მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები
 კულტურა
რუსთაველის თეატრში გენო კალანდიას დაბადების 75 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება
წლეულს, 8 ივნისს, 17 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში გამოჩენილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატის გენო კალანდიას დაბადების 75 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება. 

სოხუმის თეატრში პრემიერა გაიმართა
„მილიონრები“ - ასე ჰქვია სპექტაკლს, რომლის პრემიერაც 4 ივნისს კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა მაყურებელს შესთავაზა. სპექტაკლი ედუარდო დე ფილიპოს პიესის ,,ნეაპოლი - მილიონერთა ქალაქი“ მოტივებზე დაიდგა და მისი პრემიერა „ახმეტელის თეატრში“ შედგა. 

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში პროექტ „Eyes of Cultures“ ფოტონამუშევრების გამოფენა მოეწყო
ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში არასამთავრობო ორგანიზაციებმა „Dinamik Gelisim Dernegi-მ“ და „ახალგაზრდულმა სივრცემ“ მათ მიერ განხორციელებული პროექტის „Eyes of Cultures“ ფარგლებში შესრულებული ფოტონამუშევრების გამოფენა მოაწყვეს.

სოხუმის თეატრი მაყურებლებს პრემიერაზე ეპატიჟება
კონსტანტინე გამსახურდიას სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება. „მილიონრები“ - ასე ჰქვია სპექტაკლს, რომლის პრემიერაც „ახმეტელის თეატრში“ 4-5 ივნისს გაიმართება. სპექტაკლი ერთმოქმედებიანია, რომლის ავტორი და რეჟისორიც დათო საყვარელიძეა.

ვალერი არქანიას „არტ-გალერეა“ ფოტოგრაფის თვალით დანახულ კონფლიქტებს წარმოგვიდგენს
„ხანდახან ფოტო უფრო მეტს გამოხატავს, ვიდრე სიტყვები. ერთ უბრალო ფოტოს შეუძლია გაავრცელოს ბევრის მთქმელი მესიჯი და შეეხოს ათასობით სიცოცხლეს“, - მიაჩნია თურქულ არასამთავრობო ორგანიზაცია „Dinamik Gelisim Dernegi“-ს, რომელმაც ახლახან ქართულ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდულ სივრცესთან“ ერთად პროექტი „Eyes of Gultures“ განახორციელა.

ირაკლი ღარიბაშვილი: ვიდრე ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება, ქართველი კაცი ბედნიერი ვერ იქნება
მინდა ყველა აფხაზს მივულოცო “აფხაზეთობა” და მათ ვუთხრა, რომ ძალიან გვიყვარს ჩვენი აფხაზი ძმები და დები; გვინდა მათთან ერთად ვიცხოვროთ მშვიდად და გვქონდეს ურთიერთპატივისცემა და სიყვარული- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეთნოგრაფიულ მუზეუმში განაცხადა, სადაც დღეს სახალხო დღესასწაული “აფხაზეთობა” გაიმართა.

საქართველოს რეგიონებში სახალხო ზეიმი „აფხაზეთობა“ სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ორგანიზებით 23 მაისს ,,აფხაზეთობა" სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა. მაცხოვრის კარის სახელობის ეკლესიაში საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. 

 
 
ივნისი
2018
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     1 2 3
4
5
6
7
8 9 10
11
12
13 14
15
16 17
18
19 20 21
22
23 24
25 26 27 28 29 30
საქართველო და მსოფლიო
თამარ ჩუგოშვილი - ევროპარლამენტმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო
ევროპარლამენტს არასდროს მიუღია ერთიანი დოკუმენტი, კონკრეტულად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით, - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის - „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ინტერვენციიდან 10 წლის შემდეგ“ მიღებას. 

ჰიზერ ნაუერტი - ასადის რეჟიმის გადაწყვეტილება არ შეცვლის რეალობას ან ჩვენს პოზიციას საქართველოს სუვერენიტეტზე
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" საქართველოს განუყოფელი ნაწილია, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა განაცხადა.

იანოშ ჰერმანი - სირიის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და არაღიარების პოლიტიკას, რომელსაც ევროკავშირი ატარებს
სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა იანოშ ჰერმანმა განცხადება გააკეთა.

ნატოს სამეკავშირეო ოფისი - სირიის გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდენს იმ ფართო საერთაშორისო გაგებაზე, რომ „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია
„სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის რეგიონები საქართველოს ნაწილია, - ამის შესახებ ნატოს სამეკავშირეო ოფისის განცხადებაშია აღნიშნული. განცხადების თანახმად, ნატო კვლავ მოუწოდებს რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" აღიარება და გამოიყვანოს თავისი ძალები საქართველოდან. 

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნით დეკლარაციაში ალიანსის წევრები საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას მხარს უჭერენ
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნით დეკლარაციაში ალიანსის წევრები საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას მხარს უჭერენ. აღნიშნული დოკუმენტი ვარშავაში გამართული საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მიიღეს. 

კონგრესმენი კონოლი - ჩვენ არ მოვისვენებთ, ვიდრე საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოს არ დაუბრუნდება ტერიტორიები და რუსული ოკუპაცია არ დასრულდება
ჩვენ არ მოვისვენებთ, ვიდრე საქართველოს ტერიტორიები არ დაუბრუნდება საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოს და ვიდრე საქართველოს ამ ტერიტორიების რუსული ოკუპაცია არ დასრულდება, - ამის შესახებ საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ კონგრესმენმა ჯერალდ კონოლიმ აშშ-ის კონგრესში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

ვეს მიტჩელი გიორგი კვირიკაშვილს - მადლობას გიხდით თქვენი ლიდერობისთვის, იმ როლისთვის, რომელსაც ასრულებთ რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით
მადლობას გიხდით თქვენი ლიდერობისთვის, იმ როლისთვის, რომელსაც თქვენ და თქვენი გუნდი ასრულებთ რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით, ასევე - ნატოსა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინსვლის უზრუნველსაყოფად, - ამ სიტყვებით მიმართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვეს მიტჩელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ გამართულ შეხვედრაზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე - ჩვენ არ ვაღიარებთ გამყოფ ხაზს, როგორც საერთაშორისო საზღვარს - 10 წლის წინ აქ იყო ომი და მე დღეს აქ ვარ, რათა შევახსენო რუსეთს, რომ მსოფლიოს არ დავიწყებია ეს მოვლენები
ათი წლის წინ აქ იყო ომი და მე დღეს აქ ვარ, რათა შევახსენო რუსეთის მთავრობას, რომ მსოფლიოს არ დავიწყებია ეს მოვლენები, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში უეს მიტჩელმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში განაცხადა.

იენს სტოლტენბერგი - მივესალმებით საქართველოს პროგრესს და ვიმედოვნებ, რომ ნატოს სამიტი ამ პროგრესს აღნიშნავს
საქართველო ნატო-ს ძალიან ახლო პარტნიორია. ვახორციელებთ ბევრი სხვადასხვა სახის საქმიანობას, რითაც უზრუნველვყოფთ პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას საქართველოსთვის, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე, „ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე პასუხისას განაცხადა. 

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე - შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც
შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც, -ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ პაოლო ალიმ განაცხადა.

პასკალ მენიე - საქართველოში ინვესტირებით არაერთი ფრანგული კომპანიაა დაინტერესებული
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საფრანგეთის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს საქართველოში პასკალ მენიეს და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს სამხრეთ კავკასიაში გაელ ასაიჯის შეხვდა.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup