მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები
ეკონომიკა
ირანი საქართველოში ჰიდროელექტროსადგურებს ააშენებს
ირანი საქართველოში ჰიდროელექტროსადგურებს ააშენებს. სტატიას ამ სათაურით ირანული გამოცემა "თეირან თაიმსი" აქვეყნებს. როგორც ადგილობრივი მედია აღნიშნავს, ამის შესახებ ირანის ენერგეტიკის მინისტრმა ჰამიდ ჩიჩიანმა ქართველ კოლეგა კახი კალაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

20 და 50-ლარიანი განახლებული ბანკნოტები მიმოქცევაში დღეიდან გამოვიდა
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 20 და 50 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები მიმოქცევაში დღეიდან გამოვიდა. როგორც ეროვნული ბანკში აცხადებენ, 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაში წელს მოგვიანებით გავა, რომლის შესახებ ეროვნული ბანკი საზოგადოების ინფორმირებას წინასწარ მოახდენს.

"გაზპრომთან" მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს ავსტრიაში გაიმართება
"გაზპრომთან" მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი დღეს ავსტრიაში გაიმართება, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკების დასრულების შემდეგ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება. "მომდევნო შეხვედრა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართება.

ახალი წლის დღეებში აფხაზეთს შარშანდელთან შედარებით ნაკლები ტურისტი სტუმრობდა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას ახალი წლის დღეებში, პირველიდან ათი იანვრის ჩათვლით, 10 ათასი ტურისტი სტუმრობდა, რაც შარშანდელის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-ით ნაკლებია. გასულ წელს ვიზიტორთა რაოდენობამ 13 ათასი შეადგინა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ მოილოცა
ხატი - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ აფხაზეთში 23 წლის წინ განვიტარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და აფხაზთა და ქართველთა შერიგების მლოცველტათვის დაიწერა.

მსოფლიოს წარმატებული ქვეყნების ინდექსში საქართველოს მე-80 პოზიცია ერგო
მსოფლიოს ყველაზე წარმატებული და აყვავებული ქვეყნების ინდექსში საქართველომ 142 ქვეყანას შორის მე-80 ადგილი დაიკავა. ბრიტანული ცენტრის Legatum Institute-ის მიერ წარდგენილი ინდექსის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე აყვავებული ქვეყნის სტატუსი ნორვეგიას ერგო.

 
 
სექტემბერი
2019
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
       1
2
3
4
5
6
7 8
9
10
11
12
13
14 15
16
17
18
19
20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
საქართველო და მსოფლიო
ესტონეთის პრეზიდენტი - რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. ამან გამოიწვია ტალღა, რომლის შედეგიც ყირიმის ანექსია იყო, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდემ „ევროპეისკაია პრავდას განუცხადა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის
მისია აღნიშნავს ჩორჩანა-წნელისის რაიონში, ძალოვანი უწყებების არსებით, უწყვეტ წარმომადგენლობას. რამდენიმე ახალი პოზიციის მოწყობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია, ზრდის მათი მოულოდნელი შეხვედრის ალბათობას და წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეხება.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რუსულ ოკუპაციაზე - გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია
გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა ხურვალეთში განუცხადა.

ევროპისა და ამერიკის ქვეყნები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ერთობლივი განცხადებით გმობენ
ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ერთობლივი განცხადებით დაგმეს და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთისგან საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის დაუყოვნებელ შეწყვეტას მოითხოვს
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე "ბორდერიზაციის" პროცესზე შეერთებული შტატების პოზიცია დააფიქსირა.

ევროპარლამენტის წევრი გუგუტიანთკარზე - ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ძლიერი განცხადება, რადგან რუსეთი ამოწმებს იმას, რამდენად შორს შეუძლია წასვლა
ეს არის ოკუპაციის უპრეცედენტო აქტი. ამის შესახებ აუცილებლად ვისაუბრებ ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტებში“, - ამის შესახებ ევროკავშირის პარლამენტის წევრმა მარკტ გრეგოროვამ ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში განუცხადა.

ესტონეთის ელჩი გუგუტიანთკარში ვითარებაზე - რასაც აქ ვხედავთ, ღრმა შეშფოთებას იწვევს არა მხოლოდ პოლიტიკური ან სამხედრო შედეგების, არამედ ჰუმანიტარული თვალსაზრისით
მიმაჩნია, რომ საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა სასარგებლო იქნება, - ამის შესახებ ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კაი კაარელსონმა ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზთან განუცხადა.

საგარეო უწყება - ICAO-ში საქართველოს წარმომადგენელს დაუდასტურეს, რომ ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს
ICAO-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, რომ ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

დეიმონ უილსონი - ქართველებმა იბრძოლეს, რომ თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და არა მათმა მეზობლებმა
ერთადერთი გზა იმის, რომ საქართველომ მისი სუვერენიტეტი დაიცვას, მზარდი და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების აშენებაა, - ამის შესახებ „ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ უილსონმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup