აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ღვაწლმოსილი პედაგოგებისა და აფხაზეთის საჯარო სკოლების წლის საუკეთესო მასწავლებლების დაჯილდოება გაიმართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ მასწავლებლის დღის მილოცვის შემდეგ, მომავალი თაობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა ღვაწლმოსილ პედაგოგებსა და წლის საუკეთესო მასწავლებლებს და მათ სამინისტროს სიგელები და საჩუქრები გადასცა.

By abxa

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *