მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები
 კულტურა
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში
 საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის 1 400 000 ლარი გამოიყო, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 

ვაშლიჯვრის დასახლებაში დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის ქუჩა და მემორიალური კომპოზიცია გაიხსნა
ვაშლიჯვრის დასახლებაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელთა კრების წევრის, აფხაზეთის სახალხო საბჭოს თავმჯდომარის,დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის ქუჩას და მემორიალური კომპოზიცია გაიხსნა. წელს დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის 135 წლის იუბილე აღინიშნება. 

ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში „მეხსიერების საგანძურიდან“ ამოკრეფილი სახსოვარი გამოიფინა
„მარგალიტები მეხსიერების საგანძურიდან", ასე ჰქვია პროექტს, რომლის პრეზენტაციაც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა თანადგომის" ორგანიზებითა და საქველმოქმედო ფონდ „სარაჯიშვილის" ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ფოტოგრაფ მიხეილ როსტომაშვილის პერსონალური ფოტოგამოფენა მოეწყო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ღირსების ორდენის კავალერის, ფოტოგრაფ მიხეილ როსტომაშვილის პერსონალური ფოტოგამოფენა – „სამყარო სიმეტრიაში“ მოეწყო.

ფოტოგრაფ მიხეილ როსტომაშვილის პერსონალური ფოტოგამოფენა - „სამყარო სიმეტრიაში“ მოეწყობა
დღეს, 10 ივლისს, 17:00 საათზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ღირსების ორდენის კავალერის, ფოტოგრაფ მიხეილ როსტომაშვილის პერსონალური ფოტოგამოფენა - „სამყარო სიმეტრიაში“ მოეწყობა.

სოხუმის თეატრი პრემიერისთვის ემზადება
სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 13 ივლისს პრემიერა შედგება. მაყურებელი იხილავს ერთმოქმედებიან სპექტაკლს „ქალი“, რომლის დამდგმელი რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელია ლილი ბურბუთაშვილი, მხატვარი - მაია სხირტლაძე, რეჟისორის თანაშემწე - მარინა კიკალეიშვილი. მთავარ როლს ასრულებს ეკა არჩაია.

 
 
სექტემბერი
2019
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
       1
2
3
4
5
6
7 8
9
10
11
12
13
14 15
16
17
18
19
20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
საქართველო და მსოფლიო
ესტონეთის პრეზიდენტი - რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. ამან გამოიწვია ტალღა, რომლის შედეგიც ყირიმის ანექსია იყო, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდემ „ევროპეისკაია პრავდას განუცხადა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის
მისია აღნიშნავს ჩორჩანა-წნელისის რაიონში, ძალოვანი უწყებების არსებით, უწყვეტ წარმომადგენლობას. რამდენიმე ახალი პოზიციის მოწყობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია, ზრდის მათი მოულოდნელი შეხვედრის ალბათობას და წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეხება.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რუსულ ოკუპაციაზე - გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია
გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა ხურვალეთში განუცხადა.

ევროპისა და ამერიკის ქვეყნები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ერთობლივი განცხადებით გმობენ
ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ერთობლივი განცხადებით დაგმეს და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთისგან საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის დაუყოვნებელ შეწყვეტას მოითხოვს
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე "ბორდერიზაციის" პროცესზე შეერთებული შტატების პოზიცია დააფიქსირა.

ევროპარლამენტის წევრი გუგუტიანთკარზე - ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ძლიერი განცხადება, რადგან რუსეთი ამოწმებს იმას, რამდენად შორს შეუძლია წასვლა
ეს არის ოკუპაციის უპრეცედენტო აქტი. ამის შესახებ აუცილებლად ვისაუბრებ ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტებში“, - ამის შესახებ ევროკავშირის პარლამენტის წევრმა მარკტ გრეგოროვამ ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში განუცხადა.

ესტონეთის ელჩი გუგუტიანთკარში ვითარებაზე - რასაც აქ ვხედავთ, ღრმა შეშფოთებას იწვევს არა მხოლოდ პოლიტიკური ან სამხედრო შედეგების, არამედ ჰუმანიტარული თვალსაზრისით
მიმაჩნია, რომ საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა სასარგებლო იქნება, - ამის შესახებ ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კაი კაარელსონმა ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზთან განუცხადა.

საგარეო უწყება - ICAO-ში საქართველოს წარმომადგენელს დაუდასტურეს, რომ ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს
ICAO-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, რომ ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

დეიმონ უილსონი - ქართველებმა იბრძოლეს, რომ თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და არა მათმა მეზობლებმა
ერთადერთი გზა იმის, რომ საქართველომ მისი სუვერენიტეტი დაიცვას, მზარდი და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების აშენებაა, - ამის შესახებ „ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ უილსონმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup