მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები
საქართველო და მსოფლიო
საქართველოსა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
ქართული მხრიდან კონსულტაციებში მონაწილეობა მიიღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბატონმა დავით ჯალაღანიამ, სამინისტროს მეზობელ ქვეყნებთან და რეგიონებთან ურთიერთობის, საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა და საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტების წარმომადგენლებმა, ხოლო თურქმენეთის მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბატონმა ვეპა ხაჯიევმა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული ქვეყნების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, თურქმენეთისა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩებმა. 

საქართველოსა და ტონგას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა
საქართველომ და ტონგას სამეფომ ხელი მოაწერეს ოქმს დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ. ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, ეყრდობიან რა გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და მიზნებს, სახელმწიფოები ერთმანეთთან ურთიერთობებში ხელმძღვანელობენ სუვერენული თანასწორობის, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის, სახელმწიფო საზღვრების ურღვეობისა და ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებით.

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია აზერბაიჯანის რესპუბლიკას
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი. პირველი ოფიციალური შეხვედრა მან ქართველ კოლეგასთან, თამარ ბერუჩაშვილთან გამართა. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება.

ირლანდიის ტურიზმის სააგენტომ "Tourism Ireland" საქართველო ჩამოთვლილი ქვეყნების სიაში შეიყვანა
ირლანდიის ტურიზმის სააგენტომ "Tourism Ireland" საქართველო იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, სადაც 2015 წლის 17 მარტს წმინდა პატრიკის დღის აღსანიშნავად მონუმენტები და არქიტექტურული ნაგებობები მწვანედ განათდება.  2015 წლის სიაში რომის კოლიზეუმსა და პარიზის მონმარტრის უბანში მდებარე საკრე-კიორის ბაზილიკასთან ერთად,  პირველად მოხვდა თბილისი, სადაც 17 მარტს მწვანე ფერით განათდება თავისუფლების მოედანზე მდებარე საკრებულოს შენობა. ირლანდიის ტურიზმის სააგენტო ირლანდიელ ტურისტებს რეკომენდაციას უწევს წმინდა პატრიკის დღის აღსანიშნავად ჩამონათვალში მითითებულ ქალაქებს ეწვიონ.

25 თებერვალს დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის მორიგი სხდომა
საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი დღეს გაემგზავრა ბრიუსელში, სადაც 25 თებერვალს დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის მორიგი სხდომა, რომლის თემაა - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული რუსეთის ქმედებები. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან.

ზურაბ აბაშიძე – ნატო-ს ცენტრი არანაირ სამხედრო ფაქტორს არ მოიცავს, ისიც კი არ ვიცი, რამდენი ოფიცერი ჩაატარებს წვრთნებს
უახლოეს პერსპექტივაში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას და რუსეთის შეშფოთება ამასთან დაკავშირებით გადაჭარბებულია, - ამის შესახებ "რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.
"უახლოეს პერსპექტივაში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას და ეს ყველასთვის ცნობილია – ჩვენთვისაც, თქვენთვისაც და ბრიუსელისთვისაც. ასე რომ, ვფიქრობ, ამ ემოციური ფონის მოხსნა უნდა ვცადოთ. ამის გამო დამატებითი საბაბის ძიება ისედაც რთული ურთიერთობების კიდეც უფრო გასართულებლად არ ღირს", - განაცხადა აბაშიძემ.

მშვიდობისთვის ლოცვა კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე, დასრულდა
უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო და ევროპელი ლიდერები მოედანზე ლამპრებით ხელში გამოვიდნენ. მათი ხელმძღვანელობით „ღირსების მარშში“ მონაწილეები დამოუკიდებლობის მოედანზე შეჩერდნენ, სადაც ევროკავშირის ჰიმნი შესრულდა და დაღუპულების სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გაიმართა.

გიორგი მარგველაშვილმა პეტრე პოროშენკო საქართველოში მოიწვია
საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინელი კოლეგა საქართველოში მოიწვია, პეტრე პოროშენკომ კი მადლობა გადაუხადა გიორგი მარგველაშვილს და ქართულ დელეგაციას „ღირსების მარშში“ მონაწილეობისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა კიევში ვიზიტის ფარგლებში, როგორც პირისპირ ასევე გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა უკრაინელ კოლეგასთან პეტრე  პოროშენკოსთან გამართა.

 

ათამდე ქვეყნის ლიდერმა კიევში „რუსეთის სამხედრო აგრესიის მტკიცებულებათა“ გამოფენა დაათვალიერა
საქართველოს პრეზიდენტმა და სხვა დელეგაციების ხელმძღვანელებმა უკრაინის პრეზიდენტთან ერთად მიხაილოვის მოედანზე „უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო აგრესიის მტკიცებულებათა“ გამოფენა დაათვალიერეს, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული სამხედრო ტექნიკის არსებობასა და გამოყენებას ადასტურებს. 

საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეები არყის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვისთვის დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა - რეალიზაციის ფაქტზე, საქართველოს სამი და რუსეთის ორი მოქალაქე დააკავა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი შეხვდა გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს ნორბერტ ლამერტს
ბუნდესტაგის დელეგაცია, ნორბერტ ლამერტის ხელმძღვანელობით, 12-დან 15 თებერვლამდე სამუშაო ვიზიტით იმყოფება საქართველოში და შეხვედრებს მართავს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებს. „ბატონი ლამბერტის ვიზიტი გერმანიის მკაფიო და მყარი მხარდაჭერის დემონსტრირებაა. გერმანიის ბუნდესტაგი კონკრეტული ნაბიჯებისთვის მზად არის. მათ შორის, ასოცირების ხელშეკრულების დროული რატიფიკაციისთვის. 

 
 
ოქტომბერი
2019
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7
8
9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22
23
24 25 26 27
28 29 30 31
საქართველო და მსოფლიო
ნურიელ რუბინი - საქართველო მაკროეკონომიკური სტაბილურობის კარგი მაგალითია
საქართველო მაკრო და სტრუქტურული რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით სამაგალითო ქვეყანაა,- ამის შესახებ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნით პანელზე - „ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები” ფარგლებში ნიუ-იორკის სტერნის ბიზნესსკოლის ეკონომიკის პროფესორმა ნურიელ რუბინიმ განაცხადა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა ორპარტიული „საქართველოს მხრდამჭერი აქტი“, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობების თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მკაფიო დასტურია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი გახარია - პრეზიდენტ შტაინმაიერის ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და თქვენი ოფიციალური ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას განაცხადა.

ესტონეთის პრეზიდენტი - რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. ამან გამოიწვია ტალღა, რომლის შედეგიც ყირიმის ანექსია იყო, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდემ „ევროპეისკაია პრავდას განუცხადა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის
მისია აღნიშნავს ჩორჩანა-წნელისის რაიონში, ძალოვანი უწყებების არსებით, უწყვეტ წარმომადგენლობას. რამდენიმე ახალი პოზიციის მოწყობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია, ზრდის მათი მოულოდნელი შეხვედრის ალბათობას და წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეხება.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რუსულ ოკუპაციაზე - გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია
გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა ხურვალეთში განუცხადა.

ევროპისა და ამერიკის ქვეყნები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ერთობლივი განცხადებით გმობენ
ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ერთობლივი განცხადებით დაგმეს და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთისგან საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის დაუყოვნებელ შეწყვეტას მოითხოვს
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე "ბორდერიზაციის" პროცესზე შეერთებული შტატების პოზიცია დააფიქსირა.

ევროპარლამენტის წევრი გუგუტიანთკარზე - ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ძლიერი განცხადება, რადგან რუსეთი ამოწმებს იმას, რამდენად შორს შეუძლია წასვლა
ეს არის ოკუპაციის უპრეცედენტო აქტი. ამის შესახებ აუცილებლად ვისაუბრებ ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტებში“, - ამის შესახებ ევროკავშირის პარლამენტის წევრმა მარკტ გრეგოროვამ ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში განუცხადა.

ესტონეთის ელჩი გუგუტიანთკარში ვითარებაზე - რასაც აქ ვხედავთ, ღრმა შეშფოთებას იწვევს არა მხოლოდ პოლიტიკური ან სამხედრო შედეგების, არამედ ჰუმანიტარული თვალსაზრისით
მიმაჩნია, რომ საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა სასარგებლო იქნება, - ამის შესახებ ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კაი კაარელსონმა ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზთან განუცხადა.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup