მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები
განათლება და მეცნიერება
შემეცნებით-გასართობი პროგრამა დევნილი მოზარდებისთვის
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, სსიპ კინოცენტრი ,,აფხაზეთი“ და აფხაზეთის ბავშვთა შემოქმედებითი კავშირი ,,მომავლის ხმა“,   მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მხარდაჭერით,აფხაზეთის საჯარო სკოლებისა და აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისათვის აწყობს შემეცნებით-გასართობ შოუ პროგრამას   ,,ჩვენ გვიყვარს სიცოცხლე“. შოუ-პროგრამას წარმოგიდგენთ 2015 წლის 4 მარტს, 13.00 საათზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში. 

ეროვნულ ბიბლიოთეკაში კრებულის „ლიტერატურა და ხელოვნება - აფხაზეთი“ პრეზენტაცია გაიმართება
„20 წლის შემდეგ“, პირობითად ასე ერქვა პროექტს, რომლის განხორციელებაც  აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ ახლახან დაასრულა. პროექტი კი გულისხმობდა კრებულის - „ლიტერატურა და ხელოვნება - აფხაზეთი“ გამოცემას. წიგნიi თავს უყრის აფხაზეთის მკვიდრ სხვადასხვა თაობის ლიტერატორებსა და ხელოვანებს, აფხაზეთის შემოქმედებით კოლექტივებს და მკითხველებს მათ მიერ დევნილობის მძიმე წლებში ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ განვლილ გზასა და შემოქმედებით ცხოვრებაზე, წარმატებებზე მოუთხრობს.     

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აფხაზური კუთხე გაიხსნა
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აფხაზური კუთხე გაიხსნა, სადაც ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული აფხაზური ლიტერატურა და პერიოდიკა განთავსდა. აფხაზური კუთხის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი დაესწრო და დამსწრეებს იტყვით მიმართა.

ვახტანგ ყოლბაია პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აფხაზური კუთხის გახსნას დაესწრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალების შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აფხაზური კუთხის  გახსნას დაესწრო.

აფხაზური კუთხე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივითა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით გაიხსნა, სადაც სადაც ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული აფხაზური ლიტერატურა და პერიოდიკა განთავსდა.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში აფხაზური კუთხე გაიხსნება
25 თებერვალს 17:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში გაიხსნება აფხაზური კუთხე, სადაც განთავსდება ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული აფხაზური ლიტერატურა და პერიოდიკა. კუთხის გახსნა აფხაზური ენის, მწერლობის, კულტურისა და ისტორიის შესწავლისა და კვლევის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

აფხაზური კუთხე გაიხსნება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივითა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით.

კონკურს „ქართული კალიგრაფიის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა
თბილისის საკრებულოს გალერეაში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კონკურს „ქართული კალიგრაფიის“ გამარჯვებულთა და ფინალისტთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

კონკურსში  მონაწილეობა სკოლის მოსწავლეებმა,  უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა და კალიგრაფიის თემით დაინტერესებულმა  სულ 931 ადამიანმა  მიიღო, ფინალში კი მხოლოდ 50-მდე მონაწილე გადავიდა.  დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ აღმსრულებეილი ხელისუფლების, კერძო კომპანიებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები, რომლებმაც კონკურსანტები სხვადასხვა პრიზებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს.

თელავში ორდღიანი მასშტაბური გამოფენა გაიმართა რეგიონის წამყვანი საგანმანათლებლო და ბიზნეს სექტორების მონაწილეობით
ღონისძიების მიზანი იყო განათლების პროვაიდერებისა და პოტენციური დამსაქმებლების ერთმანეთთან დაკავშირება, ურთიერთანამშრომლობით რეგიონის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და იმ პროფესიულ პროგრამებზე ცნობადობის ამაღლება, რომელსაც საგანმანათლებლო დაწესებულებები ახორციელებენ.

გამოფენა „მომავალი შენია“ საქართველოს განათლების სამინისტროს მხარდაჭერით, ბიბერახი-თელავის პარტნიორობის კომიტეტის ინიციატივითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დაფინანსებით გაიმართა. ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ თელავის, ყვარლის, ახმეტისა და გურჯაანის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრები, თელავის სახელმწიფო უნივერისტეტი, პროფესიული კოლეჯები, საჯარო სკოლები, სამინისტროს პროფორიენტაციის სპეციალისტები.

აფხაზეთის №2 საჯარო სკოლას ეროვნული გმირის ჯუმბერ ბეთაშვილის სახელი მიენიჭა
აფხაზეთის №2 საჯარო სკოლას ეროვნული გმირის,აფხაზეთის ომში დაღუპული ჯუმბერ ბეთაშვილის სახელი მიენიჭა. ამასტან დაკავშირებით დღეს, გელოვანის ქ. №4-ში მდებარე აფხაზეთის №2 საჯარო სკოლაში საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. 
საზეიმო ცერემონიალს ქალაქ თბილისის საკრებულოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, ჯუმბერ ბეთაშვილის ახლობელ-მეგობრები და თანამებრძოლები დაესწრნენ. 

პროექტი „სპმთპ - ადამიანის უფლებების კულტურის ამაღლებისთვის“
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების (სპმთპ) ორგანიზებით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სპმთპ - ადამიანის უფლებების კულტურის ამაღლებისთვის“ ფარგლებში, პირველ სადისკუსიო მრგვალი მაგიდა გაიმართა სახელწოდებით „საქართველო -ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნები და დასაქმებულთა შრომითი, სოციალური პირობები საჯარო სკოლებში“ .
დისკუსია შედგა პედაგოგებისთვის ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიც არის შრომითი ხელშეკრულების პირობები - მასწავლებელთა შრომითი უფლებების დაცვის გარანტია; მასწავლებლის დისციპლინური წარმოების წესის მოთხოვნები და შრომის შინაგანაწესის პირობები; მასწავლებელთა სახელფასო პოლიტიკა და სოციალური დიალოგის მექანიზმების განვითარება-ინსტიტუციონალიზაცია.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზოლოგიის ელექტრონული ბიბლიოთეკის პრეზენტაცია გაიმართება
ხვალ, 14:00 საათზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტი  მიერ ახლადშექმნილი აფხაზოლოგიის ელექტრონული ბიბლიოთეკის პრეზენტაცია  გაიმართება.

ოფიციალური ინფორმაციით, უნივერსიტეტის  ვებგვერდზე განთავსებულია 1991 წლის შემდეგ აფხაზი და ქართველი მეცნიერების მიერ გამოქვეყნებული ლექსიკონები, სახელმძღვანელოები და  განსხვავებული თვალსაზრისების შემცველი სამეცნიერო ნაშრომები ენათმეცნიერებაში, ისტორიოგრაფიაში, არქეოლოგიაში, ეთნოლოგიაში, ფოლკლორისტიკაში, ლიტერატურისმცოდნეობაში და ხელოვნებათმცოდნეობაში.

სამინისტროსა და ბავშვთა საგანმანათლებლო ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და ბავშვთა საგანმანათლებლო ცენტრ „ალუბლებს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სამინისტროს მხრიდან მემორანდუმს ხელი მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ მოაწერა, ხოლო საგანმანათლებლო ცენტრის მხრიდან კი  დირექტორმა ნათია გურგენიძემ. 

მეცნიერებათა აკადემიაში საერთაშორისო სემინარი "ბიბლიური ფასეულობანი და თანამედროვეობა" ჩატარდება
მეცნიერებათა აკადემიის დიდ დარბაზში, დღეს საერთაშორისო სემინარი, თემაზე "ბიბლიური ფასეულობანი და თანამედროვეობა" გაიხსნება. 
როგორც "ინტერპრესნიუსს" მეცნიერებათა ეროვნული აკადემიიდან აცნობეს, სემინარის ორგანიზატორები არიან: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი. 

 
 
აპრილი
2018
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21 22
23
24 25 26 27 28 29
30
საქართველო და მსოფლიო
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე - შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც
შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც, -ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ პაოლო ალიმ განაცხადა.

პასკალ მენიე - საქართველოში ინვესტირებით არაერთი ფრანგული კომპანიაა დაინტერესებული
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საფრანგეთის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს საქართველოში პასკალ მენიეს და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს სამხრეთ კავკასიაში გაელ ასაიჯის შეხვდა.

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი - პირველად ვარ თქვენს ქვეყანაში, როდესაც ვიზალიბერალიზაცია არის არა მოთხოვნა, არამედ რეალობა
პირველად ვარ თქვენს ქვეყანაში, როდესაც ვიზალიბერალიზაცია არის არა მოთხოვნა, არამედ რეალობა, - ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ასელბორნმა განაცხადა.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მონიტორინგის მიზნით შესაღწევად ძალისხმევას გააგრძელებს
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარს ზეიდ რაად ალ-ჰუსეინს შეხვდა. 

კერსტინ ლუნდგრენი და ტიტუს კორლატეანი - მოვუწოდებთ სეპარატისტ ხელისუფლებას და რუსეთის ფედერაციას, გამოიძიონ და გაასამართლონ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი პირები
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს საკითხების მონიტორინგის თანამომხსენებლები კერსტინ ლუნდგრენი (შვედეთი) და ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) ცხინვალში დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დატყვევებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ და მოხდარ ფაქტს გმობენ.

აშშ-ის საელჩო - ვუსამძიმრებთ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს და მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, სრული ინფორმაცია მიაწოდონ საქართველოს მთავრობას ამ ტრაგიკული შემთხვევის გარემოებების შესახებ
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - შთამბეჭდავია საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები და წარმატება, რომელსაც მიაღწიეთ
შთამბეჭდავია თქვენს მიერ განხორციელებული რეფორმები და წარმატება, რომელსაც მიაღწიეთ, - ამის შესახებ დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდერს სამუელსენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. 

უკრაინის ელჩი რუსეთის მიმართ სანქციებზე - საქართველო და უკრაინა რუსეთის აგრესიისგან ყველაზე მეტად დაზარალდნენ, ამიტომ ჩვენ ერთობლივი მოქმედებების გზების მოძებნას შევეცდებით
საქართველო და უკრაინა ყველაზე მეტად დაზარალდნენ რუსეთის აგრესიისგან, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ჩვენ ერთობლივი მოქმედებების გზების მოძებნას შევეცდებით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იგორ დოლგოვმა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმის განახლებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის შეთავაზების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა. 

კონგრესმენი დევიდ პრაისი - საქართველო საერთაშორისო დონეზე მოწინავე როლს ასრულებს
ჩვენ არასოდეს გვქონია იმაზე ნაყოფიერი ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან, ვიდრე ეს საქართველოსთან გვაქვს, - ამის შესახებ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატასთან არსებული კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარემ, დევიდ პრაისმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საპატივცემულოდ გამართულ მიღებაზე განაცხადა. 

კონგრესმენი ტედ პო - საქართველო ყველაზე ძლიერი დემოკრატიული ქვეყანაა რეგიონში
საქართველო იყო და არის ყველაზე ძლიერი დემოკრატია რეგიონში და პუტინს სწამს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს დაამარცხებს, მოერევა დანარჩენ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებსაც, - ამის შესახებ აშშ-ს კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ, ტედ პომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საპატივცემულოდ გამართულ მიღებაზე განაცხადა. 

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup