მთავარი ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები
> პოლიტიკა
სუს-ი ცხინვალისა და რუსეთის საოკუპაციო ძალებისგან არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღებას მოითხოვს
სუს-ი ცხელი ხაზის მეშვეობით, დე-ფაქტო ხელისუფლების და რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან კატეგორიულად მოითხოვს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების და მასთან ერთად დაკავებულების შესახებ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიღებას, - ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ვახტანგ ყოლბაია საქართველოში ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ გიედრიუს პუოჯიუნასს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ გიედრიუს პუოჯიუნასს  შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

ვახტანგ ყოლბაია უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ იგორ დოლგოვს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ იგორ დოლგოვსა და უკრაინის სახალხო დეპუტატს, ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარე რეფატ ჩუბაროვს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

პრემიერი - აშშ ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად
აშშ ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სტაბილურობას ჩვენს რეგიონში და საქართველოს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორს ამ სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.

ვახტანგ ყოლბაია ფონდ „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ რეგიონალურ დირექტორ მარსელა მაქსფილდს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ სამუშაო შეხვედრა გამართა ფონდ „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ" რეგიონალურ დირექტორ მარსელა მაქსფილდთან.

გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და მიმდინარე მილიტარიზაცია დღესაც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს
ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და მიმდინარე მილიტარიზაცია დღესაც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში სპეციალურად საქართველოსადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვახტანგ ყოლბაია: "საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, საკითხის გააქტიურება, პირადად ჩემში, მხოლოდ დადებით რეაქციას იწვევს"
Heritage Foundation-ის, ამერიკის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორის ლუკ კოფის მოხსენებას, რომელიც ნატოში საქართველოს დაჩქარებული შესვლის სანაცვლოდ, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ნატოს წესდების მე-5 მუხლის მოქმედების დროებით შეჩერებას უკავშირდება, ქართული საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ამ თემასთან დაკავშირებით აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საუბრობს. 

გიორგი კვირიკაშვილი - აშშ-ში ირაკლი კობახიძის ვიზიტისას კიდევ ერთხელ დადასტურდა ამერიკის მყარი მხარდაჭერა საქართველოსადმი
აშშ-ში ირაკლი კობახიძის ვიზიტის დროს კიდევ ერთხელ დადასტურდა ამერიკის მყარი მხარდაჭერა საქართველოს განვითარების დღის წესრიგისადმი, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ვახტანგ ყოლბაია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჰაიკე ფაიჩს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჰაიკე ფაიჩს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

covid.ge
call center
 
 
 
სექტემბერი
2020
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 
1
2
3
4
5 6
7
8
9
10
11
12 13
14
15
16
17
18
19 20
21
22
23 24 25 26 27
28 29 30
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup