლუ იანზონგმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია აბრეშუმის გზის განვითარებისთვის. 

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup