მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები
განათლება და მეცნიერება
აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები თბილისის ბოტანიკურ ბაღს ესტუმრნენ
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, განათლების და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურმა, სსიპ კინოცენტრი „აფხაზეთის“ შემოქმედ ბავშვთა კავშირმა ,,მომავლის ხმამ" და მასთან დამეგობრებულმა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტის წევრებმა, 

,,გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში“ მასწავლებელთა რეგიონალურ კონფერენციას მასპინძლობდა
,,გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში“ 9-10 მაისს მასწავლებელთა რეგიონალურ კონფერენციას მასპინძლობდა .კონფერენციაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის, მათ შორის ოკუპირებული გალის რაიონის სკოლების მასწავლებლები მონაწილეობდნენ.

საინტერესო ნაშრომები - ,,აფხაზეთში მევენახეობის კულტურის განვითარებასთან’’ დაკავშირებით
10 მაისს  ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლემ გელათის აკადემიაში უმასპინძლა კონფერენციას თემაზე: ,,საქართველო კულტურული ვაზისა და ღვინის სამშობლო’’. კონფერენციის მუშაობაში საქართველოს სხვა რეგიონების წარმომადგენლებთან ერთად გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის  თანამშრომლები,   ოკუპირებული გალის რაიონის სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები მონაწილეობდნენ. 

ვალერი არქანიას არტ-გალერეაში მხატვარ ავთანდილ შენგელიას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართება
15 მაისს  აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებულ ვალერი არქანიას არტ–გალერეაში (მისამართი: ქ. თბილისი უზნაძის 68) მხატვარ ავთანდილ შენგელიას პერსონალური გამოფენა გაიმართება.

„ამერიკული აკადემიის“ კონფერენციაში ოკუპირებული გალის რაიონის სკოლების მასწავლებლებიც მონაწილეობდნენ
,,გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში“  9-10 მაისს მასწავლებელთა რეგიონალურ კონფერენციას მასპინძლობდა .კონფერენციაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის, მათ შორის ოკუპირებული გალის რაიონის სკოლების მასწავლებლები მონაწილეობდნენ.

განახლებული გამოცემა
გამოვიდა კრებულის -  ”ისტორიულ-კულტურული ფასეულობები აფხაზეთში” განახლებული გამოცემა.

 როგორც შესავალშია აღნიშნული, გამომცემელთა მიზანია, მსოფლიო საზოგადოებას უთხრან, რომ აფხაზეთი საქართველოა, ქართველების სამკვიდრო, მამა-პაპისაგან მემკვიდრეობით გადმოცემული მამული; შინ თუ გარეთ, ყველას აუხსნან, რომ აფხაზეთი ერქვა და ჰქვია ჩრდილო-დასავლეთ საქართველოს ერთ კუთხეს, აფხაზები კი - ამ კუთხის მკვიდრთ. ისტორიული აფხაზები ისეთივე კოლხები(ლაზები, ჭანები, მეგრელები...) ანუ ქართველები არიან, როგორც სვანები, კახელები, იმერლები, ქართლელები, გურულები და სხვ.

ზემო აფხაზეთიდან დევნილ მარიამ აფრასიძეს ამერიკულ აკადემიაში სწავლას თავად აკადემია დაუფინანსებს
2 მაისს დასრულდა გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიისა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლების და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის ერთობლივი პროექტის ,,შაბათის სკოლა“ მე-12 სესია, რომელიც ამერიკული აკადემიის ბაზაზე, სპეციალურად აფხაზეთის საჯარო სკოლებისა და დევნილი მოსწავლეებისთვის ხორციელდება. 

ლატვიის ელჩის სამუშაო ვიზიტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში
29 აპრილს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ესტუმრა ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ქალბატონი ელიტა გაველე. ელჩი შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ჯონი აფაქიძეს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, პროფესორ შოთა ახალაიას, საგარეო ურთიერთობათა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსს, პროფესორ ინდირა ძაგანიას. 

ოკუპირებული ტერიტორიის (გალის რაიონი) საშუალო სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცემათ
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში  22 აპრილს, 11 საათზე  2013-2014 სასწავლო წლის აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული ტერიტორიის (გალის რაიონი) საშუალო სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცემათ.

 
 
დეკემბერი
2018
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
საქართველო და მსოფლიო
მ რუსეთმა საქართველოს dhgfdhgfhfdhg
მ რუსეთმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია მე-19 საუკუნეში გააუქმა, ეპარქიად გადააქცია და თბილისიდან და ქუთაისიდან წმინდა რელივიების პეტერბურგში გატანას ცდილობდა... ჩვენ ქართველებს ძალიან ვაწყენინეთ და ახლაც ამას ვაგრძელებთ, მაგრამ მაინც უნდა მივმართოთ დახმარებისთვის", - ამბობს მაქსიმ შევჩენკო, თუმცა პროგრამის წამყვანის ევგენი ბუნტმანის აზრით, ამგვარი ნაბიჯი რუსეთის ეკლესიის მხრიდან უტოპიური იქნება

საქართველოს ვიზიტით ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გიოტმიოლერი ეწვევა
21 სექტემბერს საქართველოს ვიზიტით ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გიოტმიოლერი ეწვევა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს,ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, ვიცე-პრემიერ, შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით დონდუას და თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ლელა ჩიქოვანს.

ვარშავაში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ღონისძიება გაიმართა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ვარშავაში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ღონისძიება Human Rights of Conflict Affected Population in Georgia გაიმართა.

სტივენ ნიქსი - ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები გავაძლიეროთ
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი მხარს უჭერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამ ძალისხმევას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები გავაძლიეროთ, - ამის შესახებ IRI-ს ევროპისა და აზიის პროგრამების დირექტორმა სტივენ ნიქსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ჯონათან კატცი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აშშ-ში დროული და მნიშვნელოვანია
ძალიან კარგია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონს ეწვია, რადგან მნიშვნელოვანია აშშ-საქართველოს ურთიერთობების სამომავლო გაძლიერება და განვითარება, - ამის შესახებ აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდის უფროსმა მკვლევარმა ჯონათან კატცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მარკ გრინი - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოს მხარდამჭერი პროგრამების დაფინანსებას მომავალშიც განაგრძობს
საქართველო არის USAID-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პარტნიორი და მისასალმებელია ის დემოკრატიული ტრანსფორმაცია, რომელიც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში განიცადა, - როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და USAID-ის ხელმძღვანელ მარკ გრინის შეხვედრაზე აღინიშნა, რომელიც დღეს ვაშინგტონში, USAID-ის სათავო ოფისში გაიმართა.

ლინდსი გრემი - საქართველო დემოკრატიისა და ინსტიტუციური განვითარების თვალსაზრისით რეგიონში ლიდერია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ ლინდსი გრემს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, პრემიერმა მადლობა გადაუხადა ამერიკელ სენატორს საქართველოს აქტიური მხარდაჭერისა და იმ წვლილისთვის, რომლის შედეგადაც საქართველოსადმი დახმარება მუდმივად დგას სენატის დღის წესრიგში. ბახტაძის თქმით, სწორედ ლინდსი გრემის ინიციატივით, საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტმა მოამზადა კანონპროექტი, რომელიც საქართველოსადმი დახმარების ბიუჯეტის გაზრდას ითვალისწინებს.

ბრაიან უიტმორი - აფხაზებსა და ოსებს ბოლოს მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება - რუსეთის პროვინციად ყოფნა სურთ, თუ თავისუფალ, დემოკრატიულ, ევროპულ საქართველოში
აფხაზებსა და ოსებს ბოლოს მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება - რუსეთის ფედერაციის პროვინციად ყოფნა სურთ, თუ თავისუფალ, დემოკრატიულ, ევროპულ საქართველოში, - ამის შესახებ ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა ბრაიან უიტმორმა American Enterprise Institute-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კურტ ვოლკერი - საქართველოს ტერიტორიის ნაწილი რომ ოკუპირებულია, არ ნიშნავს, რომ ქვეყანა ნატო-ს წევრი არ უნდა გახდეს - გერმანია ნატო-ში მიიღეს, როდესაც გაყოფილი იყო
რუსეთის აგრესიასთან გასამკლავებლად, პირველი რაც საქართველომ უნდა გააკეთოს, არის ის, რომ გაძლიერდეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” უკრაინის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კურტ ვოლკერმა განუცხადა.

თამარ ჩუგოშვილი - ევროპარლამენტმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო
ევროპარლამენტს არასდროს მიუღია ერთიანი დოკუმენტი, კონკრეტულად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით, - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის - „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ინტერვენციიდან 10 წლის შემდეგ“ მიღებას. 

ჰიზერ ნაუერტი - ასადის რეჟიმის გადაწყვეტილება არ შეცვლის რეალობას ან ჩვენს პოზიციას საქართველოს სუვერენიტეტზე
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" საქართველოს განუყოფელი ნაწილია, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა განაცხადა.

იანოშ ჰერმანი - სირიის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და არაღიარების პოლიტიკას, რომელსაც ევროკავშირი ატარებს
სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა იანოშ ჰერმანმა განცხადება გააკეთა.

ნატოს სამეკავშირეო ოფისი - სირიის გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდენს იმ ფართო საერთაშორისო გაგებაზე, რომ „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია
„სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის რეგიონები საქართველოს ნაწილია, - ამის შესახებ ნატოს სამეკავშირეო ოფისის განცხადებაშია აღნიშნული. განცხადების თანახმად, ნატო კვლავ მოუწოდებს რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" აღიარება და გამოიყვანოს თავისი ძალები საქართველოდან. 

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup