მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები
სიახლეები
საქართველოს პარლამენტში „აფხაზეთის არქიტექტურულ-ისტორიული ნაგებობების რუკის“ პრეზენტაცია გაიმართება
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო, კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის ორგანიზებით, 2016 წლის 17 ივნისს, 17 საათზე ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტში გაიმართება „აფხაზეთის არქიტექტურულ-ისტორიული ნაგებობების რუკის“ პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე დამსწრენი რუკისა და აფხაზეთის არქიტექტურული ნაგებობების მდგომარეობაზე იმსჯელებენ. მოწვეული უწყების წარმომადგენლებს დაურიგდებათ რუკა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის, დავით დონდუას კომენტარი
აღნიშნულ რაუნდზე ქართული მხარე დააყენებს საოკუპაციო ხაზზე განლაგებული ე.წ. „მესაზღვრეების“ მიერ ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში ჩადენილი მკვლელობის საკითხს და მოითხოვს ბრალდებული პირის სასწრაფოდ დაკავებასა და გადმოცემას, რათა დამნაშავე წარსდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე.

აფხაზეთის მთავრობასა და „ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამედიცინო კვლევით ინსტიტუტს“ შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და შ.პ.ს „ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამედიცინო კვლევით ინსტიტუტს“ შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.

რუხში სასათბურე მეურნეობის გახსნის პრეზენტაცია გაიმართა
ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და იაპონიის მთავრობის პროგრამის „GRASSROOT" ფინანსური მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაცია „აგორა"-ს მიერ მოწყობილი სასათბურე მეურნეობის გახსნის პრეზენტაცია გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტი - საქართველოს წინაშე კვლავ დგას მცოცავი ოკუპაციის პრობლემა
უნდა გავერთიანდეთ არა მხოლოდ კონფლიქტებზე რეაგირების, არამედ მათი თავიდან აცილებისა და აღმოფხვრის მიზნით - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სტამბოლში ჰუმანიტარულ სამიტზე 70- მდე ქვეყნის მეთაურს ლიდერთა სეგმენტის დახურულ შეხვედრაზე.

გიორგი მარგველაშვილი - სლოვაკეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობა საქართველოს ევროინტეგრაციის გაღრმავებისათვის მნიშვნელოვან შესაძლებლობას შექმნის
სლოვაკეთის პრეზიდენტის ანდრეი კისკას სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ, საქართველოს და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა  მედიისათვის განცხადებები გააკეთეს.

სოხუმის თეატრი მაყურებლებს პრემიერაზე იწვევს
სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 2016 წლის 30-31 მაისს პრემიერას გამართავს. მაყურებელი იხილავს მწერალ ნაირა გელაშვილის რომანის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს „მე ის ვარ“, ცოცხალი ელექტრო აკუსტიკური მუსიკის თანხლებით - ნუკრი ცისკაძე.

 
 
ივნისი
2017
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   
1
2
3 4
5
6
7
8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21
22
23 24 25
26 27 28 29 30
საქართველო და მსოფლიო
ბაქოში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი დაიწყო
ბაქოში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სამუშაო ვიზიტი დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტი ადმინისტრაციიდან აცნობეს, დღეს, გიორგი მარგველაშვილი ბაქოს მე-5 გობალური ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს პრეზიდენტი ფორუმის „საერთაშორისო ურთიერთობების მომავალი“ გახსნის ცერემონიალზე 50-ზე მეტი ქვეყნის ყოფილ და მოქმედ ლიდერებს სიტყვით მიმართავს. 

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 2017 წლის საგაზაფხულო სესიას თბილისი უმასპინძლებს
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 2017 წლის საგაზაფხულო სესიას თბილისი უმასპინძლებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პაოლო ალის შეხვედრაზე აღინიშნა. 

აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, პენტაგონს რუსულ „როსობორონექსპორტთან“ თანამშრომლობა ეკრძალება
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პენტაგონის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც რუსულ „როსობორონექსპორტთან“ თანამშრომლობას კრძალავს. ამის შესახებ აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული, რომელსაც აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის ვებგვერდი აქვეყნებს.

მიხეილ ჯანელიძე - ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი ადვოკატი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე - ეს არის საბერძნეთი
ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი ადვოკატი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე - ეს არის საბერძნეთი, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ნიკოს კოძიასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ნიკოს კოძიასი - ხუმრობითაც ვთქვით - როდესაც კავკასიიდან ცეცხლს ვიპარავდით, მაშინ არც ვიზა მოუთხოვია არავის და არც სასაზღვრო კონტროლი
საქართველო საბერძნეთისთვის, ბერძენი ხალხისთვის ძალიან დიდი სიყვარულის ობიექტს წარმოადგენს, - ამის შესახებ საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს კოძიასმა ქართველ კოლეგა, მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. ნიკოს კოძიასმა ქართველ ხალხს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა მიულოცა.

აშშ-ს საელჩო - შეერთებული შტატების მოწოდებაა, გაიხსნას აფხაზეთის სასაზღვრო ზოლთან არსებული გამშვები პუნქტები
აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან არსებული ორი კონტროლირებადი გამშვები პუნქტის დახურვა კიდევ უფრო შეზღუდავს გადაადგილების თავისუფლებასა და ადგილობრივი მცხოვრებლების საარსებო წყაროს, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე ორი გადასასვლელის დახურვის გამო შეშფოთებულია
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ღრმად შეშფოთებულია აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დახუროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე განთავსებული ორი გადასასვლელი. 

საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას 28 მარტიდან შეძლებენ
ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ამ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს და ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, ეს არის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტში გუშინ გამართულ ხელმოწერას. 

დიმიტრის ავრამოპულოსი - მარტის ბოლოდან საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ, ისარგებლონ მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლით შენგენის წევრ ქვეყნებთან

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს უვიზო მიმოსვლის ამოქმედების მნიშვნელობას საქართველოს ევროპასთან დაახლოების კუთხით.

ალექსანდრე გრუშკო - თუ ნატო-ს წევრები დაინტერესებული არიან ტერორისტულ საფრთხესთან ბრძოლაში, მათ უნდა გადახედონ რუსეთთან მიმართებაში დაშინების პოლიტიკას
ნატო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელის ალექსანდრე გრუშკოს განცხადებით, ალიანსის ქვეყნებმა უნდა გადახედონ რუსეთის დაშინების პოლიტიკას, თუ მართ მართლაც სურთ ტერორიზმთან ბრძოლა. 

სტივენ ბლანკი - „გაზპრომთან" მოლაპარაკება არასდროსაა ბიზნეს გარიგება, ეს ყოველთვის პოლიტიკური გარიგებაა
„საქართველო და მისი როლი რეგიონულ უსაფრთხოებაში“, - ამ სათაურით „ამერიკის ხმა“ სტატიას აქვეყნებს, რომელიც ვაშინგტონში, „ლევან მიქელაძის სახელობის ფონდისა“ და ფონდ „მემკვიდრეობის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ეძღვნება.

სერგეი ლავროვი - როცა დავალაგებთ ურთიერთობებს რუს და ქართველ სამართალდამცავ ორგანოებს შორის, სავიზო რეჟიმის შემსუბუქებაზე საუბარი შესაძლებელი იქნება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების წინაპირობად რუს და ქართველ სამართალდამცავ ორგანოებს შორის „სრულფასოვან თანამშრომლობას“ ასახელებს.

იენს სტოლტენბერგი - საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიმართულებით
ჩვენ აღვნიშნეთ საქართველოს პროგრესი თავდაცვის რეფორმების იმპლემენტაციის კუთხით, რაც მდგრადი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა. 

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup