მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები
 ჯანდაცვა და სპორტი
ოლიმპიურ ფესტივალში "თბილისი 2015" მონაწილე დევნილ სპორტსმენებთან შეხვედრა მოეწყო
დევნილი ახალგაზრდები სპორტის სხვადასხვა სახეობაში იასპარეზებენ, კერძოდ, დიანა ზოლოტუხინა, საბა სოსელია, მარი ჩაკაბერია, ლუკავა დათო მძლეოსნობაში, თათია გადელია - ხელბურთში, ოთარ პერტაია- კალათბურთში, ანა მაქაცარია - ჩოგბურთში.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ელიმინაციის პროგრამაში ჩართული 32 პაციენტიდან, 23 პაციენტს C ჰეპატიტის ვირუსი აღარ აღენიშნება
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართული 32 პაციენტიდან, ერთი თვის მკურნალობის შემდეგ 23 პაციენტს C ჰეპატიტის ვირუსი სისხლში აღარ აღენიშნება , - ამის შესახებ დღეს ჯანდაცვის სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ განაცხადა.

სტიქიით დაზარალებული აფხაზეთიდან დევნილი ოჯახების დახმარება
30 ივნისს, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და ფონდ „ტაძრელმა“, ამერიკული ორგანიზაცია “OSMPH” თანამშრომლობის ფარგლებში , აფხაზეთიდან დევნილ, წყნეთში ჩასახლებულ, სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ ბავშვები ტანსაცმელი და ჰიგიენური საშუალებები გადასცა. 

ვიქტორ სანეევის 70 წლის იუბილეს მძლეოსნობაში აფხაზეთის ღია პირველობა მიეძღვნა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამმართველოს ორგანიზებით, 2015 წლის 12-13 ივნისს იოსელიანის სახელობის მძლეოსნობის სასახლეში მძლეოსნობაში აფხაზეთის ღია პირველობა ჩატარდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლება ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სისხლი გაიღეს
17 ივნისს, აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სვხადასხვა უწყებებისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა ეროვნულ სისხლის ბანკში, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სისხლი გაიღეს. 

„აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამა
12-14 ივნისს ზუგდიდის რაიონის სოფლებში (ხურჩა, კოკი, ორსანტია, რუხი და ზედა ეწერი) მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილებისთვი უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდება და იძულებით გადაადგილებულ პირებს საჭიროების შესაბამისად უფასო მედიკამენტები გადაეცემათ.

აფხაზეთის ღია პირველობა მძლეოსნობაში ვიქტორ სანეევის 70 წლის იუბილეს მიეძღვნება
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამმართველო 2015 წლის 12-13 ივნისს ატარებს აფხაზეთის ღია პირველობას მძლეოსნობაში 1996-2001 წ.წ. დაბადებულ ახალგაზრდებს შორის. შეჯიბრება ლეგენდარული სპორტსმენის ვიქტორ სანეევის 70 წლის იუბილეს მიეძღვნება. 

 
 
მაისი
2018
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 
1
2
3
4
5 6
7
8
9
10
11 12 13
14
15 16
17
18 19 20
21
22 23 24 25 26 27
28 29 30 31
საქართველო და მსოფლიო
ვეს მიტჩელი გიორგი კვირიკაშვილს - მადლობას გიხდით თქვენი ლიდერობისთვის, იმ როლისთვის, რომელსაც ასრულებთ რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით
მადლობას გიხდით თქვენი ლიდერობისთვის, იმ როლისთვის, რომელსაც თქვენ და თქვენი გუნდი ასრულებთ რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით, ასევე - ნატოსა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინსვლის უზრუნველსაყოფად, - ამ სიტყვებით მიმართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვეს მიტჩელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ გამართულ შეხვედრაზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე - ჩვენ არ ვაღიარებთ გამყოფ ხაზს, როგორც საერთაშორისო საზღვარს - 10 წლის წინ აქ იყო ომი და მე დღეს აქ ვარ, რათა შევახსენო რუსეთს, რომ მსოფლიოს არ დავიწყებია ეს მოვლენები
ათი წლის წინ აქ იყო ომი და მე დღეს აქ ვარ, რათა შევახსენო რუსეთის მთავრობას, რომ მსოფლიოს არ დავიწყებია ეს მოვლენები, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში უეს მიტჩელმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში განაცხადა.

იენს სტოლტენბერგი - მივესალმებით საქართველოს პროგრესს და ვიმედოვნებ, რომ ნატოს სამიტი ამ პროგრესს აღნიშნავს
საქართველო ნატო-ს ძალიან ახლო პარტნიორია. ვახორციელებთ ბევრი სხვადასხვა სახის საქმიანობას, რითაც უზრუნველვყოფთ პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას საქართველოსთვის, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე, „ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე პასუხისას განაცხადა. 

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე - შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც
შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც, -ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ პაოლო ალიმ განაცხადა.

პასკალ მენიე - საქართველოში ინვესტირებით არაერთი ფრანგული კომპანიაა დაინტერესებული
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საფრანგეთის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს საქართველოში პასკალ მენიეს და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს სამხრეთ კავკასიაში გაელ ასაიჯის შეხვდა.

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი - პირველად ვარ თქვენს ქვეყანაში, როდესაც ვიზალიბერალიზაცია არის არა მოთხოვნა, არამედ რეალობა
პირველად ვარ თქვენს ქვეყანაში, როდესაც ვიზალიბერალიზაცია არის არა მოთხოვნა, არამედ რეალობა, - ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ასელბორნმა განაცხადა.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მონიტორინგის მიზნით შესაღწევად ძალისხმევას გააგრძელებს
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარს ზეიდ რაად ალ-ჰუსეინს შეხვდა. 

კერსტინ ლუნდგრენი და ტიტუს კორლატეანი - მოვუწოდებთ სეპარატისტ ხელისუფლებას და რუსეთის ფედერაციას, გამოიძიონ და გაასამართლონ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი პირები
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს საკითხების მონიტორინგის თანამომხსენებლები კერსტინ ლუნდგრენი (შვედეთი) და ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) ცხინვალში დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დატყვევებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ და მოხდარ ფაქტს გმობენ.

აშშ-ის საელჩო - ვუსამძიმრებთ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს და მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, სრული ინფორმაცია მიაწოდონ საქართველოს მთავრობას ამ ტრაგიკული შემთხვევის გარემოებების შესახებ
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - შთამბეჭდავია საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები და წარმატება, რომელსაც მიაღწიეთ
შთამბეჭდავია თქვენს მიერ განხორციელებული რეფორმები და წარმატება, რომელსაც მიაღწიეთ, - ამის შესახებ დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდერს სამუელსენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. 

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup