მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები
საზოგადოება > სამოქალაქო სექტორი
ქარიშხალ „ირმას“ ფლორიდაში 9 ადამიანი ემსხვერპლა, ევაკუირებულია 6 მილიონზე მეტი მოქალაქე
ქარიშხალ „ირმას“ ფლორიდაში 9 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. სტიქიამ ყველაზე მეტად ფლორიდა, კერძოდ, მაიამი დააზარალა. მოსახლეობა ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. ამ დროისთვის შტორმი ჯორჯიაში მიემართება. 

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით მე-80 შეხვედრა გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიმდინარე წლის 10 ივლისიდან 7 სექტემბრამდე პერიოდში დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს.

ქეთევან ციხელაშვილი - რაც ხდება ახალგორის რაიონში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, აბსოლუტურად მიუღებელია
ცალსახად ვამბობ, რომ რაც ხდება ახალგორის რაიონში , ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, არის აბსოლუტურად მიუღებელი, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ ახალგორის სკოლებში 1-4 კლასამდე საგანმანათლებლო პროცესის რუსულ ენაზე მიმდინარეობის პრობლემაზე საუბრისას განაცხადა.

ოკუპირებულმა აფხაზეთმა მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასთან მემორანდუმი გააფორმა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ და მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კარენ მირზოიანმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, „ეს პირველი ოფიციალური ორმხრივი დოკუმენტია ორ რესპუბლიკას შორის“.

ახალგორის ე.წ. პროკურატურა - თამარ მეარაყიშვილის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები კანონის ფარგლებში განხორციელდა
სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილთან დაკაშირებით საგამოძიებო ორგანოებმა შესაბამისი მოქმედებები კანონის ფარგლებში განახორციელეს, - სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ახალგორის რაიონის „პროკურატურის“ თანამშრომელმა ალან ბიაზროვმა განაცხადა. 

საქართველო ჩინეთში უმსხვილეს გამოფენაზე წარდგება
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლების ინიციატივით, 18-21 სექტემბერს, ჩინეთში, ქალაქ სიამენში, უმსხვილესი საერთაშორისო საინვესტიციო და სავაჭრო გამოფენა (China International Fair for Investment & Trade) გაიმართება, სადაც საქართველოს მოწვეული საპატიო ქვეყნის სტატუსი მიენიჭა და განსაკუთრებული საგამოფენო სივრცე გამოეყო.

საერთაშორისო ორგანიზაცია Palme Center ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს
ანგარიში, რომელიც 2017 წლის ივლისითაა დათარიღებული, მათ შორის ადამიანის უფლებების საკითხებში ევროკავშირის ყოფილი სპეციალური მრჩევლის, თომას ჰამარბერგისა და სამხრეთ კავკასიის საკითხებში ექსპერტის, მაგდალენა გრონოს მიერ აფხაზეთში განხორციელებული ვიზიტებისას მიღებულ ინფორმაციებს ეყრდნობა. 

 
 
აპრილი
2018
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21 22
23
24 25 26 27 28 29
30
საქართველო და მსოფლიო
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე - შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც
შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც, -ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ პაოლო ალიმ განაცხადა.

პასკალ მენიე - საქართველოში ინვესტირებით არაერთი ფრანგული კომპანიაა დაინტერესებული
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საფრანგეთის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს საქართველოში პასკალ მენიეს და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს სამხრეთ კავკასიაში გაელ ასაიჯის შეხვდა.

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი - პირველად ვარ თქვენს ქვეყანაში, როდესაც ვიზალიბერალიზაცია არის არა მოთხოვნა, არამედ რეალობა
პირველად ვარ თქვენს ქვეყანაში, როდესაც ვიზალიბერალიზაცია არის არა მოთხოვნა, არამედ რეალობა, - ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ასელბორნმა განაცხადა.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მონიტორინგის მიზნით შესაღწევად ძალისხმევას გააგრძელებს
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარს ზეიდ რაად ალ-ჰუსეინს შეხვდა. 

კერსტინ ლუნდგრენი და ტიტუს კორლატეანი - მოვუწოდებთ სეპარატისტ ხელისუფლებას და რუსეთის ფედერაციას, გამოიძიონ და გაასამართლონ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი პირები
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს საკითხების მონიტორინგის თანამომხსენებლები კერსტინ ლუნდგრენი (შვედეთი) და ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) ცხინვალში დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დატყვევებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ და მოხდარ ფაქტს გმობენ.

აშშ-ის საელჩო - ვუსამძიმრებთ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს და მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, სრული ინფორმაცია მიაწოდონ საქართველოს მთავრობას ამ ტრაგიკული შემთხვევის გარემოებების შესახებ
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - შთამბეჭდავია საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები და წარმატება, რომელსაც მიაღწიეთ
შთამბეჭდავია თქვენს მიერ განხორციელებული რეფორმები და წარმატება, რომელსაც მიაღწიეთ, - ამის შესახებ დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდერს სამუელსენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. 

უკრაინის ელჩი რუსეთის მიმართ სანქციებზე - საქართველო და უკრაინა რუსეთის აგრესიისგან ყველაზე მეტად დაზარალდნენ, ამიტომ ჩვენ ერთობლივი მოქმედებების გზების მოძებნას შევეცდებით
საქართველო და უკრაინა ყველაზე მეტად დაზარალდნენ რუსეთის აგრესიისგან, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ჩვენ ერთობლივი მოქმედებების გზების მოძებნას შევეცდებით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იგორ დოლგოვმა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმის განახლებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის შეთავაზების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა. 

კონგრესმენი დევიდ პრაისი - საქართველო საერთაშორისო დონეზე მოწინავე როლს ასრულებს
ჩვენ არასოდეს გვქონია იმაზე ნაყოფიერი ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან, ვიდრე ეს საქართველოსთან გვაქვს, - ამის შესახებ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატასთან არსებული კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარემ, დევიდ პრაისმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საპატივცემულოდ გამართულ მიღებაზე განაცხადა. 

კონგრესმენი ტედ პო - საქართველო ყველაზე ძლიერი დემოკრატიული ქვეყანაა რეგიონში
საქართველო იყო და არის ყველაზე ძლიერი დემოკრატია რეგიონში და პუტინს სწამს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს დაამარცხებს, მოერევა დანარჩენ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებსაც, - ამის შესახებ აშშ-ს კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ, ტედ პომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საპატივცემულოდ გამართულ მიღებაზე განაცხადა. 

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup