მთავარი ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები

ქეთევან ციხელაშვილი - საქართველოს ხელისუფლება არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში შესატან სარჩელზე მუშაობს
საქართველოს ხელისუფლება არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში შესატან სარჩელზე მუშაობს, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
ციხელაშვილის თქმით, ოკუპირებული რეგიონების მიმართულებით არსებული სიმძიმე ყველაზე ტრაგიკულად სწორედ არჩილ ტატუნაშვილის შემთხვევაში გამოვლინდა და აჩვენა, რომ ვითარება არ არის სტატიკური, არამედ ყოველდღიურ გამოწვევებს ქმნის ადამიანებისთვის.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგზაო ინსპექციის თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქე „საზღვრის უკანონო კვეთის“ ბრალდებით დააკავეს
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგზაო ინსპექციის თანამშრომლებმა საქართველოს 22 წლის მოქალაქე, თბილისის მკვიდრი „სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით დააკავეს, - ამის შესახებ დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იუწყება.

პრემიერი - ევროპის საბჭოს ქვეყნები ადასტურებენ, რომ რუსეთის არც ერთი უკანონო აქტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების სტატუსის შეცვლას, სამართლებრივად მოქმედი არ არის
ევროპის საბჭოს ქვეყნები ადასტურებენ, რომ რუსეთის არც ერთი უკანონო აქტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების სტატუსის შეცვლას, სამართლებრივად და იურიდიულად მოქმედი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე - საქართველოს პარლამენტი ყველა ზომას იღებს, რომ უზრუნველყოფილი იყოს სწრაფი ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში
საქართველოს პრლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტი იღებს ყველა ზომას იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სწრაფი ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.

გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენი მოლოდინია, რომ ბრიუსელის სამიტზე პარტნიორები სათანადოდ შეაფასებენ და ასახავენ საქართველოს პროგრესს
ჩვენი მოლოდინია, რომ ბრიუსელის ივლისის სამიტზე პარტნიორები ასახავენ საქართველოს პროგრესს როგორც დემოკრატიული განვითარების, ისე ნატო-სთან ინტეგრაციის კუთხით, ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ქეთევან ციხელაშვილი - ტატუნაშვილის, ოთხოზორიასა და ბაშარულისადმი განხორციელებული ქმედებები შერიგების წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციაა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ევროპარლამენტში ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. 

ახალგორის გამგებლის ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ახალგორში მცხოვრები ქართველი ფერმერებისთვის შეზღუდვების დაწესებას გეგმავს
ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ნუგზარ თინიკაშვილის ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება ახალგორში მცხოვრები ქართველი ფერმერებისთვის შეზღუდვების დაწესებას გეგმავს. 

covid.ge
call center
 
 
 
ივლისი
2020
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup