მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები
საზოგადოება > აფხაზური პრესა დღეს
სერგეი ლავროვმა მადლობა გადაუხადა აფხაზეთში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებმაც რუსეთის დუმის არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მადლობა გადაუხადა  აფხაზეთში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებმაც  არ დაიზარეს  საარჩევნო  უბნებში მისვლა და რუსეთის დუმის დეპუტატებისთვის ხმის მიცემა.

თემურ ნადარაია- გალის რაიონი უსაფრთხოების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი რაიონია რესპუბლიკაში
18 ოქტომბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე, გალის რაიონის ე. წ. ადმინისტრაციის ხელმძღვნელმა  თემურ ნადარაიამ მუშაობის 9 თვიანი პერიოდის  შეჯამებისას აღნიშნა, რომ გალის რაიონი რესპუბლიკაში ერთ-ერთი ყველაზე წყნარი რაიონია უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ასლან კობახიამ უარყო ტელევიზიის შენობასთან მომხდარი აფეთქების კავშირი დონეცკში მოტოროლას მკვლელობასთან
აფხაზეთის ე. წ. შინაგან საქმეთა მინისტრმა ასლან  კობახიამ „თითიდან გამოწოვილი“ უწოდა  აფხაზურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას აფხაზური ტელევიზიის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქებასა და  დონეცკში მოტოროლას მკვლელობას შორის არსებულ კავშირზე .

კან ტანია-აშშ-მ განაცხადა, რომ არ ეწინააღმდეგება აფხაზეთის მოქალაქეებისთვის ვიზების მიცემას
აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის კან ტანიას თქმით, ჟენევის დისკუსიების 37-ე რაუნდზე ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისინი არ ეწინააღმდეგებიან აფხაზეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას.

მერაბ ქიშმარიამ სამხედრო მოსამსახურეებს აფხაზეთის ე. წ. თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების შექმნის 24 წლისთავი მიულოცა
აფხაზეთის ე. წ.თავდაცვის მინისტრმა მერაბ ქიშმარიამ სამხედრო მოსამსახურეებს  აფხაზეთის ე. წ.  თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების  შექმნის 24 წლისთავი მიულოცა.

რაულ ხაჯიმბამ აფხაზეთის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულებისა და 2017 წლის ბიუჯეტის ფორმირებისადმი მიძღვნილი თათბირი ჩაატარა
რაულ ხაჯიმბამ  აფხაზეთის 2016 წლის  რესპუბლიკური  ბიუჯეტის შესრულებისა და 2017 წლის ბიუჯეტის ფორმირებისადმი მიძღვნილი თათბირი ჩაატარა. თათბირში მონაწილეობდნენ ე. წ. პარლამენტის სპიკერი ვალერი ბგანბა, პრემიერ-მინისტრი ბესლან ბარციცი, ვიცე-პრემიერები  დიმიტრი სერიკოვი და ბესლან ეშბა, სამინისტროებისა და უწყებების ხელმძღვანელები.

 
 
ნოემბერი
2019
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
საქართველო და მსოფლიო
კელი დაგნანის განცხადებით, დღეს საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს შორის რუსეთის აგრესიული ქმედებების გარდა, არის ჩინეთის გავლენის გაძლიერება
აშშ-ს სენატი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში ამერიკის ელჩად წარდგენილმა კელი დაგნანმა საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო რუსეთის დესტრუქციული და აგრესიული ქმედებების სამიზნე აღმოჩნდა.

ნურიელ რუბინი - საქართველო მაკროეკონომიკური სტაბილურობის კარგი მაგალითია
საქართველო მაკრო და სტრუქტურული რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით სამაგალითო ქვეყანაა,- ამის შესახებ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნით პანელზე - „ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები” ფარგლებში ნიუ-იორკის სტერნის ბიზნესსკოლის ეკონომიკის პროფესორმა ნურიელ რუბინიმ განაცხადა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა ორპარტიული „საქართველოს მხრდამჭერი აქტი“, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობების თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მკაფიო დასტურია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი გახარია - პრეზიდენტ შტაინმაიერის ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და თქვენი ოფიციალური ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას განაცხადა.

ესტონეთის პრეზიდენტი - რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. ამან გამოიწვია ტალღა, რომლის შედეგიც ყირიმის ანექსია იყო, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდემ „ევროპეისკაია პრავდას განუცხადა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის
მისია აღნიშნავს ჩორჩანა-წნელისის რაიონში, ძალოვანი უწყებების არსებით, უწყვეტ წარმომადგენლობას. რამდენიმე ახალი პოზიციის მოწყობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია, ზრდის მათი მოულოდნელი შეხვედრის ალბათობას და წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეხება.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რუსულ ოკუპაციაზე - გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია
გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა ხურვალეთში განუცხადა.

ევროპისა და ამერიკის ქვეყნები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ერთობლივი განცხადებით გმობენ
ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ერთობლივი განცხადებით დაგმეს და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთისგან საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის დაუყოვნებელ შეწყვეტას მოითხოვს
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე "ბორდერიზაციის" პროცესზე შეერთებული შტატების პოზიცია დააფიქსირა.

ევროპარლამენტის წევრი გუგუტიანთკარზე - ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ძლიერი განცხადება, რადგან რუსეთი ამოწმებს იმას, რამდენად შორს შეუძლია წასვლა
ეს არის ოკუპაციის უპრეცედენტო აქტი. ამის შესახებ აუცილებლად ვისაუბრებ ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტებში“, - ამის შესახებ ევროკავშირის პარლამენტის წევრმა მარკტ გრეგოროვამ ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში განუცხადა.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup